Tumgik
#გარემო
garemo · 4 months
Text
კლიმატის ცვლილება 2023 წელს
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გლობალური კლიმატის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2023 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო მას შემდეგ, რაც დედამიწაზე კლიმატური მონაცემების აღრიცხვა დაიწყეს. ანგარიშის მიხედვით 2023 წლის საშუალო ტემპერატურა 1,4°C-ით აღემატება ინდუსტრიამდელ (1850-1900) პერიოდს და ის აგრეთვე უსწორებს ამ საუკუნეში ყველაზე ცხელ წლებად ცნობილ 2016 და 2020 წლებს.
ანგარიშის მიხედვით 2015-2023 წლების პერიოდი ყველაზე ცხელ პერიოდადაა დასახელებული კლიმატის მონაცემთა შეგროვების ისტორიაში და 2023 წელს მომხდარმა "ელ ნინიოს" ფენომენმა კიდევ უფრო დაამძიმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები დედამიწაზე. როგორც წესი "ელ ნინიო" ტემპერატურების მატებას მისი პიკის შემდეგ იწვევს და 2024 წელი სავარაუდოდ კიდევ უფრო ცხელი წელი იქნება.
გლობალური ტემპერატურათა ცვლილება შემდეგნაირად გამოიყურება:
Tumblr media
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში და სავარაუდოდ მისი დონის ზრდა კვლავ გაგრძელდება.
მუდმივი დათბობისგან გამოწვეული მყინვარებისა და ყინულის დნობის გამო მსოფლიო ოკეანის დონის მატების ტემპი 2013-2022 წლებში ორჯერ აღემატება სატელიტური ჩანაწერების პირველ ათწლეულს (1993-2002). ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო სიტუაციაა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში. 2015 წელს თურქი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მთელი შავი ზღვის 4,869 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე ყველაზე სწრაფად ზღვის დონე საქართველოს ქალაქ ფოთში იზრდება და შავი ზღვა აქტიურად "ყლაპავს" სანაპიროს. იგივე კვლევის მიხედვით ფოთში ზღვის დონის მატება 3,3-ჯერ აღემატება ბათუმში ზღვის დონის მატებას და 2,7-ჯერ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ზღვის დონის მატებას (Avşar et al.2015). ფოთის სანაპირო ზოლისთვის დამატებით საფრთხედ 2017 წლის ფოთის საშუალოვადიან განვითარების დოკუმენტში ანაკლიის პორტის მშენებლობაა განხილული, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს სანაპირო ზოლის აწევას.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით შვეიცარიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მყინვარების 10% დაკარგა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის სეზონზე ანტარქტიკის ყინულთა გავრცელების ფართობი რეკორდულად დაბალია. ანტარქტიკაზე 2023 წლის ზამთრის პერიოდში 1 მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლები გაყინული ფართობია, რაც უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის და გერმანიის ფართობი ერთად აღებული. კლიმატის ცვილების გამო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს მყინვარებსაც. ყოველწლიურად საქართველოს კავკასიონზე არსებული მყინვარების დაახლოებით 1% დნება (Toropov et al. 2019, Tielidze et al. 2020, 2022).
2021-2023 წლებში პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოსა და ჩეხეთის ტყეები (მათი წარმოშობისა თუ რელიეფური განსხვავებებისა) ერთნაირად მოწყვლადია კლიმატის ცვილების მიერ მოხშირებული ტყის ხანძრების წინაშე. სპეციალურად შექმნილი ფორმულის მეშვეობით ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე ხანძარსაშიში ადგილები დადგინდა. გლობალურმა დათბობამ გაზარდა ტყის მავნბლების გამრავლების პერიოდის ხანგრძლივობა და მოხდა მათი რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ამ ყველაფრის შედეგად ბევრად მეტი ხე დაზიანდა და 2020 წლის მონაცემებით ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ოდენობის, 35,8 მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყე გაიჩეხა. კვლევის მიხედვით ორივე ქვეყანაში მოხშირებული ტყის ხანძრებისა და ტყის მავნებლების მომრავლების ძირითადი მიზეზი კლიმატის დათბობაა (Mumladze, 2023).
გარემოსდაცვითი კვლევითი ორგანიზაცია Nacres-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ტყის ხანძრების სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში 2009 წლიდან 2020 წლამდე ტყის ხანძრების რიცხვი 16-ჯერაა გზარდილ.
ყველა ზემოთ მოყვანილი კვლევა თუ მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების პრევენცია და აღმოფხვრა უნდა იყოს.
კლიმატის ცვლილება უკვე იწვევს მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას მსოფლიოს ეკონომიკაზე, კვების უსაფრთხოებასა და ადამიანთა მიგრაციაზე.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების კუთხით უდიდესი სხვაობაა მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად სამყაროს შორის. 2022 წელს განახლებადი ენერგო-რესურსების წილი მსოფლიო ენერგო-წარმოებაში 10%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მასზე ენერგოდამოკიდებულების შიშმა განაპირობა.
