Tumgik
#საქართველოს
kyitsya · 3 months
Text
Tumblr media
REMINDER: russia still occupies parts of georgia and ukraine since 2008 and 2014, respectively.
2K notes · View notes
milanson · 3 months
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media
went through the entire gene pool, yeah. Still, I don't think it would suit me to be blonde.
(I know that watermelons do not grow in Armenia, this is rofl)
7 notes · View notes
bluizu · 8 months
Text
there's no way this happened in the new mr beast video
thats the flag of Georgia, state, on top of Georgia, Country
Tumblr media
4 notes · View notes
tomorrowusa · 1 year
Link
I’ve said it in several previous posts; nobody since the end of World War II has done more damage to Russia than Vladimir Putin. In that context, Putin is Russia’s greatest enemy.
Putin’s aim has been to destroy Ukraine as a national entity. That includes eradication of its culture. What has happened instead is that people in Ukraine in addition to other countries now want nothing to do with Russian culture.
“I was a Russian speaker until 24 February,” said Adeline, an art student from the now Russian-occupied town of Nova Kakhovka, referencing the date of Russia’s full-scale invasion earlier this year. Russia has failed to take over Ukrainian culture, she said, so now it has set out to kill it. Several other Ukrainian students told me they find “the spirit of freedom” in Ukrainian literature, but of subservience to power in Russian literature.
Tetiana, a refugee from the ruthlessly bombed and destroyed city of Mariupol, had suffered without heat, light or water in a cellar under constant bombardment, seen her best friend killed by a Russian missile, and then had a traumatic odyssey of escape. Tetiana not merely speaks much better Russian than Ukrainian; her mother is actually from Russia, as are her parents-in-law. The Russian president would consider her a Russian. So I asked her for her message to Putin. She replied that she would like to kill him.
Wherever I turned, in every conversation, there was a total rejection not just of the Russian dictator, not merely of the Russian Federation as a state, but of everything and almost everyone Russian. Polling by the Kyiv International Institute of Sociology shows that some 80% of Ukrainians had a positive attitude to Russia in 2013; by May 2022, the figure was just 2%. A university lecturer told me that his students now write “russia” with a small initial letter. “I don’t correct them.”
Some pre-war stats suggest that roughly 22% of Ukrainians spoke Russian as a first language. President Volodymyr Zelenskyy himself grew up speaking Russian. Now there is an abject hatred of all things Russian in Ukraine.
While this attitude might be expected in a country where Russia is committing acts of genocide, it is not limited to Ukraine.
In Georgia, a strong resentment of neoimperial Russia is more than understandable, since Russia has occupied roughly – a fifth of the country’s sovereign territory (in Abkhazia and South Ossetia) since 2008. But following the invasion of Ukraine, that hostility has enveloped almost all Russians. Ironically enough, this impacts the many tens of thousands of Russians who have fled to Georgia precisely to avoid being conscripted into fighting in Putin’s war against Ukraine. Georgians ask: why don’t you protest back home? Or as one banner put it, “Putin is killing people in Ukraine while Russians eat khachapuri in Georgia.” (Khachapuri is the distinctive Georgian cheese bread.)
Actually, khachapuri is best described as a Georgian equivalent of pizza. But you get the idea.
There is also high profile resentment of Russia in Kazakhstan.
On YouTube, you can watch a magnificent excoriation of the bullying Russian ambassador to Kazakhstan, Alexey Borodavkin, delivered in fluent Russian by the Kazakh journalist Arman Shuraev. “Russophobia is all that you have achieved with your stupid actions,” he says. If Russia invades Kazakhstan as it has Ukraine, “the entire Kazakh steppe will be strewn with the corpses of your conscripts … You are idiots. You are cannibals who eat themselves.”
“Borodavkin,” he concludes, directly addressing the ambassador, “if you want to see Nazis and fascists in Kazakhstan, look in the mirror and you will see the main Nazi and fascist. Glory to Ukraine! Forward Kazakhstan!”
The cultural concept of “russkiy mir” (”the Russian world”) began in a somewhat benign way after the collapse of the Soviet Union. But Putin hijacked it and has used it as an imperialistic justification for his military adventures.
The notion of russkiy mir was revived and repackaged in the late 1990s as a kind of Russian soft-power initiative (mir means peace as well as world). In 2007, a Russkiy Mir Foundation was created by presidential decree. This was presented as a Russian counterpart to the British Council or Germany’s Goethe-Institut, but the concept was then weaponised by Putin to justify his war of recolonisation in Ukraine. He explicitly mentioned the term in a speech justifying the annexation of Crimea in 2014.
The entirely predictable result: revulsion against his recolonisation wars has extended to the whole broader notion of a Russian-speaking world.
Outside of Russia, russkiy mir/the Russian world is usually used in a derogatory way. You may read or hear this expression in the media when Ukrainians or others talk about Putin’s territorial ambitions.
Instead of killing Ukrainian culture, Putin’s invasion is inflicting serious damage on Russia’s international cultural standing.
Russian culture is thus a collateral victim of Putin’s self-devouring cannibalism. There was an alternative future in which Russian-speaking culture, like today’s English-speaking culture, may have become multiculturally enriched by authors and artists from all its former colonies. What would contemporary English-language literature be without authors from India, Africa and Oceania? And, after all, fine contemporary Ukrainian writers such as Andrey Kurkov write – or should I say wrote? – in Russian.
