Tumgik
thebluestranger-13 · 4 months
Note
დიახ, არ შეიძლება აღგზნებული ზღვის დამშვიდება, როდესაც სასტიკი ქარტეხილი ზედ დანავარდობს და ქაფად ქცეულ ზვირთებს ზედი-ზედ აგორებს - ადამიანი მას ვერ დაამშვიდებს, რადგან ის სტიქიონია მძელთა-მძლეველი, კაცი ვერ შეაჩერებს ბუნების გმინვა-ბობოქრობას; 🌊
“გავჩუმდე თითქოს ხელთა მქონდეს მე ჩემი გული, განა თქვენ ძალგიძთ დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული!?”
ჩემს ანოს, სიყვარულით
დაე შეერწყმებოდე წყლის სტიქიონს შორეული ზღვის მსგავსო მრავალსახოვანო გოგონავ🤍
3 notes · View notes
thebluestranger-13 · 5 months
Text
Tumblr media
Maybe it will be different this time?
7 notes · View notes
thebluestranger-13 · 7 months
Text
Tumblr media
Life unfolding quite interestingly here⭐️🤍🌾
1 note · View note
thebluestranger-13 · 7 months
Text
Tumblr media Tumblr media
მაშინ, როცა მზე ჩემს თმებს ოქროსფერ სიმებს ჰკიდებს, როცა ჰაერი ნაკლებს იწონის წინა დღეებთან შედარებით, როცა ყველა სურვილი ჯადოსნური სიმსუბუქით მანიფესტირდება და როცა გონება დროის არარსებობას მთელი პოტენციალით აღიქვამს ხოლმე, ახლანდელობაში ისე ვიჟღინთები, როგორც წმინდა წყალი ნათლობის კაბაში.
აწმყოს ნაკადები თითქოს ისევე გვწმენდს, როგორც ქრისტიანებს მდინარე ნათლობისას. უბრალოდ ამჯერად წყლის მაგივრად დროის დინებები აკეთებს საქმეს. და უცნაურად, თუ პირიქით, სავსებით ბუნებრივად, ხმელეთის ნაკადებს იქითკენ მივყავართ, სადაც მეტი სიცოცხლეა, მეტი შესაძლო მომავალი; სადაც გააზრებულად, თუ გაუცნობიერებლად გველიან და სადაც ჩვენი მისვლა დღესასწაულს ჰგავს.
ლოგიკურია არა? ჩვენი ენერგია და სიცოცხლე იმ შენაკადებთან შეერთებას ელტვოდეს რომლებთანაც გადარჩენის, თავისუფლების მეტი შანსი აქვს. იქნებ, ერთ დღეს ეკოსისტემაც კი შევქმნათ ერთად.
ბევრი წელი, სანამ პუბერტატული უაზრო პროტესტი მქონდა გამოცხადებული დინების მიმართულებით ცურვისადმი, მეგონა ცხოვრება დამოუკიდებლად, თავისით ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირ, არაკომფორტულ და არამეგობრულ ჭიდილში ვიყავი მასთან და სულელურად, სამყაროში ყველაზე თავისუფალი ენერგიის დამორჩილებას ვცდილობდი. ერთ დღეს, არსებობის რომელიღაც უცნაურ წელს, ძალიან მარტივად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე თურმე ჩემგან მოდიოდა და რაც უფრო მეტად ვიქნებოდი ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მით უფრო ადვილად წარვამრთავდი ცხოვრებას ისე, როგორც მე მომესურვებოდა. და რაც მთავარია, მით მეტად სასიამოვნო იქნებოდა მთელი ეს მოგზაურობა.
მოგზაურობა ახლანდელობაში, რომელიც დაცლილია ჩვენივე მოგონილი სტრესისგან და მხოლოდ მსუბუქ, უსაფრთხო და საამო ადგილსამყოფელს გვთავაზობს შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
ჩემს აწმყოში დაუგეგმავად საოცარ არსებებს გადავეყარე დღეს.