0 notes
schumckface · 2 years
Text
ჩვენ იმდენად სუბიექტური ადამიანები ვართ, იმდენად პატარა, ვიწრო ჭრილში ვხედავთ სამყაროს ჩვენი ვიწრო ეგოთი, რომ ძალიან რთულია პრეტენზია გქონდეს ობიექტურ, აბსოლუტურ ხედვაზე.
ჩვენ ვვაზროვნებთ ზუსტად ისე, როგორი შეზღუდულიც არის ჩვენი ცნობიერება.
ჩვენი აღზრდა, ჩვენი სოციოკულტურული გარემო, ჩვენი ეთნიკური და რელიგიური იდენტობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ეთნოს ან რელიგიას მიაკუთვნებ თავს. ჩვენი იდეალები, სტერეოტიპები, პრინციპები, ომი პრინციპებისთვის, ორ მეგობარსაც კი აღარ შეუძლია მარტივი ურთიერთობა ერთმანეთთან, წინა პლანზე შემოდის ჩემი შეხედულება, ჩემი პრინციპი, ჩემი აზრი და მზად ხარ მეორე ადამიანს თავი გაუტეხო ამისთვის. არც კი ფიქრობ საერთოდ რისთვის ცხოვრობ და რა არის ცხოვრების აზრი. ჩვენ მუდმივად თავის მოტყუების რეჟიმში ვცხოვრობთ, იმ ყალბი ნიღბების გამო, რომლებიც ყველას გვაქვს მორგებული.
3 notes · View notes
shenipulsi · 14 days
Link
0 notes
phoenixxneo · 3 months
Text
დავიკარგე. ჩემს თავში დავიკარგე. თითქოს უზარმაზარ ლაბირინთში ვარ სრულიად მარტო სადაც უამრავი კარია მაგრამ ყველა კარის იქით ისევ ლაბირინთია. უამრავი კარი გავაღე მაგრამ ყველგან სიცარიელე დამხვდა. ჩემი სულივით დაცარიელებულიყო. ჩემი გონებასავით, ვერც იმ კარის გაღება, მპასუხობდა კითხვებზე საკუთარ თავთან. თითქოს გონებას ეშინია რომ რაღაც ისეთს გ��ვიგებ რისი გაგებაც არ შეიძლება და უგზოუკვლოდ დამახეტებს აქეთ-იქით. ყველა დღე ერთნაირად ბედნიერი ვერ იქნება, მაგრამ ყველა დღე ერთნაირად არეული არ უნდა იყოს. დამქანცველია. მტკივნეულია. სასოწარკვეთილი დავეხეტები ქუჩებშიც, გონებაშიც, ყველგან არ უნდა წავიდე, ყველა გარემო ცივი და მელანქოლიურია. მტკივა. მარტოსულობა მტკივა. თითქოს მინდა ვიღაცამ გამიგოს.. მაგრამ ვის უნდა გავაგებინო, ან რა, როცა მე თვითონ არ მესმის საკუთარი თავის.
1 note · View note
vessmachinege · 7 months
Text
იყიდება ბლოკის დანადგარი
იყიდება ბლოკის დანადგარი და ბეტონის ქარხანა საათში/ 30 მ3 პროდუქცია, რომელიც შედის ზევით მიცემული ფასში - ბლოკის საჭრელი დანადგარი ( 5.500 – 7.200 ცალამდე წარმოებით ) - დანადგარის ელექტრო აგრეგატი - დანადგარის პროგრამული უზრუნველყოფა ( ნახევრად ავტომატური სისტემით ) - ბლოკის გასატანი დაზგა - ბლოკის გასატანი ურიკა - უკან ცარიელი პადონების რობოტი ( ჰიდრავლიკური სისტემით ) - ბლოკის პრეს ფორმა ( სურვილის მიხედვით ) - მიქსერი 0.5 მ3 მოცულობით- მიქსერის ელექტრო აგრეგატი - მიქსერის პროგრამული უზრუნველყოფა ( სრულად ავტომატური სისტემით )- ცემენტის სილოსი 40 ტონიანი - ნედლეულის ბუნკერი 3 თვალიანი- ნედლეულის სისტემის სასწორი ლენტა - ბუნკერის ელექტრო აგრეგატი- ბუნკერის პროგრამული უზრუნველყოფა ( სრულად ავტომატური სისტემით ) - ცემენტის სასწორი - წყლის სასწორი- დანამატის სასწორი - კონვეიერი ლენტა 15 მეტრიანი- პლატფორმა თავისი დამონტაჟებით.