[ ... ]
In the end, Vladimir Putin will go down in history not merely as the man who failed to restore the Russian empire, but as the destroyer of the Russian world.
Indeed. No matter what happens, history will regard Putin as a loser. Future generations in Russia will despise him the way modern Germans hate Hitler. Those who try to overthrow Putin would be regarded as true heroes in Russia’s future.
EDIT: Here is the vid (with English subtitles) of Kazakh journalist Arman Shuraev telling Russian Ambassador Alexey Borodavkin and Russia to fuck off.
youtube
3 notes · View notes
roehenstart · 2 years
Photo
Tumblr media
Ilia, Prince Royal of Georgia. Unknown artist.
Ilia (1790–1854) was a Georgian prince royal, a son of George XII, the last king of Kartli and Kakheti, by his second marriage to Mariam Tsitsishvili. After the Russian annexation of Georgia in 1801, Ilia accompanied his mother into exile to Russia. He then received military training and served in the Russian army, fighting with distinction at the battle of Borodino against the French in 1812 and retiring with the rank of colonel in 1823. He had 13 children of his marriage with Princess Anastasia Obolenskaya and his descendants, bearing the surname of Gruzinsky, have survived in the 21st-century Russian Federation.
4 notes · View notes
i-merani · 2 years
Text
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან აიი სუულ ყველას უნდა ქონდეს წაკითხული. მთელ მსოფლიოს.
2 notes · View notes
giorgitab · 1 month
Text
ფინალამდე წასაკითხი ბერძნული საფეხბურთო ამბები
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს ჩვენთვის, ძნელი კი არა შეუძლებელიც კია. ეს არ არის მხოლოდ დიდი ხნის ნანატრი ოცნების ახდენა, ეს მატჩია თავისი წონითი მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩს თუ შეედრება… მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით უფრო მძაფრად შეიგრძნობა, უფრო…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
vaqomusic · 1 year
Text
LIVE IN TBILISI/SOKHUMI მცირე ისტორია
პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" დასრულების შემდეგ, (2012-13 წწ.) ცნობადობა ინერციით აგრძელებდა არსებობას, სკოლა ახალი მორჩენილიყო, ყოველ კვირა 700 - 900 000 იანი ტელემაყურებლის და სავსე ფილარმონიის დარბაზის სცენის წინ გამოსვლები გვქონდა, ჩვენ საავტორო მუსიკას ვასრულებდით ქართულ ენაზე, (ქოვერებსაც კი ქართულად) მახსოვდა, 2012-13 წლებში, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნინო ქათამაძე, ასეც ამბობდნენ, დუეტი The W ახალი ქართული მუსიკააო, ესენი იქნებიან ჩვენი მომავალიო. დავიჯერეთ. ბავშვებს სწამთ უფროსების. დღეში ოთხ საათიანი რეპეტიციებიდან 6 საათიანზე გადავედით. ქართულ სიტყვებს, გალაქტიონის ლექსებს გიტარის სოლოებად გავრდაქმნიდით. ვხვდებოდით სხვა ჟღერადობა იყო.
Tumblr media
საქართველოს ვარსკვლავი, პირველი სეზონი. თქვენ გადახვედით ფინალურ სტადიაზე
ამბიციური გეგმა შევასრულეთ, პირველი დუეტი საქართველოს კონკურსების ისტორიაში, ქართულ ენოვანი. რომ ყოფილიყო სხვა ჟიურის შემადგენლობა, იყვნენ: ნინო ხოშტარია ყველაზე ჭკვიანიდან, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ მემანიშვილი, მაშინ ასე ერქვა) ეს არ გამოვიდოდა და არც გავიდოდით. 5000-ე მონაწილე ვიყავით მაისურზე წარწერით. ბევრი მეკითხებოდა, მანდ ჩაწყობითაა ხო? - უმალვე ვპასუხობდი - არა! თუმცა იქ აქვთ პრე ტურითქო, სადაც პირველ ტურამდე, უველას ეძახიან და ცალ-ცალკე ხვდებიან, ასე დაახლოებით 4000 მდე მონაწილეს. ვინ არ ვნახე მაშინ მონაწილეებს შორის? ჯერ კიდევ თინეიჯერი ტელეწამყვანები, მსახიობები, მახსოვს ლიზა ქისტაურიც, ძალიან სურდა დიდ სცენაზე სიმღერა. მოკლედ პრე-ტურის ვალია, იპოვონ თვალშისაქცევი მონაწილეები, ლამაზი, ცხელი, განსაკუთრებული, ან პირიქით, უნიჭო, ცუდი ვოკალის მქონე, უცნაური რეპერტუარის შემსრულებელი - მათთვის წინასწარ იგონებენ სიტუაციებს, იმისთვის რომ გადაცემაში, პირველი ტურის ჩაწერის დროს მაყურებელი გაართონ, ასე აგროვებენ გმირებს, მცირე რეალითი შოუს დასადგამად. რაც ტელევიზორში დიდ რეიტინგს წერდა.
პირველი ტურის მერე გაძლევენ ოქროს ბილეთს, ხოლო მეორე ტურის მერე გიწვევენ გადაცემაში და იქ გეუბნებიან მოხვდი თუ არა რჩეულ ათეულში, იქ შენ იმედგაცრუებას თუ სიხარულს 7 კამერა იღებს, სხვადასხვა რაკურსში.