რა მაქვს მეტი სათქმელი? ფაქტია, მუდამ მასთან მივდივართ, ვინც გველოდება.
და შენ ვის ელოდები?
8 notes · View notes
thebluestranger-13 · 7 months
Text
Tumblr media
ფოტო 2016შია გადაღებული, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ეს საღამო.
ძრავიან ორბორბალზე ვიჯექი და ქარი თავხედურად მეთამაშებოდა ხასიათზე. იმდენად სწრაფად მივდიოდით, ვგრძნობდი მოგონებები აფრიალებული თმის ბოლოებზე როგორ მეჭიდებოდნენ. მათი ნაწილი გზას დავუტოვე სამახსოვროდ.
თავისუფლებას გასწრობანას ვეთამაშებოდით და მაშინ ჩვენ მოვიგეთ.
4 notes · View notes
thebluestranger-13 · 7 months
Photo
2018. სიყვარული, როგორც ცხოვრებისეული მოვლენა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სხვადასხვა პერიოდში სიყვარული განსხვავებული რესურსებით შეგვეძლო და დროთა განმავლობაში თვისებრივად იცვლის სახეს და ფორმას. მაშინ პირველად ვიგრძენი როგორი იყო ნამდვილი და წრფელი, სამყაროსებური სიყვარული და მას მერე აღარ დეგრადირებულა.
გამიმართლა, რომ ამ განცდის ჩემში აღმოცენების, დატევის და მოვლის უნარი აღმომაჩნდა. სიცოცხლის შემდეგ, ეს უნარი სამყაროსგან მეორე ყველაზე დიდი საჩუქარია. მადლიერების გრძნობა ნეირონთა კვეთებს მიბრჭყვიალებს. ✨
Tumblr media
ძალიან ბევრი ვიფიქრე იმ დღეს შენზე, ჩემზე, ერთად აღებულზეც და ცალ-ცალკეც. ვფიქრობდი ამეხსნა გონების უცნაური მდგომარეობა და პასუხი რომელიმე ნეირონთა კვეთაზე მეპოვნა. მე შენ გაგიშვი. ღრმად ჩავისუნთქე, კარი გაგიღე და მიგითითე გზაზე, რომლის არჩევაც შეგეძლო. ეს არსდროს მიქნია, არავისთან. მუდმივი შიში შენი დაკარგვის უცებ სადღაც გაქრა, ადგა და შენს მაგივრად ის წავიდა. ვიცი, რომ ფიზიკურადაც რომ შევწყვიტოთ ერთობა, ვეღარასდროს ამომშლი შენი სულიდან. მე უბრალოდ ჩემი კუთხე მაქვს, რომელსაც ვერავინ წამართმევს ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა წავიდეს. ამან შვება მომგვარა და ამოვისუნთქე. მე შენ სქესი დაგიკარგე. ჩემი სიყვარული შენდამი აღარ განისაზღვრება შენი მასკულინური გამოვლინებით, ძლიერი სქესით, დიდი კუნთებით და მკაცრი ხმით. მე შენ შეგიყვარე როგორც ადამიანი, არა როგორც კაცი. “ჩემი კაციდან” შენ “ჩემ ადამიანად” გადაიქეცი. ამიერიდან ვიცი, რომ კაციც რომ მოგეწონოს მე შენ ისევ ასე მეყვარები. ისევ შენ გვერდით ვიქნები, როცა მოიწყენ და თუ საჭირო იქნება ქალურ საიდუმლოებებსაც გაგიზიარებ. მე შენი წესების დაფა ჩამოვხსენი. მე შენი არსებობა შემიყვარდა, რაც მაინც და მაინც ჩემს გვერდით ყოფნის აუცილებლობას აღარ გულისხმობს. აქამდე შენი საზღვრები ჩემით იზომებოდა, მხოლოდ ჩემში შეგეძლო მოგზაურობა, მხოლოდ ჩემი დათვალიერება, მხოლოდ ჩემში ხეტიალი. დღეიდან შენ შეგიძლია წახვიდე. წახვიდე იქ, სადაც მეტი ოთახია საბოდიალოდ. სადაც უფრო ფართოა ჰორიზონტი. სადაც მეტი თავისუფლებაა. მე შენ აღარ გიჭერ, აღარც გებღაუჭები, აღარ გექაჩები უკან. მე შენ გარეშე ცხოვრება შემიძლია, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ არ მინდა. მე შენ ჭეშმარიტად შეგიყვარე და ამას ვეღარაფერს უშველი. ახლა შეგიძლია შენს ვარსკვლავზე დაბრუნდე. თუ სხვა ვარდი გყავს ან გეყოლება, ახლა მის დასაცავად მოძებნო პირსაკრავი ბატკნისთვის. მე დაგიხატავ.