Tumblr media
იყიდება ბლოკის დანადგარი და ბეტონის ქარხანა რომელიც ძალიან იაფ ფასში და 2 წლიანი გარანტიით. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
ჩვენი კომპანიის დამსახურებით მარტივი და სანდომიანი ვაჭრობის შესაძლებლობა გეძლევათ, პირობები კი ასეთია: კომპანიაში, გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ნაპოვნი ქვეყნის გადასახადების დაფარვით , პროდუქციის დაკვეთის ადგილამდე ჩამოტანის და ჩაბარების პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. შეძენილი ბლოკის დანადგარი, იქნება დამონტაჟებული ჩვენი კომპანიის მიერ, რაც საგრძნობლად ამცირებს თქვენი ხარჯების მატებას, თქვენს ბიუჯეტზე მორგებული გარემო კი ხელს გიწყობთ შექმნათ თქვენთვის სასურველი ბიზნესი, ნაკლები დანახარჯითა და მაღალი შემოსავლიანობის პერსპექტივით. დროულად წარმოება-დროულად ჩაბარება-დროული მონტაჟი პრინციპულად, კლიენტთან უფრო ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებას ვისახავთ მიზნად.
Tumblr media
ბლოკის დანადგარი: რის შედეგადაც მყარდება კლიენტსა და გამყიდველს შორის ნდობის ფაქტორი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიან ურთიერთობებში. მინიმალური მოგებითა და დაბალი ფასის გარანტიით კლიენტთან სანდომიანი ვაჭრობის შესაძლებლობის დამტკიცება. უკვე დამონტაჟებული და დასრულებული პროექტების ფოტოები და კლიენტების კომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაციები (მოსაზრებები) და რეპორტაჟები ოფიციალურ ვებ საიტზე გაზიარების საშუალებით, რეფერანსების მოძებნისთვის უადგილო დროისა და ფული��� დაკარგვისგან თავს ვიზღვევთ.
Tumblr media
0 notes
meromvaris · 1 year
Text
და ისევ მსურს წავშალო ინსტაგრამი და ფეისბუქი
ცუდი გარემო, ცუდი ადამიანები გავიცანი და ასე შემდეგ. მოკლედ რაღაცის დამტრევის ხასიათზე ვარ და ალბათ მაგიტომ
0 notes
dgbartaia · 8 years
Text
***
ნისლიან ღამეს მთვარემ მომითხრო,
ფოთლის შრიალით მებაასება,
ხე ტოტებს იმტვრევს, რითმებს აღმიძრავს,
უცხო პიესა მუზად მაწვება;
სუსხის მაგივრად ვიგრძნობ შეხებას,
ვცდილობ გავიცნო საფლავის მიწა,
თოტზე კაცია, თავი ყულფში აქვს,
გარემო გრგვინავს, ნესტის სუნია;
აბორგებულა დრო სტიქიონში,
თითქოს იღვიძებს, მაგრამ ჯერ ვერა,
გარემოს კაწრავს, ძილბურანშია,
ისე აჟრჟოლებს როგორც ცას ელვა;
გული ულბება, ისევ ხურდება,
მალე აღსდგება ფენიქსის სახით,
ახლიდან შექმნის მძლავრ დინასტიას,
და მას იდუმალს, მე გავეცნობი...
0 notes
giorgilaluashvili · 1 year
Text
Tweeted
https://t.co/VxvTcPmkjf რა არის ავტომობილის რეზონატორი? #რეზონატორი #მანქანა #ავტომობილი #ვიხლოპი #გლუშიტელი #ხმა #ნარჩენები #გაზები #რეზონანსი #გარემო #იზოლაცია #მავნენივთიერებები რეზონატორის განლაგება, ძირითადი მოვალეობები, ფორმა და გაბარიტები, მწყობრიდან გამოსვლის სიმპტომები
— Giorgi Laluashvili (@LaluashviliG) Feb 1, 2023
0 notes
hellbera · 5 years
Photo
Tumblr media
გარემოსგარემო #view #mountainsview #racha #sadmeli #georgia #visitgeorgia #instageorgia #რაჭა #გარემო (at Garemo • გარემო) https://www.instagram.com/p/B11WOX6hUEEeazZicLrklOr6rXmSUQM73eBitQ0/?igshid=v5q0igp3u5ym
2 notes · View notes
morbenaliku · 2 years
Text
სიტყვა არტიკლდაუცვეთელ ენებს
გწერთ მე ამას, ჩემს არტიკლდაცვეთილ ენაზე,
ძველისძველზე იმდენად, რომ სქესიც კი არ გააჩნია
და ისევე იწერება, როგორც წარმოითქმის.
იცვლის ბატონებს და თვითონ არ იცვლება
და ელის თავის დროს,
რადგან სახარებაში ამა ენას ლაზარე ჰქვიან.
გწერთ მე ამას ჩემს არტიკლდაცვეთილ ენაზე,
რომლის მცველი რაინდიც ზმნაა,
მიწვდენილი იმდენად ზენაარსს,
რომ სხვა ენაზე ვერ ითარგმნება ზმნის პოეტები.