პირველი კონცერტის შემდეგ მაყურებელი თვლიდა რომ ძლიერი ინსტრუმენტალისტები ვიყავით, მაგრამ არა ვოკალისტები. მეტიც, სუსტი ვოკალისტები გამოვდექით. მაშინ, სიმღერად ითვლებოდა იმათ, რაც ხმამაღალი ხმით იყო ნამღერი. მათ შორის კივილი, კი ყველაზე მაღალ ხელოვნებად. ვინც უფრო ხმამაღალი იყვირებდა, ის იმარჯვებდა.
სატელევიზიო პროექტს აჰყავხარ მწვერვალზე, შენზე სიუჟეტებს აკეთებენ რეიტინგული იუმორისტული შოუები, პოლიტიკური გადაცემაშიც კი გახსენებენ, ასე მახსოვს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთმა თქვა, თუ რუსეთში უშვებთ მუსიკოსებსო, დაბლიუ გაუშვითო, ახალი ქართველებიო, ლივერპულელებს რომ გვანანო, იცოდნენ სად ვართო! და არა ეს წარსულიო. ვანო ჯავახიშვილმაც თქვა თავის შოუში, ახალი მუსიკააო ეს. გვცნობდნენ ყველგან, ავტობუსში, ქუჩაში, სოფლებში ქალაქებში, დამოკიდებულებასაც კი იწვევს ცნობადობა.
Tumblr media
არაკომერციული გამოსვლა, საქველმოქმედო. ილიაუნში
ასე ერთხელ ქართული ტური იყო, მშობლიურ ენაზე კივილი არ გამოდის მარტივად, დაძაბულები იყვნენ პროექტის მესვეურები, ხალხს შეეძლო რაიმეს მიხვედრილიყო. კივილს კონკურსანტებიც ვერ რისკავდნენ. მენტორებიც კი უკრძალავდნენ, საშიშიაო. ტელევიზიის ვოკალის პედაგოგს დასცდა და თქვა, სიმღერა არისო, იმ ხმაზე რა ხმაზეც ლაპარაკობო. ჩვენს დაკრულ თოლიას დღემდე თბილად იხსენებენ. კონკურსის დროს, თემურ ყვითელაშვილმა გვითხრა, სამი ნაწილიანიაო ეგ სიმღერაო და არა ორი, "ოთხი გიის" წევრს დაურეკა და დაუმოწმა, კი ეგრეაო.
Tumblr media
კულისებში კითხულობდნენ რატომ არ იღიმით. ეკრანს სჭირდება ღიმილიო.
რუსთავი 2-ს კონკურენტი არხები თავის ვარსკვლავებს ქმნიდნენ. ის სივრცე დახურული იყო. საქართველოს ვარსკვლავი იმხელა ისტორიაა, ცალკე წიგნი დაიწერება.
სამ წელიწადში, დრამატული ვარდნა, 30 კაციან ბარებში დავიწყეთ კონცერტების ჩატარება, არ ჩანხარ ტელევიზიაში აღარ არსებობ. გივიწყებენ. მაშინ ჯერ კიდევ ტელევიზორს უყურებდა ახალგაზრდობა. არ შეიძლება სულით ასე უცებ დაეცე გავიფიქრეთ. ბოლნისში, რუსთავში, და სხვა ქალაქებში ვცადეთ ბედი. ვოკალის პედაგოგმა, ჟანა თოიძემ, (შორეული ნათესავი, რამდენჯერმე ვოკალის გაკვეთილები ავიღეთ, სავარჯიშოები სიტყვის გამოთქმისთვის) რომელიც ირაკლი ჩარკვიანს, მერაბ სეფაშვილს, ლადო ათანელს ბაკურ ბურდულს და სხვას ვოკალის გაკვეთილებს აძლევდა, გადაგვამისამართა ბაკურ ბურდულთან, და ერთი კონცერტიც ჩაგვატარებინა, თავის ბარში, მგონი "წარმატება" Success ერქვა. 3 საათი ვუკრავდით. ყველაზე დიდი გამოსვლა ცხოვრებაში.
Tumblr media
ფოტოს ავტორი ციცი ბოდოკია. 2014-15 წელი. მაღლივის მიმდებარედ.
მაინც ვეცადეთ ჩვენი სახელი გამომეყენებინა ყოველმხრივ, დაახლოებით 5 წელიწადი ვცდილობდით, რომელიმე ფესტივალზე მოხვედრას, ყველგან უარი იყო, ასე დაახლოებით 50 მდე - არა. ის ადამიანებიც კი ვინც მეპატიჟებოდა, ვეღარ, აღარ მცნობდა. მაშინ ყველაფერი პროექტი იყო, და ამ პროექტში მეგობრების ყოლაც პროექტის ნაწილი იყო. ქართულ ენაზე მაშინ "ჯინგლსების" სტილში იწერებოდა სახუმარო სიმღერები, ილიზიური ეროვნული პროცესი იყო. უფრო დაცინვა ეროვნულობის, დღეს სარეკლამო მუსიკას უწოდებენ ამას, ზეპოპულარული იყო ესტრადა და რეპი, ჰიპ ჰოპი, დი ჯეი, ბენდის მუსიკა ქოვერებით და ინგლისურ ენოვანი მუსიკით შემოიფარგლებოდა, ქართულ ენაზე კი პანკი იწერბოდა, უმი.