19 notes · View notes
thebluestranger-13 · 8 months
Text
რა ხდება შემდეგ?
ვინ უვლის ეკლესიის კუთხეში დანთებულ იმედებს, ბავშვური გულწრფელობით მინდობილ სიცოცხლეებს ან ჩურჩულით განდობილ თხოვნებს? რა ხდება მათ თავს, ვინც ეკლესიამდე ვერ მოვიდა? ვინც მამა გაბრიელის ქამარი ვერ გაიკეთა? ვინც დასასვენებლად წასული მიწის გუგუნმა ჩანთქა და რომელთა ლოცვებმაც ტალახის სქელი ფენიდან ვეღარ ამოაღწია?
რა ხდება მერე, როცა სანთელი ბოლომდე ქვრება?
•••
ჩემი წიგნაკი უკვე კითხვების უაზროდ დიდ კოლექციად იქცა.
ნეტავ, თავად თუ აქვს შემქმნელს პასუხები? თუ ისიც ჩვენსავით ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოო ამბობს და განაგრძობს ძილს?
0 notes
thebluestranger-13 · 8 months
Text
Is there anything more real and true than this?
We are the same.
Tumblr media
782 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
მენჯის ქვაბულში ვიგროვე შენი სიყვარული, ყველა შეხება, ყველა შესაძლო იდეა შენს და ჩვენს შესახებ. ალბათ ამიტომაც განიცდება შენი ხელები და ტუჩები ჩემ სხეულზე განსხვავებულად მომაჯადოვებლად.
Tumblr media
18K notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
ადამიანი მუდმივი, გაუთავებელი დიალოგია. დიალოგი ნეირონებს შორის, გულსა და გონებას შორის, განწყობებს შორის. დიალოგია საკუთარ ენერგიასა და ბუნებას შორის, საკუთარ არსებასა და სხვა, მის მსგავს სამყაროს მტვრისგან შექმნილ არსებებს შორის.
მე უკვე მეცხრე გრძელი წელია შენთან, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ისეთ უწყვეტ საუბარში ვარ ჩაღვრილი, ეს სამი ხანდახან ერთი და იგივედ მეჩვენება ხოლმე.
☀︎
1 note · View note
thebluestranger-13 · 9 months
Text
მომწონს სასიყვარულო აქტის შემდეგ არეული ლოგინები, მაგიდაზე დარჩენილი ჭიქის ყავისფერი წრეები, წლების განმავლობაში კედელზე ფანქრით შენახული ოჯახის წევრების ცვალებადი სიმაღლეები, ავეჯის გადაადგილებისგან დახაზული პარკეტი, ძლიერი ჩახუტებისგან დაკუჭული მაიკები, ბალიშის მიერ დატოვებული გემრიელი, გრძელი ძილის სესიის ნაკვალევი სახეზე და ჩვენი ყველა ერთად განცდილი მოგონების მიერ შექმნილი ნაოჭი ჩემს ტვინში.
ეს არის სიცოცხლის ნამდვილი ნიშნები და მიყვარს მათი აღმოჩენა.
4 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
იქნებ სამყაროსაც სჭირდება ხანდახან ჩვენგან სიყვარული?
