Tumgik
#კრიტიკული აზროვნება
sxva-planeta · 4 years
Text
სოფის სამყარო
Tumblr media
დიდი ხანია ეს წიგნი ჩემს სიაზე იყო და როგორც იქნა მოვიცალე წასაკითხად.
ნაწარმოები იხსნება გოეთეს ფრაზით: “He who cannot draw on three thousand years is living from hand to mouth.” ანუ, ის, ვინც 3000 წლის ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს, ცხოვრობს მარტო ჭამისათვის. ფრაზა მოკლეა, თუმცა აზრი - დიდი. ასეთ ადამიანს აკლია ხედვა, სამყაროს შესაძლებლობების და სამყაროში თავისი ადგილის მოძიების უნარი.
წიგნი ფაქტიურად შესავალია ფილოსოფიაში, როგორც ანი და ბანი, მოკლე, გამარტივებული სახელმძღვანელო. რადგანაც ნაწარმოები დაწერილია სკოლის მოსწავლეებისათვის, ისეა შედგენილი, თითქოს სოფის ცხოვრებას ვეცნობით, რომელსაც ვიღაც ზრდასრული კაცი, ალბერტო, ფილოსოფიას ასწავლის. 
ფილოსოფიის ნაწილი შეეხება დიდ მოაზროვნეებს, დაწყებული არისტოტელედან დარვინი, ფროიდი, მარქსი და ნიცშეთი დამთავრებული. ერთი შეხედვით მარტივი კითხვებით ვეცნობით სამყაროს: ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რაა ცხოვრების აზრი? რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება, როგორ ქმნიდა ადამიანი სხვადასხვა მითებს, რომელსაც არ შეეძლო მოეძიებია ახსნა, მაშინ როცა ახლა შეგვიძლია ვიცოდეთ, რატომ წვიმს, რატომ ელავს და ქუხს.
უნდა წაიკითხოთ თუ არა წიგნი? აუცილებლად. 
ფილოსოფიის ნაწილი მართლა კარგია. კითხვისას ხშირად მეჩვენებოდა, რომ ამ ფილოსოფოსებს საქართველოში ტყავს გააძრობდნენ, ახლაც კი. ბევრი იდეა, რომელზეც თანამედროვე სამყაროს თამამად შეუძლია ისაუბროს, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ‘კორონავირუსისაგან ეკლესია გვიცავს’, ვერ იარსებებდა.
პირველი, კარგი ისაა, რომ ავტორი მარტივად გადმოსცემს ფილოსოფიის რთულ საკითხებს და ფილოსოფიასთან ერთად, მის ისტორიასაც ვიგებთ. ასე რომ, უკვე მთლიანი წარმოდგენა გვექმნება ყველაფერზე. წიგნი დასაწყისია მომავალში სერიოზულ წიგნებზე გადასვლისათვის. 
ავტორი ხშირად იმეორებს აზრს, რომ კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა და საკითხების შესწავლა მნინშვნელოვანია. ამ მიმართულებით საქართველოში კარგი იქნება რაიმე კამპანია განხორციელდეს, ბრმად მორჩილებას რომ გადავეჩვიოთ და ჩვენი ცხოვრების სადავეები ავიღოთ ხელში.
მეორე, როცა ვინმე გეტყვით, რომ მისი უსაყვარლესი წიგნი ‘სოფის სამყაროა’, უკვე გეცოდინებათ, რა ინტერესების ადამიანს ესაუბრებით. ამასაც აქვს დადებითი მხარეები.
ნაწარმოებში ბევრი საინტერესო ფრაზა და აზრია. ფაქტიურად, თითოეულ მათგანზე უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა და ჩაღრმავება:
Knowing what you don’t know is also a kind of knowledge.
Philosopher - one who loves wisdom
Why would anybody choose to be unhappy?
Man can only achieve happiness by using all his abilities and capabilities
True happiness is not found in external advantages such as material luxury, political power, or good health. True happiness lies in not being dependent on such random and fleeting things.
Only when we are free to develop our inner abilities can we live as free beings.
Everything happens from necessity.
Let’s imagine God, something infinitely wise, and something infinitely good.
One of the main concerns of philosophy is to warn people against jumping to conclusions.
Philosophy should be a regular school subject.
Only when you do something purely out of duty can it be called a moral action.
Man bears the whole universe within himself and comes closest to the mystery of the world by stepping inside himself.
You can therefore never claim that any particular thought is correct for ever and ever. But the thought can be correct from where you stand.
Because something new is always being added, reason is progressive. In other words, human knowledge is constantly expanding and progressing.
It is thus not the individual who form the language, it is the language which forms the individual.
One cannot ‘resign from society’.
Rather than searching for the Truth with a capital T, it is more important to find the kind of truths that are meaningful to the individual’s life.
Our actions are not always guided by reason. Irrational impulses often determine what we think, what we dream, and what we do.
A person who says he doesn’t understand art doesn’t know himself very well.
