Tumgik
#არეული
phoenixxneo · 4 months
Text
დავიკარგე. ჩემს თავში დავიკარგე. თითქოს უზარმაზარ ლაბირინთში ვარ სრულიად მარტო სადაც უამრავი კარია მაგრამ ყველა კარის იქით ისევ ლაბირინთია. უამრავი კარი გავაღე მაგრამ ყველგან სიცარიელე დამხვდა. ჩემი სულივით დაცარიელებულიყო. ჩემი გონებასავით, ვერც იმ კარის გაღება, მპასუხობდა კითხვებზე საკუთარ თავთან. თითქოს გონებას ეშინია რომ რაღაც ისეთს გავიგებ რისი გაგებაც არ შეიძლება და უგზოუკვლოდ დამახეტებს აქეთ-იქით. ყველა დღე ერთნაირად ბედნიერი ვერ იქნება, მაგრამ ყველა დღე ერთნაირად არეული არ უნდა იყოს. დამქანცველია. მტკივნეულია. სასოწარკვეთილი დავეხეტები ქუჩებშიც, გონებაშიც, ყველგან არ უნდა წავიდე, ყველა გარემო ცივი და მელანქოლიურია. მტკივა. მარტოსულობა მტკივა. თითქოს მინდა ვიღაცამ გამიგოს.. მაგრამ ვის უნდა გავაგებინო, ან რა, როცა მე თვითონ არ მესმის საკუთარი თავის.
1 note · View note
bluepsychosuoul · 11 months
Text
მზის სხივზე მოფარფატე თოლიების ქროლვა მიმზიდველ მორევად ქცეულ რომანტიზმს იმდენად ასულიერებს რომ თითქოს აქაურობის გარდა სხვა არაფერი არსებობს, მომენტით ტკბობა გამჯდარ სინოტივეში და შენს თვალებში ლივლივს ემსგავსება, მზის ყოველი სხივით შემოფარული გუმბათის ანარეკლები ლავიწებზე გეთამაშება, კოცნასავით დატოვებული სიყვითლე დაისის ელფერებს მოქცეულ ჩახუტებაში აქცევს.სილამაზის აღქმადობა ამწამიერ სიყველაფრეში მეფანტება და ერთმანეთში არეული შეგრძნებები შენს თითებს შორის მოქცეულ მომენტებს ეცეკვება.
15 notes · View notes
anno-ko · 11 months
Text
შემოდგომა ახლოვდება. ქარში არეული ნიკოტინისა და ყვითელი ფოთლების სუნი ერთმანეთისგან ვეღარ გაგირჩევია. თავს ნამიან მიწას დაადებ, თბილი ფერებით მორთულს, და სულ ბოლო წამამდე ნატრობ, იქნებ მომავალ სეზონამდე გადარჩე.
ზაფხული ყველაზე სევდიანი წელიწადის დროა
4 notes · View notes
no----body · 2 years
Text
როგორი უმნიშვნელოა ყველაფერი,
როცა მარტო ხარ.
ადამიანებს უნდა გვქონდეს ამოჩემებული ადგილები.
ადგილები - რომლებსაც შეემჩნევათ ჩვენი არყოფნა.
ძნელია, ადამიანებში მიაგნო ასეთს.
მე ტკივილების ამოჩემებაც ვიცი.
გული იმაზე მწყდება,
სიგარეტივით ახლოს და ხშირად,
რომ არავინ მოდის ჩემს თითებთან.
არც ტანსაცმელზე დიდხანს გაუძლია,
ვინმეს ჩემი ხასიათისთვის.
ზოგჯერ, ვნატრობ,
რომ ფეხშიშველა მოხეტიალის ფეხსაცმელი ვიყო,
სახლამდე მაინც მივიყვანდი.
გავხედავ ხოლმე ღია ფანჯრიდან
და მერე მთელი დღე ვიკეტები - თავში.
საით იხედებიან ფანჯრები?
შიგნით, თუ გარეთ?