რადგან ამ ენამ დადო სამანი ნარატიულს და სამჭევროს შორის,
რომ ერთი ეგოს - ფლასად,
მეორე - ფრენდეს.
რადგან ამ ენაზე თხრობა არ ეწყობა:
უთუოდ ზმნის გამო,
რომელსაც, ფრენაში ძალა თუ დაადგა, გაოთხპირიანდება
და დაგებულ საწოლიანად გაიტაცებს წინადადებას _
თითქოს მხედარს გაჭენებულმა ცხენმა თავი გასტაცა...
ნახეთ, ჯერ რა სინარნარეა,
რომ მეტყველებისგან გაუცნობიერებლად,
ზმნა თავისთავში გამოხატავს სუბიექტსაც და ობიექტსაც,
და, ამაში ცნობიერდება ქართული სული,
რომ მარტო სუბიექტი კი არა ჰყავს გამოწყობილი --
ობიექტიც - იმის თანაბარ,
რომ პირველი, მეორე და მესამე პირი ერთმანეთში ადგილებს ცვლიან,
რომ ზმნაში პირველი პირის ნიშანი კი არ არის წარმოდგენილი,
არამედ მეორის, ან მესამის...
სტუმარია წინ დაყენებული:
“მოდი-ს სტუმარი” _ “ს” მესამე პირის ნიშანია,
მასპინძელი კი არაა ზმნაში უპირატესი, არამედ სტუმარი -
სუბიექტი კი არ აღნიშნავს თავს,
არამედ გზას უთმობს ობიექტს,
რასაც ადასტურებს ხალხის უკვდავი ტრადიცია
სტუმარ-მასპონძლობის.
ქართულ ზმნაში პირის გარდა ნახევარპირიცაა.
მაგალითად: ორპირნახევრიანია ზმნა _ დაუნათა.
_ მან _ მას _ მასზე...
რამდენ ვინმეს მე გზა დავუნათე, იმდენმა დამკრა.
და ეს ტრაგიზმი უხილავად გადმოიცემა ჩემი არტიკლდაცვეთილ ენით:
დავუნათე _ გავუნათესაც ნიშნავს და უფრო კონკრეტულსაც,
ერთს, თუნდაც ნამცეცისოდენს.
ადამიანს, _ თუნდაც,
რომელიც შენს მადლს დააბრალებს თავის ღირსებას,
და კადნიერად შეიღირსიებს.
ჩვენ, ვისაც დედამიწა ლოგინივით ვერ მოგვირგია
და სულ თვალი გაგვირბის სხვაგან და სხვისკენ
და ვეთვალთმაქცებით ერთსაცა და მეორესაც,
მოსყიდულები ვართ ორივეთი,
აქაობითაც და იქაობითაც,
რწმენითაც და ურწმუნოებითაც.
ძველი ველური იმით იყო,
რომ მოუწყობელი იყო იმისი გარემო,
ახლა ველური იმითაა,
რომ მოწყობილია.
ძველს უკანონობა ინახავდა, ახალს _ კანონი.
ამიტომაც გეუბნებით ამ არტიკლდაცვეთილ ენით,
რომ მეორმოსვლის ჟამს,
რიყესავით რომ ეყრება მკვდარი ენები
და გაისმება ღმერთის სიტყვა _ აღსდექ, ლაზარე!
ბებერი ორბი წამოდგება გაჭაბუკებული
და იქნება ის ენა ქართული.
ჩემს აქა-ცხოვრებასაც
მხოლოდ ქართველობა აქვს
გამართლება,
საიქიოშიც, მომაბეზრებელ კითხვებს პასუხს ქართულად გავცემ,
და, არა რომელიმე არტიკლდაუცვეთლით,
რომელიც უკვე აღარ იქნება პირველი,
ან მეორე, ან მესამე, _ რომელიც ადრე,
რიცხვთაღრევამდე იყო პირველი.
რადგანაც რიგი და სათვალავი დაკარგული იქნება
მაშინ,
როცა დედამიწა მთვარესავით
გამხმარ ნეხვის კომიჭს ემსგავსება,
თუმცა, სამყარო ასეთსაც კი მიეგებება ხელებგაშლილი...
და მე ქართულად ვილაპარაკებ იმ სამყაროს სამსჯავროს წინაშე.
ან, იქნებ ერთი ფრაზა ვესროლო მხოლოდ,
რომ ისრად დაესოთ:
“მკვდარი უფრო სუფთა არის, ვიდრე ცოცხალი!”
მე და ჩემი ქართველობა დედა-შვილი ვართ
საკუთარ თავზე გამომიცდია, რა ძნელია, როცა კაცი
ვერ ასწრებს გულზე მოყრილი განცდების ჩაწერას,
როცა ხედავს, როგორ ყელგამოწვდილი ეხვეწებიან
_ აბზაცი, ლექსი, სტრიქონი...
ამას კი არ შეუძლია, ნამცეცის ნამცეციც რომ გააწბილოს.
