Tumgik
milasamsonidze · 2 years
Text
Tumblr media
9 notes · View notes
milasamsonidze · 2 years
Text
მოვარდა უცებ,და იცვლის.
_სად მიდიხარ თუკი?(დათუკის შემოკლებული ფორმაა ჩემთვის🤦🏻‍♀️)
-წუვედი, წუვედი!სუჩუქარა უნდა გუგხადო!🤣(ლაპარაკოს ამ მანერით მე მაჯავრებს)
პაუზა.
ჩაიცვა ფეხზეც.
მე გაბადრული სახით ვიყურები,საჩუქრები ძალიან მიყვარს. ფულს მირჩევნია. შეურაცხყოფაა ჩემთვის ნებისმიერი ადამიანისგან ფულის მოწოდება,საჩუქრად.
ასე მგონია იმდენად ცუდად მიცნობს,მოვალეობას იხდის.და რატომ აქვს მოვალეობა?! დღე_სასწაულები ხომ სწორედ ის სიხარულია,ეძებო,გულით და სულით აარჩიო რაც გაეხარდება. ისე შეარჩიო რომ ფასს არც შენ მიაქციო ყურადღება და არც ადრესატმა. ამიტომ,გულის ფანცქალით ველოდები ხოლმე რას მომიტანს🙆🏻‍♀️🤍
ჩაიცვა ქურთუკიც და
-აბა მერე ფეისბუქზე რას გამოჭიმავ რომ არ წავიდე_ჩაიქირქილა და ალმაცერად გაიხედა 🤍🤦🏻‍♀️მარტო ის მიხვდება ეხლა ამ მზერას ვინც დათოს იცნობს.
და აი ასე იქცა დღევანდელი დღე ბედნიერ 8 მარტად 🤍
მოგონებებისთვის მინაჰა გამოვჭიმე არა მხოლოდ ფოტო,3 მაქსიმუმ 5წამიანი ამბავი ტექსტად✨🎉🥳
ასეა,არ მჯეროდა და თურმე ღალატის პატიება შესაძლებელია.ისეთი ღალატის რომელიც ყველა ასპექტში მტკივნეული იყო,შეიძლება დიდი ქვა მიაგორო და სიყვარულის სახელით ცხოვრება ისევ განაგრძოთ. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. მესამე წელია უკვე და შემიძლია ვთქვა რომ შევძელით,თავიდან დაგვეწყო სიყვარულით ცხოვრება.
Tumblr media
4 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media
330K notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
782 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
ძალიან დიდი დრო გავიდა, მას მერე რაც დეიდა სიზმარ��იც კი არ მინახავს. ხანდახან თავს ვინუგეშებ, რომ მისთვის მოსაწონი ცხოვრებით ვცხოვრობ და ამიტომ არ მოდის ჩემთან.
ბევრი რამე მასწავლა იმ ცოტა დროის განმავლობაში,რაც მისი სიცოცხლით შემეძლო ნებივრობა.
მასწავლა რომ მიზანი უნდა მქონოდა,უნდა მესწავლა რომ მიზნამდე მივსულიყავი.
რითმის სიყვარული მასწავლა და ბევრჯერ, როდესაც ოთახში ვიყავი მასთან ერთად, "მესაფლავეს" ხმამაღლა კითხულობდა,მთელი გრძნობით,სევდიანი ხმით და ძალიან ლამაზად. მას მერე "მესაფლავე" ჩემთვის მხოლოდ მისი ლექსია.
კითხვით ტკბობა მასწავლა და მხოლოდ მის შერჩეულ წიგნებს ვკითხულობდი. დღემდე არავის შემოთავაზებას არ ვიღებ ამ მიმართულებით,თითქოს ამით მის ხსოვნას,ჩვენს შორის ამ მისტიურ და პირად კავშირს ვუფრთხილდები. როდესაც წიგნებთან მივდივარ და ვიწყებ არჩევას სულ მგონია რომ დეიდა გვერდითაა. რომ ვკითხულობ და რამე მომწონს ვხაზავ და თითქოს ამით მას ვუზიარებ.
მეცხრე კლასში გადავდიოდი,რომ წავიდა და მას მერე მუდამ მტკივა ზაფხული მის გარეშე. ადიგენის გარეშე. დეიდას სუნის გარეშე.
დღეს ჩემი დეიდას დაბადების დღეა.🤍
2 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
არ ვიცი ეს რა უბედურებაა, ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს მე მგონი.
მას შემდეგ რაც გავიგე რომ ორსულად იყო და არეული ჩემი და დათოს ურთიერთობა დალაგებისკენ წავიდა,მე ყოველ დღე მისი ფეისბუქის სტუმარი ვარ. აი ასე ვდგები და შევდივარ. ინსტიქტურად. ვგრძნობ არ მინდა მაგრამ ვაკეთებ. მერე ვუკვირდები მის ტრანსფირმაციას.
3 წლის წინ თმააპარსული, პირსინგებიანი, აჯაჯული სტილის ტატუებიანი, თვალებჩაცვენილ ჩაშავებული, გოგო ეხლა როგორ იცა კაბიან, ფრიალაკაბებიან, კლასიკურად ჩაცმულ გრძელთმიან გოგოდ.
და სულ ის სმსი მახსენდება მე მბაძავო რომ მომწერა🙄
მიტრიალებს თავში ეს ფრაზა, რაში მივბაძე სახე დავიხვრიტე? თმა ავიპარსე? ტატუებით ავიჭრელე ხელები? არა 2ჯერ თუ სამჯერ პლანის მოწევა იყო ამის თქმის საფუძველი.