ვერავინ გვამჩნევს სანამ მთელი ვართ,
მაგრამ საკმარისია დაუბეროს ორპირმა ქარმა,
ან კენჭი გვესროლოს ვინმემ,
რომ მაშინვე ყველას თვალში გაეჩხირება ჩვენი ნამსხვრევები,
მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ,
რომ ფეხისგულები არ დაეკაწროთ და აგვერიდონ.
შენ ხარ ის ერთადერთი ფანჯარა,
რომელიც ჩემს სულშია.
ფანჯარა - ჩარჩოების გარეშე.
მოდი,
ზურგზე თევზები დამახატე,
მხრებზე ჩიტები და მკერდზე ყვავილები.
მინდა ისე გიგრძნო,
როგორც მიწამ ფესვები,
როგორც ჰაერმა ფრთები,
როგორც წყალმა ფარფლები.
თუ ჩიტს ხატავ,
არასდროს დახატო მავთულზე მჯდომი.
მე ისე ვარ შენს სულში,
როგორც ოთახში პიანინო რომელზე დაკვრაც არ იციან.
შენ კი მაინც ყოველ დღე მოდიხარ და ისე მეფერები,
თითქოს მტვერს წმენდე ამ პიანინოს კლავიშებიდან.
ზოგჯერ,
შეიძლება ყოველგვარ ტკივილზე აუტანელი გახდეს ადამიანი.
როგორც ერთმანეთს, სიყვარულსაც ისე ვექცევით.
შეიძლება,
ერთ ოთახში ვისხდეთ
და ვიყოთ ორივე ჩუმად,
მაგრამ შენი სიჩუმე ჩემსას არღვევდეს,
ან პირიქით.
ვიცი,
ადვილი არ არის,
მარამ გთხოვ, ნუ ხარ მოწყენილი.
მე შემიძლია,
შენს მაგივრად ცუდად ვიყო,
მაგრამ შენ ნაცვლად კარგად ვერ ვიქნები
რა ხდის ადამიანს განსაკუთრებულს?
ის, რომ იყოს ისეთი,
როგორიც სინამდვილეში არის.
შენ უბრალოდ, ასეთი ხარ,
ნებსითაც და უნებლიედაც
და ვისაც უყვარხარ, ამიტომ უყვარხარ
და ვისაც არ უყვარხარ - იმასაც ამიტომ.
მერამდენედ მოიწყინე დღეს...
შორიდან ახლო ჩანდი,
მოვედი და ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.
დგება, გტოვებს ადამიანი და მისი არსებობა,
ისე გაშრება სულზე,
როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალი.
ზოგჯერ,
ის ტოვებს, ვინც რჩება
და არა ის, ვინც მიდის.
უშენობამ უფრო დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში,
ვიდრე შენ.
უშენობა გახდილი ტანსაცმელივითაა,
სწრაფად აკლდება სითბო
და დიდხანს მიჰყვება სუნი.
წარმოდგენა არ მაქვს,
რამდენნაირი დასაწყისი, ან დასასრული აქვს ცხოვრებას,
არც ის, რამდენ გზაჯვარედინზე უნდა გადავუხვიოთ სანამ სწორ გზას დავადგებით,
მაგრამ ვფიქრობ,
რომ პირველად ადამიანები,
უკანასკნელად კი ნერვები გვღალატობენ.
იმასაც ვფიქრობ,
რომ ერთმანეთისთვის კი არ ვიბადებით,
ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ თავებს ერთმანეთისთვის.
საბოლოოდ, ისევ წვრილმანები გვანგრევს,
რადგან ჩვენი სიყვარული წვიმასავითაა,
რომელიც მდინარეს უფრო სწრაფად ადიდებს,
ვიდრე ჭიქას ავსებს,
ერთმანეთამდე მიტანილ მდინარეებს კი
ყოველთვის ამ ერთ ჭიქა წყალს ვაკლებთ.
არის ოცნებები, რომელსაც სუსტი გული ვერ უძლებს,
ჩემი ოცნებები თავშესაფრიდან აყვანილი ბავშვებივითაა.
ვდგავარ და დღეებს ისე ვხარჯავ,
როგორც მელომანები აგებენ ნასესხებ ფულს კაზინოებში.