ამიტომაც გადავწყვიტე, გამოვძვრე ლიტერატურის ტყავიდან,
ავიწიო, ავიწიო და მივაღწიო იმ ზღვარს,
სადაც სუფევს მეტა-პოეზია...
მეტა-პოეზია, _ ლექსის იქით, ფურცლის იქით,
აზროვნების იქით, სახელშერქმეული გრძნობების და საგნების იქით...
ადამიანიც მისახედია, ისიც კარგა ნაღეჭია
მწერლობისაგან,
მაგრამ, რაც უნდა დედა უტირონ,
მაინც რჩება მეტა-ადამიანი, თავის წარღვნამდელ ხსოვნით...
მეტა-ადამიანი _ თავისუფლების იქით,
კანონებს იქით, წესრიგს იქით _
ტექნოლოგიური ცოდნით აღჭურვილი პირველი ველური,
რწმენის უსაზღვრო გზაზე დამდგარი,
რომლისთვისაც ყველა აზრი დრომოჭმულია...
და, აჰა, გათენდა!
ბევრ ჟანრს გამოვიგლოვებთ ცხოვრებაში,
დარჩება მხოლოდ მეტა-პოეზია და მეტა-ადამიანი.
მიდი, პოეზიავ, თავისუფლად,
შენი დრო მოდის,
გაანათე ჩვენი ჯურ��მულები!
ხან იკოჭლე, ხან იჭენავე,
მოძოვე რაც გინდა, შეაჯექ ვისაც გინდა, _
შავი და თეთრი რა ბედენაა!..
უთვალავი მხედარი გყავს გადმოგდებული
და ახლაღა ხარ შენს ნებაზე,
სულ თავ-ფეხზე ითამაშოდე!
ლექსის ფორმა იმისთვის შეიქმნა ოდესღაც,
რომ მსმენელმა ადვილად დაიმახსოვროს.
რითმის ადგილი სტრიქონის მარჯვენა კიდეშია,
ასეც ერქვა ჩვენში _ „ლექსის ყუა.“
ყუა ქართულად ნაპირს, კიდეს ნიშნავს _
პურის ყუა, ცულის ყუა...
კიდეები ვლინდება ადამიანის ხასიათში, სხვასთან საუბარში
- კაცი “ერთზე გათლილი არ უნდა იყოს,
ყველა უნდა შეეძლოს, ყველაფრისთვის ყუა ჰქონდეს.
კაცს ნაპირები უნდა ჰქონდეს მისახლელ-მოსახლელად,
თორემ ერთში გუბედ იქცევა ...
ლექსით ლხინობდნენ ჩემი წინაპრები,
ლექსებით ერთმანეთს ეპაექრებოდნენ,
და რითმა რომ ამოეწურებოდათ,
იტყოდნენ, ლექსის ყუა გამოვცვალოთო,
სხვა რითმაზე გადავიდეთო:
ლექსი პოეზიისთვის იყო და არა რითმისთვის!
რითმას ჩვენში წინ უსწრებდა
ცხრამარცვლიანი “მთიბლური” და “ხმით ნატირლები,”
აგრეთვე,
უძველესი ტრადიციის მქონე “წყობილი სიტყვის” სალექსო ფორმა,
წინამორბედი თანამედროვე „თავისუფალი ლექსისა“
- სადაც ლექსთწყობას ქმნის არა სტრიქონთა თანაბარმარცვლოვანება,
არამედ ემოციურად და შინაარსობლივად ერთიანი ტაეპების რიტმი,
- პოეტური ენერგიის თავისუფალი სუნთქვა ლექსში.
ქართულ ენას თავის გრძელ გზაზი ხამლი უცვდებოდა...
მე ქართულ ენას ახალი ფეხსაცმელი ჩავაცვი,
ძველი ჩამოვართვი
მარადისობისვის,
თასმა არ გაეხსნება,
ძირს არ დაიხრება,
ივლის გამართული...
სამყარო თავთუხის დიდი კალოა
და ყოველი მარცვალი მისთვის სუბიექტი.
სტადიონისხელა პლანეტები ნამცეცისხელებს თვალს არ აცილებენ:
- რომ არ დაეკარგოთ!
მინდა, რომ დედამიწის დიდი ერებიც ასე იქცეოდნენ.
სამყაროს მუსიკა სულს შეიკრავს ხოლმე მცირე საკრავისთვის,
ურომლისოდაც სიმფონია არ დაიკვრება.
მინდა, რომ მცირე ენებიც იყოს აუცილებელი დიდი ენებისთვის.
დიდს და მცირეს სამყარო არ განასხვავებს,
და კაცი ხომ იმისი ანალოგიით არის შექმნილი.
ამიტომაც მივმართავ დიდ ერებს და არტიკლდაცვეთილ ენებს:
„ დიდო ერებო,
ნუ ჩაყლაპავთ პატარ ერებს,
ვაითუ, რომელიმე იყოს ალმასისა.