Imagination gets strangled by reasonable deliberation.
Creativity - a delicate interplay between imagination and reason.
Man must therefore create himself. He must create his own nature or ‘essence,’ because it is not fixed in advance.
Man is condemned to be free, because having once been hurled into the world, he is responsible for everything he does.
Those who thus slip into the anonymous masses will never be other than members of the impersonal flock, having fled from themselves into self-deception.
To exist is to create your own life.
We are not aware of the underlying connection.
სხვათაშორის, წიგნში შავი ზღვაცაა ნახსენები. მოკლედ, ყველა ნაწარმოებში ვახერხებთ მოხვედრას, იქნება ეს პიარის სახელმძღვანელო, თუ ფილოსოფიის. 
ახლა, რა არ მომეწონა. 
მე ნაწარმოებიდან ამოვშლიდი სოფის ამბის ნაწილს და დავტოვებდი ფილოსოფიის მოკლე გამარტივებულ სახელმძღვანელოს, ან ამ ნაწილს საკმაოდ შევამცირებდი. არც სოფის ყუთში აღმოჩენილი ‘საიდუმლო წერილები’ და არც ის მაინტერესებს, რა უნდა ვიფიქროთ ‘დიად ავტორზე’. 
დამაინტერესა, 15 წლის რომ ვყოფილიყავი, მაშინ თუ მომეწონებოდა წიგნის ეს ნაწილი? სავარაუდოდ მაშინაც არა, უკვე დოსტოევსკის ვკითხულობდი და ფილოსოფიის ნამდვილი სახელმძღვანელო წაკითხული მქონდა 7-8 კლასში, უბრალოდ საქართველოში ჩემი ინტელექტუალური მეგობარი ვერ აღმოვაჩინე, ვისთანაც ერთად ვიმსჯელებდი და განვვითარდებოდი.
არც სოფის და ალბერტოს არაბუნებრივი და უცნაური ურთიერთობა მომწონს დამაფიქრებელი მინიშნებებით. ჩემი 12-15 წლის შვილს მაინც წავაკითხებდი, ერთობლივი განხილვებით.
როცა მწერალივით კითხულობ წიგნებს, სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ადვილად აღმოვაჩინე ის წესები და წესების დარღვევა, რა���აც კურსზე გავდივარ. მაგალითისათვის, შევნიშნე, რომ წიგნში არის ინფორმაციული დაბომბვა, რასაც information dampfing-ს ეძახიან ინგლისურად და რაც არ უნდა გააკეთოს ავტორმა. ეს მართლა დაბომბვას გავს, თითოქოს სულს ვერ ითქვამ, ისა სწრაფად მოყვება ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა მეორეს.
მეორე, რაც არ მომეწონა, დასასრულია გაწელილი. წიგნი სამარეში არ უნდა გაყვეს თავის გმირს, არამედ დაასრულოს, სადაც ამბავი დასრულდა და დანარჩენი ჩვენს წარმოსახვას დაუტოვოს სააზროვნოდ. ამიტომ, თანამედროვე ეპოქის თავის მერე, რამეს ერთ-ორ პარაგრაფში მოვასრულებდი. ვიღაცას გაეღვიძა და ფიქრობს სიზმარი იყო თუ ცხადი, ან რამე სიმბოლური, რომ ჩვენვე დაგვაინტრიგოს, ნეტა როგორ დამთავრდა ყველაფერი. სწორედ ეს გვირჩია ჩვენმა წერის მასწავლებელმა და მეც გამოვცადე, რა დამტანჯველია კითხვა, როცა იცი, რომ ‘მორჩა კინო!’.
ჯერ კიდევ თუ არ ხართ დარწმუნებული ფილოსოფია ჭირდება თუ არა თქვენს ცხოვრებას ახლა, ამდენ სხვა პრობლემებში გახვეულს, გეტყვით, რომ ადამიანს, რომელსაც ფილოსოფია და ფილოსოფიის ანიბანი არ იცის, ჯერ არსებობა არ დაუწყია. 
ისიამოვნეთ და კითხვის პროცესში თუ მსჯელობა მოგინდათ, სიამოვნებით მოგისმენთ, აქ შეგვეხმიანეთ. 
1 note · View note
etobikoshvilispage · 4 years
Photo
Tumblr media
10 უნარი, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად 1. პრობლემის გადაჭრის კომპლექსური გზები 2. კრიტიკული აზროვნება 3. კრეატიულობა 4. ადამიანური რესურსის მენეჯმენტი 5. სხვებთან კოორდინირებული მოქმედება 6. ემოციური ინტელექტი 7. განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი 8. მომსახურებაზე ორიენტაცია 9. მოლაპარაკების უნარი 10. მოქნილობა https://www.instagram.com/p/B-7w2qMJuz6Xi5nYZcpJRSFShFa7BoIhe3O3GE0/?igshid=1uuhj7i2jhcnw
0 notes