სიცოცხლე და სიკვდილი,
ყოფნა და არყოფნა
დღე-ღამესავით მაქვს ერთმანეთში არეული.
აქ მხოლოდ ერთი ჰოროზონტის ხაზია
და სულ რაღაც ორი სამყარო.
სამყარო კი, დაუსრულებელი უფრო მგონია, ვიდრე უსასრულო.
ერთნაირი ხედია ნაგვის ურნიდან და საფლავიდან,
სანამ მიწით ამოავსებენ.
მინდოდა,
რაღაც მეთქვა,
მაგრამ სიტყვების გარდა,
ვერაფერს მოვუყარე თავი.
ჩავისუნთქე და დუმილი გავაგრძელე.
ბოდიში, სიჩუმე თუ ჩემით დაირღვა,
ცოტა ხნით მოვედი და წავალ დიდი ხნით.
Tumblr media
2 notes · View notes
sheniekimi · 2 months
Link
0 notes
sosomikeladze · 10 months
Text
06.08.23 14:44 კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ ხალხს ბევრი რამ არეული აქვს. ჯერ დილიდან მიდის ეს გაგანი “მაშველები გმირები არიან”, “რა ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა…”. მერე ჩაერთო ეს პროპაგანდა, რომ თურმე მთავრობა “ყველაფერს აკეთებს…”, “დღეს და ღამეს ასწორებენ…” და ათასი ამგვარი პრო-სახელისუფლებო ამფსონის შემოყრილი მესიჯი. ჰოდა, არც და აღარც სიტყვა “გმირი”, “გმირობა” გვესმის, არც სიტყვა…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
loneeeeeeeeeeeelyy · 2 years
Text
ახლა გაზაფხულის მეცამეტე დღეა
ღამის ორი საათი
გარეთ ძალიან ცივა
შეიძლება მოთოვის კიდეც.
ამბობენ უარესი ამინდები გველის წინო.
საწოლში ვწევარ და სიცივისგან ვცახცახებ
ირგვლივ ბნელა
ბუხარში ახლად შეყრილი შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებს და ოთახში ყველაფრის სურნელი იყრის ერთად თავს
გაზაფზული სასიამოვნოა
უყურებ როგორ იზრდებიან ახალი სიცოცხლეები
თითქოს ბუნებაში არსებული თითოეული მცენარე თავიდან იბადება სიცოცხლის შეგრძნებას გიხანგრძლივებს და მერე ისევ თავიდან იწყება.. სიცარიელედან დიდ აფეთქებამდე.
საოცარია გაზაფხული
კვლავ ბუხრის დანთება რომ გიწევს გასათბობად.
უყურებ ოთახში გაუჩინარებულ ნამწვავის კვამლს და ღრმა ფიქრებში ეშვები
ახლა ამინდზე მეტად არეული ჩემი გონებაა და კიდევ უფრო მეტად ჩემი ფიქრები
ხომ იცი არა რატომაც მოვედი?!
დიდიხანია არ შევხებივარ ჩემი სულის ღრმა ფიქრებს და იმ უკიდეგანო სიბნელესთან არ ვდმგარვარ.
ვფიქრობ რომ უმისამართობას ვყავარ შებყრობილი
ვიცი ხვალ ჩუმად გამიღიმებს ბედნიერება და მერე ყველაფერი კარგად იქნება
ხელი არაფერზე ჩამიქნევია
უვრალოდ მიჭირს
ამ ეტაპზე ყოფნა რთულია
ეს არეული გონებაც მეტად მაბრკოლებს და ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს საეჭვოდ მიხანგრძლივებს
მეშინია მაგრამ ვიცი რომ არ დავმარცხდები.
ვიცირომ ისევ გავიღიმებ და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
ოთახში ჩუმი წიგნებიც დაბრუნდებიან
და ისევ ��ავლენ.
შენ თუ წახვალ?!
მაინც
სად?!...
7 notes · View notes
barrbarre · 2 years
Text
***
ყველაფერი კარგად არის..
იმეორებ..