დიდო ენებო,
ნუ ჩაყლაპავთ პატარა ენებს,
ვაითუ, რომელიმე ღმერთს ეამებოდეს.“
ჩაიდეთ ეს ჩემი მომართვა მარჯვენა ჯიბეში,
თან ატარეთ სადაც წახვალთ,
წაიკითხეთ,
ერთნაირები რომ ერთად დასხდებით დედამიწის ბედის განსაბჭობად.
მე იფნის ხე ვარ, გადამწვარი მიწის ნაცრიდან,
ასჯერ რომ მომჭრან, ათასჯერ ამოვალ!
ხელს ვაწერ ერთი,
რადგან ყველამ რომ მოაწეროს,
არ ეყოფა ორივ ფურცელი ცისა და მიწისა.
ვწერ მე ამას,
ახლა როცა დანაძოძებულია ქვეყანა, რომ ქარმა წაიღოს.
ვწერ მე ამას!
მე უფრო უსიტყვო დროში ვწერ,
ვიდრე წერდნენ ძველები:
სახელი ნუ დაიკარგება!
ბესიკ ხარანაული
1 note · View note
Text
ბედნიერების განსაზღვრება კულტურიდან კულტურამდე, ქვეყნიდან ქვეყნამდე, კონტინენტიდან კონტინენტამდე, ცნობიერებიდან ცნობიერებამდე, სუბიექტური აღქმიდან სუბიექტურ აღქმამდე განსხვავდება. როგორც იტყვიან, რამდენი ადამიანიც არსებობს, ბედნიერების იმდენივე განსაზღვრება არსებობს, მაგრამ შესაძლებელია ზედაპირულად მაინც ჩამოვყალიბდეთ რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც სასიცოცხლოა იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს თავი ბედნიერად.
რეები შეიძლება იყოს ეს ფაქტორები?
კეთილდღეობა - ჯანსაღი გონების და ჯანმრთელი სხეულის ურთიერკავშირი. თუ სხეულს არ აწუხებს არაფერი, ადამიანი განიცდის კმაყოფილებას, რაც გონებაში პოზიტიურ მდგომარეობად ფიქსირდება.
გარემო ფაქტორები - საკვებზე წვდომა, უსაფრთხოება, თავისუფლება, ამინდი, სახლი, სუფთა ჰაერი და ა.შ.ხანმოკლე სიამოვნებები - სიხარული, სიყვარული, სექსი, საკვების მიღება, სპორტი და ა.შ.ურთიერთობები - ადამიანი სოციალური ცხოველია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქონდეს ნორმალიზებული ურთიერთობები ადამიანებთან.
ძიების უნარი - მოთხოვნილება მოგზაურობის, აღმოჩენის, ჩაღრმავების, მიზნის მიღწევის.
საზრისი - ირჩევდე გარკვეულ როლს თუ პიროვნულ მიზანს და გქონდეს საჭირო ინტელექტუალური რესურსი მის შესაცნობად. ჩართულობა - აქტიური ყოველდღიურობა.
 წარმატება - იმის აღქმა, როგორც თავად შენ მიერ, ისე სხვების, რომ რასაც აკეთებ ფასეულია, ღირებულია, როგორც შენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.
ადაპტაციის უნარი - ტკივილის, სირთულეების დაძლევა-გადალახვა და მათზე სწავლა.
 თქვენთვის რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ თქვათ "ბედნიერი ვარ!" ?
3 notes · View notes
garemo · 10 months
Text
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პრეზიდენტები კლიმატის კრიზისზე რეაგირებას ითხოვენ
Tumblr media
იტალიის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მალტისა და პორტუგალიის ლიდერებმა კლიმატის ცვლილების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ერთობლივი მოწოდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მძვინვარე ხანძრების, წყალდიდობებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა კატასტროფების ფონზე გაკეთდა:
„მიმდინარე ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები ანადგურებს ეკოსისტემას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს. აღარ არის პოლიტიკური კომპრომისების დრო, ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს კოორდინაცია და სათანადო რეაგირება, ყველა ქვეყანა კოლექტიური ძალისხმევით უნდა ჩაერთოს კლიმატის კრიზისის მოგვარებაში." - ნათქვამია განცხადებაში.