ძალით ვცდილობდით სცენაზე გამოსვლებს, 10 ზარისა შემდეგ, განცხადებებით ვახერხებდით. რექტორი თვითმართველობას თხოვდა დააკვრევინეთო ჩვენივე სტუდენტებსო, ისინი უარზე იყვნენ, ფული არააო, უკვე სხვები ვიქირავეთო. (ჰონორარს არ ვითხოვდით, არც აგვიღია არსად პრაქტიკულად, უჰონორარობა ყველაზე დიდ პრობლემად იქცა მოგვიანებით) ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას, ჩვენამდე უკრავდა ძალიან ძალინ პოპულარული ინგლისურ ენოვანი ქართული ბენდი, ჩვენ რომ დავიწყეთ მათ მერე, სივრცე დაცარიელდა, გვითხრეს მორჩითო, ორგანიზატორებმა, დი ჯეის გამოსვლას ელოდებოდნენ. მაშინ დი ჯეის უხდიდნენ სამჯერ მეტს ვიდრე ბენდს, ხოლო ჰიპ ჰოპ/რეპერს ბენდთან და დიჯიესთან ერთად აღებულს მეტს. ფასები დღემდე მახსოვს.
Tumblr media
გაფრთხილება რომ მოვრჩეთ დაკვრას, გაბრაზებული ჩავხტი.
სხვათაშორის ორგანიზატორებმა ჩემ დროს არ იცოდნენ როგორ უნდა მიეწოდებინათ მუსიკა ხალხისთვის. ძმამ თქვა მორჩა, საკმარისია, აღარ მინდა მუსიკაო, ღარიბები ვიქნებითო, ხალხი ამ მუსიკას ვერ გაიგებსო, უბედურები ვიქნებითო, გაჭირვებულები და მონებიო, ის წავიდა. 10 წელი გიტარაზე სწავლობდა დაკვრას მუს. კოლეჯში, კონსერვატორიაში კონცერტებიც ქონდა კამერულ ორკესტრთან ერთად, მოკლედ მასზე კარგი გიტარისტი არ მეგულებოდა. აღმოჩნდა არც რეალისტი. ვეცადე დაბლიუს ჩანაწერები დამეგზავნა ყველასთვის, დაწყებული კახა თოლორდავას გადაცემისთვის დამთავრებული ყველაზე ნაკლებად ყურებადი დილის შოუებისთვის, ყველა ყველა საპროდიუსერო თუ საფესტივალო ცენტრისთვის, მაგრამ "საქართველოს ვარსკვლავის" შოუს ინერციამ დაამთავრა მოძრაობა 2017 წელს. მუსიკაც დაძველდა იმედთან ერთად.
Tumblr media
ელენე მაისურაძე დედოფალი. ლოგო 2017-18 წწ. ვაქომდელი ფსევდონიმი.
სრულიად მარტომ, მაშინ როდესაც მონარქთა და ეკლესიის სურვილით, საქართველოში მონარქიის აღდგენის თემამ წინ წამოიწია, ავირჩიე ყველაზე გავრცელებული ქართული გვარი, მაისურაძე ფსევდონიმად, და დავირქვი "ელენე მაისურაძე დედოფალი" ჩავატარე რამდენიმე კონცერტი, ელექტრო დრამის სემპლებისა და ჩემი ვოკალი-გიტარის ქვეშ. 20-მდე სიმღერა დავწერე სახლში და გარეთ გავიტანე. მაშინ ხშირად წუხდნენ, კონცერტები არ არისო, არტისტი სცენაზე უნდა დაიბადოსო, და მსგავსი. გადავწყვიტე დროათქო. პირველ კონცერტზე ცოტა მოვიდა. ბარმენიანად და დამლაგებლიანად 8 კაცი. შუა დაკვრისას გავაცნობიერე - დამლაგებელ ქალს, ასე დაახლოებით 50 წლამდის - მოსწონდა გამოსვლა. ცოცხს ათამაშებდა. ალბათ კონცერტის შემდეგ, ცოცხითვე გაფრინდა სახლში.
Tumblr media
ელენა მაისურაძე დედოფალი - უკრავს მაკულატურაში. სიმღერას - წინ მივიწევთ, უფსკრულს ვერ ვშორდებით.
ასე დაახლოებით 4000 ლარის ღირებულების აპარატურით დავდიოდი ბარიდან ბარში. პირველ ჯერზე ჩანაწერი საშინლად გამოვიდა. აპარატურამ დამაღალატა. თუმცა მე ვიყავი სივრცეში, სადაც შეცდომების გამგონიც კი არ იყო. პატარა სოლოლაკური-ვერელური-ვაკეური კლუბები, იქ სამეგობროები თუ დადიოდნენ. დასალევად. უკანა ხმების ჩაწერა (რომელიც მომდევნო პერიოდში კიდევ გადავამუშავე) ძვირი სიამოვნება გამოდგა, 100 ლარი ერთი საათი - ძვირი იყო. სტუდიის 7 საათიანი ქირაობის შემდეგ, თვითონ დავიწყე ხმის რეჟისურის სწავლა.