ზიხარ იატაკზე ხელებით ლურჯ თმაში და იმეორებ..
იმდენად ხშირად რომ გაცვდა..
ყველაფერი კარგად არის
ამბობ და საკუთარი სიტყვები გზარავს..
საიდანღაც შემოპარული ქარი გიწეწავს თმებს..
იყურები გალურჯებულ ხელებზე
სახის კანს წელავ..
აღარ იღებ ხმას..
ან თუ იღებ იმავეს ამბობ
მაგრამ აშკარაა არაფერი არ არის კარგად..
შენ მარტო არ ხარ..
იქამდე სანამ ორი ხელი გაქვს..
მეორე ხელი ჩასახუტებლად და
თმაზე მოსაფერებლად..
გიყვირის ვიღაც..
მაგრამ შენ გქონია სუიციდის მცდელობები..
მათ არ იციან როგორ სუნთქავ..
როგორ ითვლი ყოველ ღამით ნეკნებს..
როგორ დადიხარ არეული ნაბიჯებით..
და ისიც, რომ ალკოჰოლიკობა გინდოდა..
უფრო სწორად..
მკაცრად გქონდა გადაწყვეტილი..
ყველაფერი კარგად არის
ისევ ამბობ და არყის ბოთლი მიგაქვს ტუჩებთან..
მესამე თუ მეოთხე ბოთლია უკვე..
დგები და იმის ტრაკიც არ გაქვს თავი დაიჭირო..
კარს ვერ აგნებ და იკეცები..
ბოლო ბოთლი უნდა დაგემტვრია..
ფიქრებთან ერთად შენს სევდას ყოველ საღამოს უნიტაზში რეცხავ..
უყურებ ხოლმე როგორ ტრიალებენ ფიქრები..
ერთმანეთში ირევიან
ემოციები
ფერები..
ყოველთვის როცა სევდა ერთი
წამით მეტია
თმას იჭრი
და იღიმი..
უყურებ როგორ ეცემა თმის ნარჩენი იატაკს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავ
ცხოვრებამ რომ ამოგახველოს
სისხლს წამოიღებს ფილტვებიდან..
უკვე შევთანხმდით
იარაღიდან ბოლო ტყვია მაინც შენია..
დგები იღებ რევოლვერს და ალალბედზე ისვრი..
ყოველ ტკაცუნზე მოახლოებულ სიკვდილს დასცინი..
შიში ბრაზდება რომ არ აღიარებ..
შენი ტუჩის კუთხე
უნებლიედ ტყდება..
სასმელი უკვე ვენებიდან შეგყავს..
არტერიებს ანაცვლებ და ღრიალებ..
შეიცვალე..
შენი კანის ფერი სიტყვებთან ერთად გაცვდა..
ტუჩებს მაინც შერჩათ წითელი..
შენ ყოველ ღამით ჩემი შეხება გენატრებოდა..
ახლა ჩემს თმაში ახლართავდი თითებს და ჩემს სუნს იგრძნობდი..
წუხელის წვიმდა..
გეძახდი..
გრუხუნებდა..
უშენობამ გამაკანკალა..
ყველაფერი კარგად არის..
ყველაფერი კარგად არის
და ასე ბევრჯერ..
წევხარ..
ღ��იალებ..
გაკოჭილი ხარ..
იხრჩობი
ცივა
და არავინ მოდის საშველად..
ხედავ რევოლვერს..
ისევ შორს..
ამჯერად ზუსტად იცი სად დევს ტყვია..
იღებ იარაღს..
მიგაქვს საფეთქელთან..
ხელები გიკანკალებს
ითვლი სამიდან უკან..
სამი.. ორი.. ერთი..
და..
სამიზნეს ააცილე..
მაესტრომაც დაკვრა შეწყვიტა..
ირონიაა..
ბეთჰოვენის სიჩუმეზე აპირებდი სიკვდილს..
ყველაფერი კარგად იქნება..
ამჯერად ალტერ-ეგო ყვირის..
ორი ტყვია უნდა ჩაგედო..
სხვანაირად უნდა ყოფილიყო..