0 notes
baad-liarr · 3 years
Photo
Tumblr media
ერთ დილას არ იღვიძებ და არ ხვდები რომ დეპრესია გაქვს.. ასე არ ხდება.. ეტაპობრივად მიდიხარ იმ შედეგამდე, რომ ოთახის კარს იქით გასვლა აღარ გინდა. მთელი დღეები ლოგინში წევხარ? არა.. უბრალოდ ყოველ დღე თვალებს ახელ, ხალათს იცვამ, თმას მოშვებული რეზინით იკრავ და ოთახიდან გამოდიხარ ღრმად ჩასუნთქული ჰაერით, იმის იმედად, რომ დღეს უკეთესი დღე იქნება. მაგრამ არც ასე ხდება. გარეთ გადიხარ, ხალხთან კონტაქტობ. ცოტას.. მაგრამ მაინც.. ორნი მოძრაობთ. შენ და შენი გაორებული პიროვნება. ზოგჯერ გგონი���, რომ ძალიან ბედნიერი ხარ და ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე გრძელდება.. მაგრამ შენგან დაუკითხავად ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ძალიან ლამაზად გამოწყობილი გარეთ გახვედი თეთრი კაბით და თავსხმა წვიმა იწყება. მაგრამ პრობლემაც ის არის რომ წვიმა უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ბედნიერი დღეები. ცდილობ რამენაირად თავი გამოაცოცხლო მაგრამ  ბოლოს ამის სურვილიც გიქრება. რუტინულად ცხოვრობ და სხვათაშორის, როცა იძახიან რომ დეპრესიულ ადამიანებს თავის მოკვლა უნდათო, მართალია უნდათ... მაგრამ ვენებს არ ვიჭრით.. სხვები არ ვიცი როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს, ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ მე არ დაგიმალავთ, ბევრი რამე ვცადე. მედიკამენტები, ახალი გარემო, ახალი საქმე, ახალი ხალხი, სიკვდილამდე ტირილი ემოციებისგან დასაცლელად , დალევა და კიდევ არ ვიცი რამდენი რამ. ამდენი სიტყვა ჯერ ჯერობით მარაგში არ მაქვს. ყოველ დღე საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ დღეს კარგი დღე იქნებოდა მაგრამ ორ წუთში თვითონ მეცინებოდა იმაზე რასაც ვამბობდი. დამიჯერეთ, დეპრესიაშ მყოფი ადამიანისთვის ყველაზე დამღუპველი ისაა, რომ სხვისგან ელოდება დახმარებას.. რაღაც ნაწილი მაინც, მათ შორის მეც. ყოველ ღამე, არ ვაჭარბებ, ყოველ ღამე თვალებს ვითხრიდი ტირილით, იმის გამო, რომ სხვებისგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი, იმის გამო, რომ ყველაზე მარტოსული ადამიანი მეგონა თავი. თუმცა...
ერთ დილას გავიღვიძე და არა მაშინ არ დავფიქრებულვარ.. სისულელეა დილას გავიღვიძე და დავფიქრდი.. არ არსებობს მსგავსი რაღაც. დილას ადამიანი რამდენიმე რამეზე ფიქრობს, მაგალითად იმაზე რომ ტუალეტში უნდა, ან წყალი სწყურია, ან სამსახურში ეჩქარება.. მაგრამ იმაზე, თუ როგორ შეცვალოს თავისი ცხოვრება აარავინ ფიქრობს დილას.. (ვინმემ თუ გითრათ მე ვფიქრობო, არ დაუჯეროთ, გატყუებთ). უბრალოდ ეტაპობრივად იმაზე ფიქრს იწყებ, რომ რაც არ უნდა აუხსნა ადამიანს რა გაწუხებს და რაც არ უნდა გიქნიონ თავი, რომ გაიგეს.. არ დაიჯეროთ.. ვერავინ ვერაფერს გაიგებს. მოკლედ ბევრი ბლაბლაბლას შემდეგ მაინც მივდივართ იქამდე, რომ საკუთარი თავის მკურნალობას თავად გადაწყვეტთ. ოდესმე ამოგივათ ყელში და მაინც გადადგამთ ამ ნაბიჯს.  ყველაზე ცუდი კი იცით რა არის, რაღაც დროის მანძილზე გგონია,რომ საკუთარ თავს უმკურნალეთ, რაღაც შეიცვალა.. მაგრამ ერთი პატარა ბიძგი, ძალიან ძალიან პატარა და იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ვიდრე მანამდე..
თავებს ნუ მოიტყუებთ, მარტო ხართ..
მოაშორეთ გონებიდან სხვისი ნათქვამი შენთან ვარ და ყველაფერი კარგად იქნება, სისულელეა.. არავინ არ არის შენთან და მათთან ერთად არ იქნება ყველაფერი კარგად.. ასეთი ადამიანები უფრო გამძიმებენ და გირთულებენ ცხოვრებას. ( ისე ხო ნუ იტყვი, ძალიან მსუბუქად ხარ). ეს გადახვევები უბრალოდ იყოს, დღიურის გვერდები გადაივსო და..