თინეიჯერობაში ვფიქრობდი, უბრალოდ მეტი სენსიტიურობის, ემოციურობის, ჰორმონების და უბრალოდ ჩემი წლოვანების ბრალი იყო, როცა სხვის ბოროტებაზე, უგუნურებაზე და გაუაზრებლად დახარჯულ სიტყვებზე ჩემს გულს რაღაც უცნაურობები ემართებოდა. თითქოს პატარა, წვრილი და მწარე ისარი პირველი მანდ მხვდებოდა, მერე სისხლით ყველა ორგანოს შემოივლიდა და ბოლოს მთელ სხეულს ერთიანად ტკიოდა.
ახლა უკვე მგონია, რომ ასაკი აღარაფერ შუაშია და ჩემი თვისობრივად სხვანაირად მოწყობილი ტვინი განსხვავებულად მართავს ჩემს არსებასაც. ახლა შევეგუე, რომ ყოველი ცარიელი, უსიყვარულო ადამიანის ��ურჭელთან შეხვედრისას, ცოტახნით მაინც მეც ვქვრები.
ბრაზი ზედმეტად პრიმიტიული ემოციაა იმისთვის, რომ ნამდვილ ბოროტებაზე რეაქციად ეგ ფორმირდეს ჩემში. წყენას და იმედგაცრუებას ვგრძნობ, როცა ადამიანს შეუძლია ისედაც ენით აღუწერელ ტრაგედიაში მყოფი მეორე თავისივენაირი ადამიანი სასიკვდილოდ გაწიროს მის უბედურებაზე ღიმილით, უარესის სურვილით და მისი დანაკარგის ზეიმით. ისე მწყინს, გეგონება მე მღალატობდნენ. თითქოს, ჩემი ახლობლები იყვნენ და მრცხვენოდეს იმის, რამდენად შორს არიან სიკეთისგან, სიყვარულისგან, სამყაროს საერთო გონისგან და მინდება ძალიან მაგრად, მჭიდროდ, ტკივილამდე ჩავეხუტო. იქამდე, სანამ მისი გული ხელახლა ძგერას არ ადიწყებს და არ გაიაზრებს რა თქვა, რა ქნა და რა ხდება.
მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმანო - ვერ გაბრაზდები ადამიანზე, რომელიც ვერ ხედავს, რომელიც ვერ იაზრებს, რომელსაც არ ესმის და თუკი სიტყვებს აზრი აღარ აქვს, იქნებ უკანასკნელმა პეშვმა სიყვარულმა უშველოს ამ მდგომარეობას?
რამდენად საბრალოა არსება, რომელსაც პატარა ბავშვების, უმწეო ცხოველების, საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამწარებული ადამიანების ნახვა უხარია?.. და რამდენად სევდიანია რეალობა, რომელშიც ასეთი დამახინჯებული არსებები სხვებსაც ამახინჯებენ, შედეგად კი ე.წ საზოგადოებას ქმნიან. მეცოდება მსროლელიც და დაჭრილიც, მაყურებელიც და ყველა ცოცხალი, რომელიც ამ საერთო სიგიჟეში მოვყევით, ან სულაც თავად ავაგეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გრძნობაა ეს, თუმცა ნამდვილია და ერთადერთი რაც მადარდებს ისაა, რომ არ ვიცი, რანაირად შეიძლება სიყვარული ელექტრო შოკად გამოიყენებოდეს და თუ ეს ამოვხსენი, მერე რამდენი ხანი, რამდენი ადამიანისთვის მეყოფა მე ის..
7 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
რა მომენტში გვტოვებს ღმერთი? ერთი, ან მეორე, რამდენნიც არიან. როცა თვლის, რომ საკმარისი წვრთნა გავიარეთ და აქედან დამოუკიდებლად შევძლებთ სვლას? თუ როცა იმდენი ხანი გვმფარველობდა, ჩვენით სუნთქვა დაგვავიწყდა და ახლა დროა, ფილტვები გაგვეხსნას? იქნებ მაშინ, როცა დროზე ადრე გვგონია, რომ უკვე მას დავემსგავსეთ და ვდიდგულდებით? იქნებ სულაც მაშინ, როცა იღლება და იმედგაცრუებული ზურგს გვაქცევს? ნეტავ, ღმერთი ოდესმე ნებდება? მშობლები ნებდებიან?