სუსტი ხარ..
ისევ არაყი..
ისევ ღვინო..
ისევ მუსიკა..
მაგრამ ამ ჯერად
სხვა ტყვიებიც შემოიტანეს..
-ბარბარე
2 notes · View notes
Text
დაბნეული ვარ, არეული, გაურკვევლობით გაბრუებული. საბედნიეროდ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მარტივი რაღაცეებით უნდა დატკბე, საოცრებებს არ უნდა ელოდო, ისინი თავისით მოხდება, ოღონდ ხანდახან. მნიშვნელოვანი საოცრებები შენ თავს შენით უნდა შეუქმნა, ოღონდ ისე, რომ შენი მთელი არსება მას არ შესწირო და აზარტში შესულმა მთელი ცხოვრება უკან არ ჩამოიტოვო. ხანდახან ტალღამ ძლიერ უნდა გადაგიაროს რომ გადარჩენისთვის ცურვა დაიწყო. ხანდახან საერთოდ არაფერი უნდა აკეთო, სამყაროს გამოეყო და რამდენიმე საათი მხოლოდ შენს თავთან იცხოვრო. მგონია რომ ცხოვრების მნიშვნელოვან საიდუმლოებებს მივაგენი, მაგრამ ხანდახან უბრალოდ რიტმიდან ვარდები. გგონია ცხოვრების სწორი გზა იპოვნე, მას დაადექი და სწორად მიდიხარ, მშვიდად და წყნარად და უეცრად ხვდები რომ ამ გზაზე ყველა ჩამოიტოვე, შეიძლება სხვები უფრო წინ არიან ან უკან, მაგრამ მთავარია რომ ამ პეიზაჟების ლაღი ტკბობისას ისეთ რაღაცეებს აკრგავ რაც შენთვის მიზანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთოდ შესაძლოა მიზანსაც გაცდე. ხანდახან ვფხიზლდები და თავს ვეკითხები სად ვარ, რას ვაკეთებ მაგრამ ვერ ვერკვევი და სიარულს ვაგრძელებ, იმედით რომ სადღაც მივალ.
11 notes · View notes
purplepoweer · 3 years
Text
გაზაფხულის ერთი წვიმიანი დღე იყო. დღე რომელიც თითქოს გრძნობდა იმას რაც ჩემში ხდებოდა. ფიქრებში გართული აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი წარსულზე. რაც უფრო ღრმად შევცურავდი მოგონებებში წვიმის წვეთების ხმა მოაჯირზე ხშირდებოდა, როდესაც სასიამოვნო მოგონებებში გადავეშვებოდი სუსტდებოდა, თითქოს ჩემთან ერთად სურდა წვიმას ის წამები ნელ-ნელა გაეხსნებინა და მალევე არ ამოეწურა თავისი შესაძლებლობები. ვცდილობდი მეფიქრა ყველაფერ კარგზე სადამდეც შემეძლო, ვცდილობდი ყველაფერი დეტალურად გამეხსენებინა, პირველი გამარჯობა, პირველი დანახვა, პირველი საუბარი და რაც მთავარია პირველი შეხება. ყველა პირველი ხომ თითქმის ერთ დღეს დაიწყო. დაიწყო და მას შემდეგ თითოეული მოგონება ჩემში ცხოვრობს და არ მტოვებს. არ მიდის, ყველაზე მეტად როდესაც მარტოობას ვგრნობ მაშინ მახსენებს თავს, თავბრუს მახვევს და მტოვებს ისევ იმ ემოციებით სავსეს, რომელთა დამარხვასაც ვცდილობდი. მაგრამ მოგონებები, ეს მოგონებები, რა მალე იცვლება. კარგი, ტკბილი და ბედნიერების ემოციებით სავსე ემოციები მალე გადადის ყველაზე დიდ აურზაურში, ქაოსში. შინაგან ფორიაქს იწვევს ეს ყველაფერი. ყველაფერი ერთმანეთი ირევა, როგორც ამ წვიმასთან ერთად არეული ქარი. სხეულზე, სახეზე წვიმის წვეთები მეშხეფება, ირევა ჩემს ცრემლებში, მაგრამ ამაშიც დადებითს ვხედავ. თვალევს ვხუჭავ და ვფიქრობ რომ თითოეული წვეთი სახეზე შენი შეხებაა. შეხება, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდება. შეხება, რომელიც ყველაზე სასიამოვნო იყო. შეხება, რომელსაც ვეღარასდროს ვიგრძნობ. ვზივარ და ვფიქრობ ათას სცენარს, ვუსვამ საკუთარ თავს ერთადერთ შეკითხვას: შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ამეცილებინა თუ ეს უბრალოდ ჩვენი ბედისწერა იყო? სამწუხაროდ, პასუხი არ არის, როგორც შენ არ ხარ ჩემს გვერდით.