თემას, რომ დაბუნრუნდეთ.. იმის საბოლოო გააზრება, რომ დეპრესია უბრალოდ არ გემართება და ნელნელა ფსიქიკურ პრობლემებს აწყდები რთულია.. შემდეგ ცდილობ ეს ყველაფერი დამალო, ღიად არ ილაპარაკო.. საკუთარი თავის გრცხვენია, სულ გინდა ვიღაცის ჩრდილის ქვეშ დაიმალო, თქვა რომ მსუბუქი დეპრესია გაქვს და ასე შემდეგ. გეწყება პანიკური შიში, რომ ადამიანები, რომლებიც შენთან არიან თეორიულად პრაქტიკაში დაგტოვებენ.. პანიკური შეტევებიც გემართება, დამიჯერეთ არ გინდათ იცოდეთ ეს რას ნიშნავს. ხვდები რომ ხელებზე შრამები, წამლები, ფსიქოლოგების უაზრო გამომეტყველება აღარ გშველის და ერთადერთი რასაც კაბინეტიდან გამოქცევის შემდეგ ეძებ სიმშვიდეა და ვერ იღებ. ჩვენს მდგომარეობაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდი გარემოა. თუ გინდათ, რომ ფსიქიკურად არამყარ ადამიანს დაეხმაროთ მიეცით მშვიდი გარემო..
6 notes · View notes
shenipulsi · 17 days
Link
0 notes
Text
🏢ბინა დღიურად ვარკეთილში. ყველანაირი კომფორტი და ჰიგიენური საშუალებები. რაც მთავარია იდეალური სისუფთავე. მყუდრო გარემო. პარკინგით. 24საათიანი დაცვა. არჩევანისთვის იხ. ყველა განცხადება ☝ 📱ტელ:577548058
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
1 note · View note
vessmachinege · 1 year
Text
სრულად ავტომატური ბლოკის დანადგარი
ჩვენი კომპანია BEYAZLI GROUP’ი სამშენებლო დანადგარების სექტორში წარმატებით ისწრაფვის ზრდისკენ და აწარმოებს; ბლოკის, ქვაფენილის დანადგარებს, ბეტონის ქარხნებს, ქვის სამტვრევ დანადგარებს, ჩვენი საქმე სამშენებლო ტექნიკის წარმოებისას ვცდილობთ ჩვენი თავდაუზოგავი და მონდომება გამოვხატოთ იმაში, რომ შეუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს კარგი გარემო და მომსახურება გავუწიოთ მაღალი ხარისხით.
Tumblr media
ბლოკის საჭრელი დანადგარი, ჰიდრავლიკური სისტემით და პრესით მუშაობას, მოცემული ბლოკის საჭრელი დანადგარი ხარისხიანი და პრესულ მასალას გამოიმუშავებს.
ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული ბლოკის დანადგარები მექანიკური ნაწილებით არის აწყობილი, ნაწილები წარმოებულია მოდულარულად და სტანდარტულად. სათადარიგო ნაწილები ყველგან ხელმისაწვდომია. ამ დანადგარით წარმოებისთვის საჭირო მუშა პერსონალი; 3 პერსონალი, ( 1 კაცი დანადგარის ოპერატორი ) ( 1 კაცი სატვირთელზე )       ( 1 კაცი ტრაქტორზე ).
Tumblr media
 სრულად ავტომატური ბლოკის დანადგარების ჩვენთან შეძენის შემთხვევაში ყოველგვარი გადასახადის გარეში ჩვენი გამოცდილი პერსონალი დაგიმონტაჯებთ. ჩვენს კომპანიის ნებისმიერ დანადგარებზე მოყვება ორ წლიანი გარანტია. უფრო მეტიც თქვენს ერთ ან ორ ოპერატორს ჩვენი პერსონალი ჩაუტარებს სპეციალურ კურსებს და შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი.
ასევე თქვენ ჩვენს მომხმარებლებს შეგიძლიათ დავად მოხვიდეთ ჩვენთან თურქეთში ქალაქ ტრაპიზონში და ნახოთ ჩვენი ქარხანა თუ როგორ ვამზადებთ და ვაკეთებთ ბლოკის დანადგარებს, ქვაფენილის, ბეტონის და ქვის სამტვრევ დანადგარებს, აგრეთვე გაქვთ შესაძლებლობა ჩვენი კომპანიის წარმომადგენელთან და ინჟინერთან ერთად გაიაროთ ჩვენი ქარხანა და დაათვალიეროთ ადგილზე.
Tumblr media
ჩვენი კომპანიისგან შეძენილ ბლოკის დანადგარებზე თქვენ ჩვენს მომხმარებლები რომ გაგიადვილდეთ ვაჭრობა და შეძენა დანადგარის, თქვენ არ ერევით საქართველოში ჩამოტანაზე, განბაჟებაზე და დამონტაჟებაზე. ამ ყველაფერს ჩვენი გამოცდილი პერსონალი ასრულებს, თქვენი ჩარევის გარეშე,
აგრეთვე 24 საათის რეჟიმში ჩვენი გუნდი გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე და დაგეხმარებათ. თუ რაიმე ხარვეზი ან პრობლემა შეექმნება ჩვენი გამოცდილი პერსონალი, საზღვარგარეთ დანადგარის 72 საათიდან 120 საათამდე ჩარევით და პრობლემის შეკეთების გარანტით.
Tumblr media
0 notes