მერე ისევ ვუკვირდები და მის სახეზე გაჩენილ მაკიჟის ფერებზე გადადის ყურადღება, ჩემი ტუჩსაცხის ფერი, ჩემი ტონალურის ფერი, ჩემი სტილი თვალზე წასმის, ოდნავშესამჩნევი ტუში და მითუფრო ოდნავი დაფარვა წენის... ხელებზე მანიკურიც გაჩნდა შავი კი არა ბორდოს ფერი, ღია კრემოსფერი და მუქი იასამნისფერი. ესეც ჩემი ფერებია.
და კიდევ მე ვბაძავ ვინმეს?
მე შევიცვალე სტილი?! არა ბატონო. გარდა იმისა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი შეიყვარა(არადა არ მჯერა რომ უყვარს, ეს აკვიატება იყო, აზარტი კაცის ახევის) მერე იმისგან დაორსულდა, ქალური იმიჯი მოირგო და შეეცადა ბოლომდე საცოდავი, ყველასგან მიტოვებულის ნიღ��ით ჩემი ერთადერთი სიყვარული გადაებირებინა.
ვერ მოახერხა და საოცრება იცით რა არის? ეს ყველასგან ვითომ მიტოვებული, უარყოფილი, ოჯახის წევრებსაც რომ არ უყვართ აღმოჩნდა რომ ასეთი სულაც არაა. მას მთელი ოჯახი გვერდში დაუდგა ორსულობის 42 კვირის მანძილზე. ყველანაირად ეცადნენ ამ დაუნახავისთვის სითბი და სიყვარული ეჩვენებინათ.
მე კი ვფიქრობ ეხლა ჩემს თავზე...
4 წლის მერე მამა აღარ მინახავს, დედას საყვარელი ყავდა რომელიც მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა და იმის ნაცვლად რომ გვერდში დამდგომოდა და თბილისში უგამოცდოდ ჩარიცხული ბავშვისთვის განათლების მიღებაში დამხმარებოდა, თავი ახალქალაქის უნივერსიტეტში ამოვყე, იქ მივიღე და გამივტაცე განათლება ლექტორებს. გორში გავთხივდი და 0იდან დავიწყე ყველაფერი, გათხივებამდე სამსახური მქონდა ჩემს მხარეში. მესხეთში. წამოვედი აქ და ყველა თეთრს რასაც ვხარჯავ სულ თავად ვშოულობ დაუღალავი შრომით და მოპოვებული ავტორიტეტით და მთავარი, მე მართლა არავინ მყავს, ის დედაც კი რომელიც მხოლოდ იმას მეუბნეოდა ამ 3 წლის მანძილზე მოითმინეო... ისიც ვერ თუ არ მიდგას გვერდში. და მე მაინც ფეხზე დავდექი. მე ისევ მაქვს ჩემი სიყვარულის იმედი.
და მე ისევ ვირჩევ ბედნისრებისთვის სიცოცხლეს.
ჩვენ უკვე 12 წელია ერთად ვართ და 11 წლის ბიჭი გვყავს.
ჩვენ სულ გვერქმევა ჩვენ. 💞💜
3 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
ბავშვი ჩიხია, კოწ. (ჩემი და დათოს საერთო მეგობარს ვეუბნევი. ვსაუბრიბდით ჩემს პრობლემაზე. ალბათ ეს ცუდია როცა ამ თემაზე ღიათ ველაპარაკები ახლობლებს. ასე ხომ ჩრდილს ვაყენებ ჩვენს ოჯახს. მაგრამ არა ფასადური არაფერი მიყვარს ამიტიმ ვერ მოვიქცეოდი სხვანაირად. ყველამ იცის ვ8ნც მე მიცნ9ბს რომ ქმარი, საყვარელი ადამიანი, ჩემთვის ერთადერთი სიცოცხლის ძალა მღალატობდა ბოლო 3 წლის მანძილზე.. )
_სიყვარული, კიდევ პროსპექტი, მილა. ყველაფრის მიღმა ამ პროსპექტს ვხედავდით მეც და შენც რ9ცა დათოსთვის იბრძოდი. ალალად, გულწრფელად მხოლოდ სიყვარული გამოძრავებდა.
_მეგონა, ბოლოს უკვე მეგონა რომ აღარ ვუყვარდი და ფარხმალის დაყრას ვაპორებდი.
_კარგი რა, როგორ შეიძლება ნინო ყვარებოდა.
_სიყვარული ბრმაა კოწ.
_სამაგიეროთ მძაფრი ყნოსვა აქვს.
ამაზე მყარი არგუმენტები ჯერ არავისგან მომისმენია ამ წლების განმავლობაში.
2 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
Tumblr media
2 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
Tumblr media
1 note · View note
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media
277K notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
flowers for me from him 💐💛
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
4 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
Tumblr media
by Nicole Rifkin
6K notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
here’s my brainstorming process for writing essays! the example questions i used are pretty straightforward but i use this for more abstract essay questions as well.
3K notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media Tumblr media
22K notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
Carrie Mathison + season eight smiles
53 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
“If [Saul] feels for Carrie, we feel for Carrie. And if Carrie betrays him, we feel that betrayal. He gives her an audience and indulges her cautiously.” –Howard Gordon
191 notes · View notes
milasamsonidze · 3 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
remember.
24K notes · View notes