-Purple Poweer. 
17 notes · View notes
thebluestranger-13 · 7 years
Text
სერიიდან: არ ვიცი როდის დავწერე, Draft-ებში ვიპოვე და მომეწონა.
   მწარეა რეალობა და ჩემს წინ ვისკით ჩანაცვლებული ღვინის ბოთლი. ახლა საკუთარ თავს აღარ დავეძებ, მას განიერი ჭიქის ანარეკლში ვხედავ. ცრემლიც აღარ მადგება ამ უსამართლობითა და უაზრობით აბურდულ ისტორიებზე. მხოლოდ ��ული მწყდება ჩემ უსაზღვროდ გაცემულ ემოციების არასწორ და თანაც საშინელ ინტერპრეტაციებზე. აღარც სასაცილოა და აღარც სატირალი, როცა საყვარელი ადამიანები შენზე წამის მეასედებში უარს ამბობენ.    ეს მხოლოდ პიროვნული გარდა-ცვალებაა..!
0 notes
sheniekimi · 2 months
Link
0 notes
blueann · 4 years
Text
როცა მარტო ვრჩები და სარკეში ვიყურები, მინდება რომ საკუთარი კანიდან ამოვძვრე, ან საერთოდ გავქრე, არ ვიცი. ხშირად მაქვს მსგავსი შეგრძნება, ზოგჯერ საერთოდ არაფერი მინდა. შემოვდივარ ოთახში, რომელიც ისეთივე ცარიელია, როგორიც მე ვარ მომენტებში, თავისი მოსაწყენი და არეული გარემოთი და ვხვდები,რომ ესეც არ არის ის, რაც მე მინდოდა. ზოგჯერ ძალიან ვირევი და მერე ძალიან დიდ ხანს ვერ ვლაგდები.
უბრალო უხასიათობაა, გადაივლის, ეგ არაფერი.
22 notes · View notes
tamtagggg · 4 years
Text
მდინარე, სიკვდილივით შავი, ლამპიონები, სიცოცხლესავით ნათელი,
ხან ქვრება, ხან მოჰფენს ნათელს.
სევდა, ღამის მსგავსად ბნელი, შიგნით მყუდროდ რომ არის ჩაკეტილი.
ხალხი, სიკვდილით სავსე თვალებით
სიცოცხლით სავსე ნაკვთებით.
ცრემლები.
მოწმენდილ სახეზე, წარბებივით შეკრული ღრუბლები.
წვიმა, დიდი ხნის ნაგროვები წვეთები.
ტკივილი,მდინარეში მოდებული ხავსი.
ფოთლები სიცოცხლის ხალისივით შემოდგომის ჟამს შორს გაფრენილი დასი.
ღიმილი, მატყუარა, ტკივილით დამანჭული ნაოჭების.
სიტყვები, არაფრის მომცემი სიტყვები.
გრძნობები, უკვე არარსებული.
ფასი, მხოლოდ და მხოლოდ გაძვირებული, სიყალბისაგან გაძვირფასებული.
თვალები, ღამით მზესავით ჩამქვრალი.
გული, აღარაფრისათვის მფეთქავი.
გული, უამრავჯერ ამოგლეჯილი.
გული, მრავალჯერ ფეხქვეშ გათელილი.
სული, სულამომხდარი.