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
დიდი სტუდია ძვირი სიამოვნებაა
ჩემი მიზანი ჟღერდა ბუნდოვნად: ჩავწერ ცოცხალ ჩანაწერებს, უკანა ფონოგრამით, პატარა კლუბებში, შევკრავ და გამოუშვებ ალბომის სახით. რაც უფრო მეტი სიმღერა გამოვა, მით უკეთესი. ამით შევმქმნიდი პრეცედენტს, წყალქვეშა მიმდინარე პროცესს ქალაქ თბილისში, რომელიც ბევრს გამორჩებოდათ დიდი ალბათობით, (მაშინ კი იაძხდნენ კონცერტები ცოტააო, მაგრამ როდესაც იყო, არ მოდიოდნენ) ვიცოდი დარჩებოდა აფიშები, და აუდიო ჩანაწერები, რამდენიმე მსმენელი-მოწმე, ვისი ნახვაც მეც გამიმართლა. ალბომისთვის მსურდა ბარების სახელები დამერქვია, თუმცა გავფლიტრე ჩანაწერები. ამიტომ ჯამში Live in Tbilisi და მოგვიანებით Live in Sokhumi დავარქვი, (დედამიწაზე, უკიდურესი რასიზმის მსხვერპლთა მხარდაჭერა-თანაგრძნობა, ყველა ეროვნების და აღმსარებლობის)
Tumblr media
მზადება ჩაწერისთვის. ლეპტოპი აუდიო ბარათი მზადაა, პროგრამა გაშვებულია. რამდენიმე ტურისტი შემოვიდა და მალევე გავიდა. ვფიქრობ მუსიკა არ მოეწონათ
კონცერტებზე ჩემი ნაცნობები ძვლივს მოდიოდნენ, ხან დრო, ხან ამინდი, ხან "მუღამი", ჯამში კი სურვილი არ იყო. მიზეზს ადამიანი ადვილად მოიგონებს, თუ საჭიროა დაიღლება, გაცივდება ამას დაიჯერებს და გეტყვის. ადვილად ეჩვევი უარს და წყენას - საქმეში. წარმოვიდგენდი, რომ მოჩვენებები და სულები ისხდნენ, და ისინი მისმენდნენ, თბილისის 20 იანი წლების ინტელიგენცია, ბავშვობაში მომწონდა როგორც ეცვათ. ქალებს გრძელი კაბები, კაცებს პიჯაკები. რაკი ძალიან ბნელოდა ხოლმე, ამის წარმოდგენა რთული არ იყო. სიბნელე, კონსპირაციას ქმნის.
ძმა დამყვებოდა, ახალ უკვე მე ვუყურებდი მას სცენიდან. მეგობარიც თან ახლდა ხოლმე, გოგო. ორივე მისმენდა და მაკრიტიკებდნენ, ესე ესე ჯობიაო, ეს ისეო. ასე კლუბ გენერატორ 9.5 ში დიდი ტაში დამიკვრიეს. ყველაზე დიდი რაოდენობით მსმენელიც მანდ იყო. - 17 კაცი. შარიანი ბიჭებიც იყვნენ, მთვრალები, მოსულმა მეგობრებმა წაიყვანეს, უსიამოვნოდ მიყურებდა, კომენტირებდა, ჩხუბი სურდა. მე ვემზადებოდი, რომელი გიტარა ჩამერტყა, იაფიანი მაგრამ იშვიათ ხმიანი? თუ ძვირიანი (400₾), მაგრამ სტანდარტულ ხმიანი.
Tumblr media
ერთადერთი მსმენელი კონცერტზე. სიმღერა გააძვირეს.
ჩანაწერში ტაშების პრობლემა მაწუხებდა, სამი კაცის ტაში სასაცილოდ ჟღერდა, ამიტომ აქციებზე ვიწერდი ხალხის ტაშს, იქიდან კი ვარჩევდი ყველაზე ნეიტრალურ ტაშს, შეძახილების გარეშე, ასეთი ცოტა იყო. და ვადებდი უკვე ალბომის გამოსვლისას. მახსოვს ერთ-ერთი ბარის მესვეურებმა, გადამყვანი კაბელი არ დამახვედრეს, წავიდა ველოსიპედით ბარმენი, სხვა ბარს გამოართვა. გახარებული იყო, საქმე მოაყუმარა.
Tumblr media Tumblr media
მეცვა ყველაზე დიდი ზომის შარვალი და პერანგი, რაც კი ვიპოვე სახლში. ვიფიქრე მერე გარდავიქმნებოდი კონტრასტულად.
მეორე ბარის მესვეურმა მითხრა, დამწყებებს (ეს ჩემთვის უსიამოვნო სინამდვილედ გამოდიოდა) ხელს ვუწყობო, სერია მინდა გავაკეთოო კონცერტებისო, და დაუკარიო კიო. ნაკლებად ცნობილი ბენდებისა და ალტერნატიული მუსიკის მხარდასაჭერადო. მე შევთავაზე კონცერტი მას. სხვათაშორის ეს ტერმინებია - ნაკლებად ცნობილი ნიშნავს, არაკომერციულ შემოთავაზებას. ალტერნატიული ხელოვნება ნიშნავს - გარისკვას, ყველა მიმართლებით. ასეც ითარგმნებოდა - მე ვრისკავ შენი გამოყვანით სცენაზე, ამიტომ არაკომერციული იქნება ჩვენი ურთიერთობა. სხვათაშორის, მაშინდელმა პანკ სცენამ, კლუბების მესვეიურები დააშინა, რამდენიმე ჩხუბის, გინებების და ნივთების მტვრევის გამო, უფრო სათუთად არჩევდნენ ვინ დაუკრავდა მათთან. მაცხოვრებელ მეზობლებთან სასამართლოს თავი ბევრს არ ქონდა.