იქნებ ღმერთსაც აქვს საცდელი ვადა და თუ მარცხი განიცადა, უნდა დატოვოს თანამდებობა? ერთი უეჭველია, მის გარეშე დედამიწა ჯოჯოხეთად იქცევა, საერთო და პატარ-პატარა ინდივიდუალურ ჯოჯოხეთებად. და მგონი, ახლა ჩვენთან ღმერთის ადგილი ვაკანტურია.
2 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
Tumblr media
ახლად აღმოჩენილი, აქამდე შენი თვალსაწიერისთვის მიუწვდომელი შრეები თავიდან უცხოობის შეგრძნებას იწვევს. მათგან მხოლოდ ერთს, ორს ან მაქსიმუმ სამს იცნობდე და გულმოდგინედ უვლიდე შენი თავის ამ სამივე ფენას. ადამიანები სასაცილოები ვართ მანამ, სანამ ჩვენი ბუნება მხოლოდ ორსახოვანი გვგონია. რომელიღაც გარდამტეხ მომენტში კი თვალიდან ბურუსი ქრება, ხედვა უფრო მკაფიო ხდება, პერიფერიებსაც კი უფრო ფართედ არჩევ და ასფურცელასავით აღმოაჩენ საკუთარი მეს უამრავ ვერსიას.
ათობით, ასობით, ან სულაც ათასობით განსხვავებული შენი "პერსუ" შენი ჩართულობით, თუ შენგან დამოუკიდებლად ამ რეალობის თეატრში თავისუფლად შეთამაშებულან ერთმანეთში. ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია იპოვო, რომელი მათგანი თამაშობს შენს როლს, არა? რომელი ხარ შენ? თუმცა მათი პარტიების რიტმული და ქაოტური მონაცვლეობის გამო რთულია რომელიმეს ცალკეულად გამიჯვნა. ალბათ ეს იმის გამოცაა, რომ ზოგჯერ ფოკუსი უფრო ბუნდოვანი ხდება; ზოგჯერ რაღაცებს პირდაპირ არ უნდა უყურო. ზუსტად ისე, როგორც სიბნელეში. გიცდია ოდესმე ღამით ოთახში ნივთი ან ავეჯი გაგერჩია? როგორც კი მას უყურებ, მისი კონტურები წყვდიადს ერწყმის, როგორც კი ოდნავ მოაშორებ მზერას, ის მაშინვე ჩნდება. მთავარია მზერა პირდაპირ მას არ შეახო. მთავარია ფოკუსი ოდნავ მოადუნო. მთავარია თავად მოდუნდე. და რამდენად წინააღმდეგობრივია ჩვენი ნატურა, რომ თითქმის არასდროს შეუძლია ადამიანს მოდუნდეს, რადგან მუდამ სჭირდება ყველაფრის სახელდება, იარლიყის მინიჭება და გონების კონკრეტულ მატერიებთან, პერსონებთან, ემოციებთან იდენტიფიცირება კონტორლის (სინამდვილეში, ფსევდოკონტროლის) განცდის მოსაპოვებლად. მესმის, რომ შეუცნობელი ნაკლებად პროგნოზირებადია, შესაბამისად ნაკლებად კონტროლირებადიც და მაშასადამე, საშიშიც, მითუმეტეს კიდე საკუთარი თავი. მაგრამ ის საშიშია მანამ, სანამ არ გესმის, რომ სცენაზე გამოლაგებული უამრავი ნიღაბიც და სიცილის ოთახში ყველა სარკეში არეკლილი არსებაც შენ ხარ. საშიშია მანამ, სანამ არ ენდობი სამყაროს, სანამ არ ენდობი შენს თავს, რომ როგორიც არ უნდა იყო, ბავშვურად ლაღი, ახალგაზრდულად თავქარიანი, მოხუცივით ბუზღუნა, თუ მხეცივით სასტიკიც, გაუგებ, მიიღებ და შეიყვარებ. საშიშია მანამ, სანამ გგონია, რომ პრიმიტიულად მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ხარ და სხვა დანარჩენი ფარსია. საინტერესოა, როდის, რა მომენტში აღმოაჩენ, რომ ყველა მათგანი ერთნაირად ავთენტურია? რამდენი ხანი დაგჭირდება ამის გასააზრებლად და შენი უბიწოების, მოკრძალების, ერუდიციის, რომანტიზმის, სინაზისა და ცხოველური ბუნების ერთ გეშტალტად აღსაქმელად? (ჩემთან ეს რატომღაც სიცოცხლის ოცდამეხუთე წელს მოხდა). თუკი ამისთვის სარკეა საჭირო, მინდა ვთქვა, დიდი ხნის წინ, გერდას და კაის დროს გატყდა ის მთავარი სარკე და ნამსხვრევებს ერთმანეთის თვალებში ან გულში თუ ვიპოვით. მე მე, მე მგელს და სხვა დანარჩენ მეებსაც გვგონია, რომ შენს თვალებში არეკლილი ჩემი გამოსახულება ყველაზე ნამდვილია და თუ მე შენ გაგათბობ, შენ ამ საკრის ნამსხვრევს სიყვარულის ცრემლებს ამოაყოლებ. როცა ყველა ნატეხს შევაგროვებ და გავაერთიანებ, ეს სარკე გახდება პორტალი სამყაროს გონამდე "ზეშთაგონებულისა და უზენაესთან სიახლოვის იდუმალი იმედით მაცოცხლებელი" მესთვის!
5 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
რა უნდა დააშავო, რა გაკვეთილი უნდა გქონდეს სასწავლი, რამდენად არასწორი მიმართულებით ან არასწორი დანიშნულების წერტილისკენ უნდა მიდიოდე, რისგან უნდა იყო განსაწმენდი, რომ წაგერთვას იმის კეთების შესაძლებლობა, რაც სასიცოცხლოდ, თითქმის ჰაერივით გჭირდება?
კითხვებზე პასუხი ჯერ ისევ არ მაქვს და მათი გამოცნობის მაგივრად, ყოველ ღამით ჩემი გონება სიზმრად თხზავს ყველა წინანდელ და ყველა შემდეგ ცეკვას, რაც მელის. ჩემი ტვინის თეტა და ბეტა ტალღები ერთმანეთს ერწყმის და დაუვიწყარ ტანდემს ქმნიან ნეირონულ სამყაროში. რამდენიმე წუთი და ძილის ფარდის მიღმა ყველაზე სასიამოვნო, ექსტაზურ და თავბრუდამხვევ მუსიკაზე როკვა იმაზე ცხადად განიცდება, ვიდრე დაშვებული უნდა იყოს.
ერთი სული მაქვს, როდის ამოვიღებ გონების უჯრებიდან და რეალობად გამოვძერწავ ჩემს ყველა აცეკვებულ წარმოდგენას.
Tumblr media
ცხოვრება დინებები, შენაკადები, შტორმები და ქარიშხლებია. სხივები, ნიავები, ბგერები და ბგერათა ტალღები. ცხოვრება ვიბრაცია და მოძრაობაა. ჭრელი და უხილავი. . ყველაფერთან ერთად ვვიბრირებ მეც და პერიოდულად შიგნიდან მთელს სხეულს კანის დაჭიმვამდე აწვება მოძრაობის სასწრაფო საჭიროება. ემოციების უსიტყვოდ, უთქმელად, მხოლოდ ბგერათა ვიბრაციებზე შემოსკუპებით გამოხატვის მწველი სურვილი. ცეკვის სურვილი.
ამ დროს მე და სამყაროს რომანი გვაქვს გაბმული. უნამუსოდ ეგოისტურად და უსირცხვილოდ ყველას წინაშე. ჩემი სხეულის მთელ მასშტაბს ითვისებს და ყველა ფორადან ჩემში აღწევს. ჩემი განცდები კი რიტმულად იღვრება თითებიდან, კიდურებიდან, თვალებიდან, თავიდან. საჰასრარადან რვავე ჩაკრის გავლით.