სული, მტირალი.
სული, ამოხდომას მონატრებული.
მზერა, ინტერეს ჩამქვრალი, სიყვარულს მოწყურებული.
სმენა, ყალბი სიტყვებით წართმეული.
ჟრუანტელი, გაყალბებული,
ჟრუანტელი, ზიზღით მოგვრილი,
ჟრუანტელი, სიყვარულს მოწყურებული,
ჟრუანტელი, სრულიად ჩამქვრალი.
ხელები, ძარღვებში ცივი სისხლით ავსებული,
ხელები, სიყვარულით რომ ვერ ეხებიან,
ხელები, სიყვარულით რომ არ გეხებიან.
რწმენა, იმედგამოლეული.
რწმენა, გამომშრალი და გამქრალი.
ცრემლები, მორიგი ტკივილის გზებით
და ისევ ცრემლები, უგზოუკვლოდ დაკარგულნი.
ემოციები, გაუზიარებელი.
ემოციები, ჩამკვდარი.
მონატრება, სიცოცხლით სავსე
მონატრება, სიკვდილით რომ გავსებს.
მონატრება, ჭკუიდან რომ გშლის,
მონატრება, მონსტრად რომ გაქცევს.
რეალობა, სადაც იკარგება მე.
რეალობა, სადაც არსადაა მზე.
სიყვარული, აგდებული
სიყვარული, ვადაგასული,
სიყვარული, გაუფასურებული,
ნამდვილი ყველაფერი და, ისიც დავიწყებული.
გაშლილი თმები, სახეზე ჩამოყრილი,
სევდის დასაფარად, თვალებზე ჩამოშლილი.
ცრემლების გზა, ერთად ამოთხრილი,
ტკივილის მიზეზი, ფართოდ გაღიმებული.
ყელში ამოსული, გულიდან გადმოსული,
სიყალბე და სიუხეშე, მორევში ჩათრეული,
შენი თავი, დაკარგული, პიროვნება, გაცვეთილი, ემოცია, გათელილი,
თვალები კი შეუცვლელი.
წყალს ვუცქერ და მახსენდები, როგორ გედო ჩემში ბინა, წყალს ვუცქერ და მახსენდება, როგორ არის არეული.
ხეებიდან ჩამოყრილი,
მოწყვეტილი ემოცია, ფოთლებივით გაფანტული, ქარიშხალში გახლართული, გონებაში, გაბმული და არსებასთან გადაბმული.
გული,
სული,
სული,
გული,
სილაღისგან გადაღლილი,
სიბოროტით დატანჯული,
სიუხეშით დათრგუნული.
ცრემლით რეცხავს შენი თვალი,
ლოყებს, სისხლით გალუმპულის
გზებს და სევდას თვალით ნაცქერს
გამოუსვლელს, ნამტირალებს
მტკივანს, მხრჩობელს, ყელში წამჭერს, მიუღწეველს, უდაბურს ტყეს.
და აქ წყდება ის ბილიკი,
რომ მიჰყავხარ შენს სახლამდე,
იქნებ სახლშიც უკვე ცივა,
ზამთარია, სულშიც გრილა,
ჩამქვრალია გულში ცეცხლი
და შენ არსად არ გელიან.
4 notes · View notes
milasamsonidze · 4 years
Text
არ ვიცი ეს რა უბედურებაა, ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს მე მგონი.
მას შემდეგ რაც გავიგე რომ ორსულად იყო და არეული ჩემი და დათოს ურთიერთობა დალაგებისკენ წავიდა,მე ყოველ დღე მისი ფეისბუქის სტუმარი ვარ. აი ასე ვდგები და შევდივარ. ინსტიქტურად. ვგრძნობ არ მინდა მაგრამ ვაკეთებ. მერე ვუკვირდები მის ტრანსფირმაციას.
3 წლის წინ თმააპარსული, პირსინგებიანი, აჯაჯული სტილის ტატუებიანი, თვალებჩაცვენილ ჩაშავებული, გოგო ეხლა როგორ იცა კაბიან, ფრიალაკაბებიან, კლასიკურად ჩაცმულ გრძელთმიან გოგოდ.