Tumblr media
დამსწრეთა სრული რაოდენობა ელენე მაისურაძე დედოფლის კონცერტზე
ერთი კონცერტი მეორე დამლაგებელსაც მოეწონა, ნამდვილად მისმენდა. ასეც ვიფიქრე, ეტყობა მის შვილს ვგავართქო, მუსიკა აშკარად არაფერ შუაში იყო. აქა იქ გამოჩნდებოდა გოგოც, რომელისაც ახსოვდა ვინ ვიყავი, და გასეირნებას მთავაზობდა, იშვიათად ვთანხმდებოდი, ადვილად ვხვდებოდი, რა შარიც იყო.
Tumblr media
პამ პამ კლუბი. ვაკე. სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა
პამ პამში, ძალიან მხიარული მეპატრონე იყო, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. სიმღერა ახალი თაობა მოდის პირველად შევასრულე. ერთ მაგიდიდან უფროსმა კაცმა თქვა, ჩვენ უფროსები აღარ ვითვლებითო? ჩამოგვწერეთო? ნამდვილად ნაწყენი იყო, ბრაზნარევიც კი. მისმა მეგობარმა გამომხედა და ასე მითხრა: უნდა მოდიოდეთო აბა რა, წარმატებები შვილოო. ასეთ ისტორიებს რა დათვლის.
Tumblr media
აქ ფოტოს ვიღებ. ისე დასარტყამზე ვუკრავდი. ერთ ბიჭს მოეწონა კონცერტი და მითხრა დავუკრათო. და ასე უცებ, ძმაც ავიყოლიეთ. ბენდმა 20 წუთი იარსება.
Tumblr media Tumblr media
პატარა ბარები, ძალიან უფრთხილდებოდნენ სასმელებს, ამიტომ არაფერზე მპატიჟებდნენ. ეს ანერვიულებდათ, ის თუ ვკითხავდი თუ არა, მეკუთვნის თუ არა სასმელი? მე არასდროს ვსვავდი ისედაც.
Tumblr media Tumblr media
სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა ყველაზე საცეკვაო მელოდიად გამოდგა
მსმენელი კმაყოფილი რჩებოდა სიმღერებით, სიტყვებსაც აყოლებდა და ხელ ფეხსაც. ხმის სიმძლავრე დაბალზე მქონდა დაწეული სარეჟისორო მიქშერიდან, მსურდა ყურის და მუცლის ტკივილისგან მსმენელი დამეცვა. პარალელურად მიჭირდა სხვა ბენდების მოსმენა ცოცხლად, იმავე პრობლემის გამო, ��მა ზედმეტად აწეული მეჩვენებოდა. ბგერის და ნოტის გარჩევა მიჭირდა.
Tumblr media
Live in Tbilisi/Sokhumi -ის ყოველი ეტაპი ჩემი ნახელავი იყო. ხმაც და საორგანიზაციო საქმეებიც. შეძენილი აპარატურაც და ფინანსებიც. მარტო. მოგვიანებით სტუდიური მუსიკაც დავამატე ალბომებს, რომელიც ცოცხლადაა ჩაწერილი, მაგრამ გადამუშავებული არაერთხელ. თუმცა ზუსტად ასახავს იმას რასაც ვუკრავდი მაშინ.
ამდენი არას და უარების მოსმენა ტელევიზიებისგან, რადიოებისგან, ფესტივალებზე, კონცერტებზე, ცუდად მახსენდება, ამდენი დრო, ამდენი მუსიკა, აპარატურის აქა იქ წაღება წამოღება, ეს როგორც 2015-2019 (2020) წლები ისეა უკვე, წარსულია. როდესაც რაღაც ძალიან გსურს, და ამისთვის უნდა დახარჯო ცხოვრება, აცნობიერებ რომ ცხოვრება აღუდგენელი რამაა. ცხოვრება რეპეტიცია არაა.
კონცერტის ჩემი საყვარელი ნაწილი კონცერტის დაკვრაა. Live in სერია გავს ველოსიპედს, ველოსიპედი კურიოზული მანქანაა. მისი მგზავრი მისი ძრავაა. ასე დასრულდა Live in სერიაც.
Tumblr media
კატების მოფერება უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კონცერტის შეთავაზება და არას მოსმენა.
მადლობა ყურადღებისთვის.
P.S. დარწმუნდით, რომ მომყვებით:
Spotify - vaqo
spotify - Vakhtang Kantaria
Youtube - Vaqo music
facebook - Vaqo music
0 notes
themidnightsblog · 1 year
Text
Tumblr media
07.03.23
თითოეული ჩვენგანი ვქმნით ჩვენივე თავისუფლებას და დამოუკიდებელ საქართველოს!
•მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი!!!!!!!!!!!
12 notes · View notes
newsgeorgia009 · 1 year
Link
2 notes · View notes
morbenaliku · 2 years
Text
მერაბ კოსტავას წერილი დედას:
„ჩემო დედა!
ამ ბარათს გწერ იმ შემთხვევისათვის, გამგზავრებამდე თუ ვერ გიხილე. ნუ დამემდურები და გულს ნუ იტკენ, ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებთ. დანარჩენები უფრო მყარად მეგულებიან. შენ განსაკუთრებით უნდა მოუარო თავს და დამხვდე მრთელი და უვნებელი.
ჩემზე ნუ იდარდებ, ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები.
ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
წელიწადის ეტლი ორგზის შემობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე.
ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბევს თავის სარბიელს. ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სად��ვეები, რათა არ მიმუხთლოს და ფლოქვებქვეშ არ მომიყოლოს მის მარულაში ჩაბმული იმედის კარიბჭეთა მაძიებელი.
კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს. ერიდე მაგ ვერაგსა და არამკითხე სტუმარს, ვინძლო გული ჟანგივით არ ამოგიჭამოს.
დაე უმეტესად სიხარული მკვიდრობდეს შენში. ან კი ბედის სამდურავი რა გჭირს. იცოდე, შენი გაზრდილი არასოდეს შეგარცვხენს, თავად ასე მსურს, ხოლო განგებამ უკეთ უწყის. შეხვედრამდე აზრსა და გონებაში განუყრელად ჩემთან ივლი. ზოგიერთი განშორება უფრო აახლოებს ადამიანებს, ჭეშმარიტად დიდათა ვარ შენგან დავალებული.
ამჟამად უფრო თვალნათლივ ვხედავ, პატიმარყოფილი მამისადმი შენახულმა ნამუსმა, შენმიერმა აღზრდამ და ჩემდამი მზურველობამ სიკეთის რა ძვირფასი ნერგი აღმოაცენეს ჩემში.
ხოლო ბოლო ჟამს, შენი გამბედაობით თითქმის აღმოჩენად, ჭეშმარიტად ახალ ადამიანად წარმომიჩნდი. ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი დედით, თუ არა მე.
თავის გამხნევება გმართებს, იცოდე დადარდიანებულ სახეს შენსას რანაირადაც ბოლოს გიხილე, ვერა და ვერ ვიტან.
როცა ამნირს გიყურებ, გუნება მემღვრევა და სულში ბალღამი მეღვენთება. დიდხანს, დიდხანს ვეღარ ვუბრუნდები კალაპოტს. გთხოვ, ეს დარდი ჩამომაშორო, იცოდე, ცოცხალს რომ ვერ მოგისწრო არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. მაშინ ვიღა დავადანაშაულო? ეს ამბავი ჩემს თავსაც და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოვკითხო? თავს კი კარგად ვიცნობ, მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ და ვავიწროვებ უსაზღვრო რისხვას და შურისგების შესაძლებლობას, ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ იმ სხვებსაც უბედურებას ავუტეხავ. სხვა რომ არა იყოს რა, სწორედ ამიტომაც გმართებს შენი თავი უვნებლად დამახვედრო.
ქვეყანაზე მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი, დანარჩენების რიცხვი მხოლობითს სცილდება.
ახლა დანარჩენზე ვისაუბროთ, როგორმე ცნობილ მამა–პაპურ სიზარმაცეს გადავლახავ და ჩემი ახალი ადგილსამყოფელიდან კორესპონდენციებს ხშირად მოგაწვდით.
ახალ, ჩემთვის ნახევრად უცხო, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას ვიწყებ და შევეცდები წერილობით თქვენც შეგიყვანოთ ჩემი მომავალი ყოფის დეტალებში. თქვენც სამაგიეროს ნუ დაიშურებთ. აბა შენ იცი როგორ გამკვიდრდები რწმენაში და სასოს არ წარიკვეთ.
უფალს განსაკუთრებით უყვარს ქვრივი და ობოლი და მფარველობას თვისას არასოდეს დაიშურებს მათთვის. თუმცა ეულად არც შენა ხარ, ირაკლი და რუსუდანი ყურადღებას არ მოგაკლებენ.
ზოგჯერ ირაკლის შეუკიჟინე ხოლმე ჩემი სახელით.
აბა, მანდ მხნედ და მაგრად იყავი. ეს ტიალი დროც მამალი მგელისაგან დამფრთხალი კურდღელივით გადაირბენს თავის მინდორს, ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებს.
მთავარი ისაა ჩვენი მომავალი გზად შესაყარისაკენ რომ მიგვაქანებს შეუჩერებლივ“.
1989 წლის 13 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
4 notes · View notes
shenipulsi · 3 hours
Link
0 notes
meromvaris · 3 months
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media
I met the students of Robert Schuman school. We talked about my music and I explained what music is to me. What life difficulties this all brings. Got a lot of questions. Think Georgia will have a better future than my generation
შევხვდი რობერ შუმანის სკოლის მოსწავლეებს. ვისაუბრეთ ჩემს მუსიკაზე და ავუხსენი რა არის მუსიკა ჩემთვის. ასევე რა ცხოვრებისეული სირთულეები მოაქვს ამ ყველაფერს. უამრავი კითხვა მივიღე. ვფიქრობ საქართველოს უკეთესი მომავალი ექნება ვიდრე ჩემს თაობას
1 note · View note
jabatarimanashvili · 3 months
Text
საქართველოს საზღვაო დარგის განვითარების ევრისტიკა
2022 წლის 27 აპრილი – პერსპექტიულ ეკონომიკურ პრობლემათა შორის წინა პლანზე დგას საქართველოს ჭეშმარიტად საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევის პრობლემები. დღეს საქართველოსთვის, საერთაშორისო სანაოსნო კომპანიების არარსებობა უარყოფით გავლენას ახდენს დარგის განვითარებისთვის. შესწავლილია საგადასახადო საკითხები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ აღნიშნული დარგი, რომელიც დღეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
roehenstart · 2 years
Photo
Tumblr media
Heraclius II of Eastern Georgia. Unknown artist.
Heraclius II, also known as Erekle II and The Little Kakhetian (1721–1798), was a Georgian monarch of the Bagrationi dynasty, reigning as the king of Kakheti from 1744 to 1762, and of Kartli and Kakheti from 1762 until 1798.