ეს ჩემი ინტიმური კავშირია. ტანტრა. მედიტაცია. ლოცვა. . თავბრუსდამხვევი ბედნიერება, ექსტაზური მდგომარეობა და სიამოვნებისგან დახუჭული თვალები. ტოტალური თავისუფლება! ზემე მხოლოდ აქ და ამ წამს. განმარტოვებით საკუთარ ბაბლში და ამავდროულად სხვა მსგავსად მოცურავე ფერად ბაბლებთან კავშირში. უცნაური ერთიანობის უცხო განცდა. ორგანოებიც კი იღიმიან ჩემში. . ნუ მკითხავ, რა მივიღე. მხოლოდ სამყაროს მტვერი. იცეკვებ ჩემთან ერთად? (0:54) https://soundcloud.com/eka-11/deep-sweet-kiss?ref=clipboard&p=i&c=0&utm_source=clipboard&utm_medium=text&utm_campaign=social_sharing
Vibrate higher.
15 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
Tumblr media
რატომღაც ეს სიზმარი წყლის მაგივრად შენ ჩაგაბარე. არავისთვის მეწადა გატანება, სადმე უსაფრთხოდ დაკეცვა და შენახვა ვარჩიე (რაც ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი, რატომ).
��ცნაურია, ჩემი ნეირონების რომელ გზაჯვარედინზე აეწყო სცენარი, რომელიც არსებული რეალობის ყველა განზომილებას სცდება და ყველა შესაძლო კონფიგურაციას რევს. სიზმარშიც კი საკუთარი თავისგან მოულოდნელი გადაწყვეტილებებით გაოგნებული იდუმალი სიმშვიდით გიყურებდი შენც და შენს მსგავს პატარა ადამიანსაც.
არასდროს ვყოფილვარ არეულობის, პასუხისმგებლობისა და ბუნდოვანი მომავალისადმი ამდენად ნდობით განმსჭვალული. სავარაუდოდ, ეგ ნდობა შენ უფრო გეკუთვნოდა. ჩემს სიზმარშიც, სადღაც, შორი-ახლოს იყავი და ეს საკმარისი იყო ჩემი წონასწორობისთვის.
5 notes · View notes
thebluestranger-13 · 9 months
Text
ზოგი ადამიანი უბრალოდ გგრძნობს და არ სჭირდება გხედავდეს, გეხებოდეს, გისმენდეს იმისთვის, რომ ხვდებოდეს, როგორ ხარ. საუკუნის მეოთხედში დაგროვილ გამოცდილებას რომ ვავლებ თვალს, ვხვდები, რომ თუკი ის შენი ადამიანია, თავიდანვე ან გარკვეული დროის შემდეგ ვისცერალურ დონეზე იწყებ მის განცდას, მისი არსების შეგრძნებას და "ხედვას".
მე კი რაღაცნაირად გამიმართლა ამ ცხოვრებაში და ჩემს გარშემო რამდენიმე მსგავს ადამიანს ვპოულობ, რომლებიც წრფელად ჩემს ბედნიერებას ურწყავენ ნიადაგს.
დაკვირვებიხარ, რომ ურთიერთობები, სადაც სახლივით მშვიდად, მყუდროდ, უსაფრთხოდ და შიშვლად, თუმცა კომფორტულად გრძნობ თავს, ვარსკვლავურ მტვერს ჰგავს, რომელიც ყოველი საუბრისას, შეხებისას თუ შეხედვისას კანზე გეკვრის და დღის ბოლომდე გაბრჭყვიალებს?
და იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ ზოგი კავშირი შენს მზეს აძლიერებს და ძველ ბზარებს შორის ნაპრალებს სიკეთისფერი თბილი სხივებით მსუყედ ავსებს?
დოჩანაშვილი მართალი იყო, როცა თქვა ადამიანი ადამიანისთვის მზეაო.
4 notes · View notes