და სულ ის სმსი მახსენდება მე მბაძავო რომ მომწერა🙄
მიტრიალებს თავში ეს ფრაზა, რაში მივბაძე სახე დავიხვრიტე? თმა ავიპარსე? ტატუებით ავიჭრელე ხელები? არა 2ჯერ თუ სამჯერ პლანის მოწევა იყო ამის თქმის საფუძველი.
მერე ისევ ვუკვირდები და მის სახეზე გაჩენილ მაკიჟის ფერებზე გადადის ყურადღება, ჩემი ტუჩსაცხის ფერი, ჩემი ტონალურის ფერი, ჩემი სტილი თვალზე წასმის, ოდნავშესამჩნევი ტუში და მითუფრო ოდნავი დაფარვა წენის... ხელებზე მანიკურიც გაჩნდა შავი კი არა ბორდოს ფერი, ღია კრემოსფერი და მუქი იასამნისფერი. ესეც ჩემი ფერებია.
და კიდევ მე ვბაძავ ვინმეს?
მე შევიცვალე სტილი?! არა ბატონო. გარდა იმისა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი შეიყვარა(არადა არ მჯერა რომ უყვარს, ეს აკვიატება იყო, აზარტი კაცის ახევის) მერე იმისგან დაორსულდა, ქალური იმიჯი მოირგო და შეეცადა ბოლომდე საცოდავი, ყველასგან მიტოვებულის ნიღბით ჩემი ერთადერთი სიყვარული გადაებირებინა.
ვერ მოახერხა და საოცრება იცით რა არის? ეს ყველასგან ვითომ მიტოვებული, უარყოფილი, ოჯახის წევრებსაც რომ არ უყვართ აღმოჩნდა რომ ასეთი სულაც არაა. მას მთელი ოჯახი გვერდში დაუდგა ორსულობის 42 კვირის მანძილზე. ყველანაირად ეცადნენ ამ დაუნახავისთვის სითბი და სიყვარული ეჩვენებინათ.
მე კი ვფიქრობ ეხლა ჩემს თავზე...
4 წლის მერე მამა აღარ მინახავს, დედას საყვარელი ყავდა რომელიც მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა და იმის ნაცვლად რომ გვერდში დამდგომოდა და თბილისში უგამოცდოდ ჩარიცხული ბავშვისთვის განათლების მიღებაში დამხმარებოდა, თავი ახალქალაქის უნივერსიტეტში ამოვყე, იქ მივიღე და გამივტაცე განათლება ლექტორებს. გორში გავთხივდი და 0იდან დავიწყე ყველაფერი, გათხივებამდე სამსახური მქონდა ჩემს მხარეში. მესხეთში. წამოვედი აქ და ყველა თეთრს რასაც ვხარჯავ სულ თავად ვშოულობ დაუღალავი შრომით და მოპოვებული ავტორიტეტით და მთავარი, მე მართლა არავინ მყავს, ის დედაც კი რომელიც მხოლოდ იმას მეუბნეოდა ამ 3 წლის მანძილზე მოითმინეო... ისიც ვერ თუ არ მიდგას გვერდში. და მე მაინც ფეხზე დავდექი. მე ისევ მაქვს ჩემი სიყვარულის იმედი.
და მე ისევ ვირჩევ ბედნისრებისთვის სიცოცხლეს.
ჩვენ უკვე 12 წელია ერთად ვართ და 11 წლის ბიჭი გვყავს.
ჩვენ სულ გვერქმევა ჩვენ. 💞💜
3 notes · View notes
loneeeeeeeeeeeelyy · 4 years
Text
ბევრი რაღაც მეშლება.
ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონია მაგრამ თითოეულ მათგან არეული აზრებითა და გონებით შევხვედრილვარ 
ასე არ უნდა იყოს
წერას რომ ვიწყებ სიტყვები არუნდა გამირბოდნენ 
მაგრამ რას ვერჩი 
ისინიც ვეღარ უძლებენ “მე”-ს.
6 notes · View notes