From being granted the kingship of Kakheti by his overlord Nader Shah in 1744 as a reward for his loyalty, to becoming the penultimate king of the united kingdoms of Kakheti and Kartli in eastern Georgia, his reign is regarded as the swan song of the Georgian monarchy
5 notes · View notes
garemo · 4 months
Text
კლიმატის ცვლილება 2023 წელს
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გლობალური კლიმატის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2023 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო მას შემდეგ, რაც დედამიწაზე კლიმატური მონაცემების აღრიცხვა დაიწყეს. ანგარიშის მიხედვით 2023 წლის საშუალო ტემპერატურა 1,4°C-ით აღემატება ინდუსტრიამდელ (1850-1900) პერიოდს და ის აგრეთვე უსწორებს ამ საუკუნეში ყველაზე ცხელ წლებად ცნობილ 2016 და 2020 წლებს.
ანგარიშის მიხედვით 2015-2023 წლების პერიოდი ყველაზე ცხელ პერიოდადაა დასახელებული კლიმატის მონაცემთა შეგროვების ისტორიაში და 2023 წელს მომხდარმა "ელ ნინიოს" ფენომენმა კიდევ უფრო დაამძიმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები დედამიწაზე. როგორც წესი "ელ ნინიო" ტემპერატურების მატებას მისი პიკის შემდეგ იწვევს და 2024 წელი სავარაუდოდ კიდევ უფრო ცხელი წელი იქნება.
გლობალური ტემპერატურათა ცვლილება შემდეგნაირად გამოიყურება:
Tumblr media
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში და სავარაუდოდ მისი დონის ზრდა კვლავ გაგრძელდება.
მუდმივი დათბობისგან გამოწვეული მყინვარებისა და ყინულის დნობის გამო მსოფლიო ოკეანის დონის მატების ტემპი 2013-2022 წლებში ორჯერ აღემატება სატელიტური ჩანაწერების პირველ ათწლეულს (1993-2002). ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო სიტუაციაა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში. 2015 წელს თურქი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მთელი შავი ზღვის 4,869 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე ყველაზე სწრაფად ზღვის დონე საქართველოს ქალაქ ფოთში იზრდება და შავი ზღვა აქტიურად "ყლაპავს" სანაპიროს. იგივე კვლევის მიხედვით ფოთში ზღვის დონის მატება 3,3-ჯერ აღემატება ბათუმში ზღვის დონის მატებას და 2,7-ჯერ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ზღვის დონის მატებას (Avşar et al.2015). ფოთის სანაპირო ზოლისთვის დამატებით საფრთხედ 2017 წლის ფოთის საშუალოვადიან განვითარების დოკუმენტში ანაკლიის პორტის მშენებლობაა განხილული, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს სანაპირო ზოლის აწევას.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით შვეიცარიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მყინვარების 10% დაკარგა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის სეზონზე ანტარქტიკის ყინულთა გავრცელების ფართობი რეკორდულად დაბალია. ანტარქტიკაზე 2023 წლის ზამთრის პერიოდში 1 მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლები გაყინული ფართობია, რაც უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის და გერმანიის ფართობი ერთად აღებული. კლიმატის ცვილების გამო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს მყინვარებსაც. ყოველწლიურად საქართველოს კავკასიონზე არსებული მყინვარების დაახლოებით 1% დნება (Toropov et al. 2019, Tielidze et al. 2020, 2022).
2021-2023 წლებში პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოსა და ჩეხეთის ტყეები (მათი წარმოშობისა თუ რელიეფური განსხვავებებისა) ერთნაირად მოწყვლადია კლიმატის ცვილების მიერ მოხშირებული ტყის ხანძრების წინაშე. სპეციალურად შექმნილი ფორმულის მეშვეობით ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე ხანძარსაშიში ადგილები დადგინდა. გლობალურმა დათბობამ გაზარდა ტყის მავნბლების გამრავლების პერიოდის ხანგრძლივობა და მოხდა მათი რაოდენობის მკვე���რი ზრდა, ამ ყველაფრის შედეგად ბევრად მეტი ხე დაზიანდა და 2020 წლის მონაცემებით ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ოდენობის, 35,8 მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყე გაიჩეხა. კვლევის მიხედვით ორივე ქვეყანაში მოხშირებული ტყის ხანძრებისა და ტყის მავნებლების მომრავლების ძირითადი მიზეზი კლიმატის დათბობაა (Mumladze, 2023).
გარემოსდაცვითი კვლევითი ორგანიზაცია Nacres-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ტყის ხანძრების სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში 2009 წლიდან 2020 წლამდე ტყის ხანძრების რიცხვი 16-ჯერაა გზარდილ.
ყველა ზემოთ მოყვანილი კვლევა თუ მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების პრევენცია და აღმოფხვრა უნდა იყოს.
კლიმატის ცვლილება უკვე იწვევს მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას მსოფლიოს ეკონომიკაზე, კვების უსაფრთხოებასა და ადამიანთა მიგრაციაზე.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების კუთხით უდიდესი სხვაობაა მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად სამყაროს შორის. 2022 წელს განახლებადი ენერგო-რესურსების წილი მსოფლიო ენერგო-წარმოებაში 10%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მასზე ენერგოდამოკიდებულების შიშმა განაპირობა.
0 notes