Tumgik
sxva-planeta · 4 years
Text
გამბედაობა იყო ბედნიერი
Tumblr media
ცხოვრებას ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ, განხვავებულ წესებს ემორჩიელბიან და თავის ცხოვრებას ყველა სხვადასხვანაირად ცხოვრობს. ეს წიგნი ეფუძნება ადლერის ფილოსოფიას. ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი დღესვე, ამბობს ავტორი, თუმცა ადამიანები თავად ირჩევენ იყვნენ წარუმატებლები. რამდენიმე მოსაზრება წიგნიდან:
ხალხი, ვინც ამბობს, რომ ვიღაცამ შეუშალა ხელი რამის მიღწევაში, ან რამემ, უბრალოდ ეძებს თავისი მოუხერხებლობა არა თავის უნარების ნაკლებობას, არამედ რამე სხვას დააბრალოს.
მშობლები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან “შენთვის გეუბნები შვილო”-ს, სინამდვილეში შვილების მანიპულაციას ახორციელებენ თავისი ინტერესების შესაბამისად.
წიგნის ყოველი თავი ასეთი მოსაზრებით იწყება. მას შემდეგ მოსდევს განმარტება და არგუმენტაცია."გამბედაობა არ მოსწონდე ვინმეს” ფილოსოფოსსა და სტუდენტს შორის დიალოგის სახითაა დაწერილი. თავიდან, ფილოსოფოსი თავის მოსაზრებას რომ უზიარებს სტუდენტს, ის საკმაოდ დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა, როცა ფილოსოფოსი განმარტავს მოსაზრებას, უკვე ფიქრობ, რომ მართლაც ასეა. 
როგორც ჩანს, ადლერის მოსაზრებები ეწინააღმდეგება ფროიდის მიზეზ-შედეგობრივ მიდგომას. ერთი რამ ცხადია, რომ ადამიანებს ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს და სხვადასხვა თარგით ვცხოვრობთ. შესაძლებლობები უსასრულოა. იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ჯერ ყველა შესაძლებლობას და აზრებს უნდა ვიცნობდეთ. ამ წიგნის გაცნობა ამ მხრივ საინტერესო უნდა იყოს.
საბოლოო ჯამში, "გამბედაობა არ მოსწონდე ვინმეს” დაგეხმარებათ თქვენი საქციელი მეტად გაიაზროთ და გააკეთოთ თქვენი არჩევანი, თუ როგორ გინდათ რომ იცხოვროთ და გინდათ თუ არა იყოთ ბედნიერი დღესვე.
1 note · View note
sxva-planeta · 4 years
Text
როგორ ფიქრობენ მდიდრები?
Tumblr media
ლიტერატურის გარდა ბიზნესლიტერატურასაც ვეცნობი და ასევე, წიგნებს ფინანსებზე. თუ რამის შესწავლა მინდა, ხომ კარგა ხანია ბიბლიოთეკაში დავრბივარ, ასე რომ ჩვევად გამომიმუშავდა. პირველად გერმანიაში დავიწყე აკვარელში ხატვის შესწავლა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებით. მერე სხვადასხვანაირი პურის ცხობა რომ მესწავლა, ამაშიც ბიბლიოთეკის წიგნები დამეხმარნენ და შარშან პირველად მომივიდა თავში აზრად ფინანსებზე გამომეტანა რამე წიგნი.
უცნაურია, არა? ჩვენს ფინანსურ სტაბილურობაზე და პროგრესზე იმდენი რამეა დამოკიდებული და ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ფინანსებზე ინფორმაციებს გავეცნოთ. მე ყოველ შემთხვევისათვის ასე მჭირდა იმ დღემდე, სანამ ლამფა აენთო ჩემს თავზე და მივხვდი, რომ დროა ფინანსებიც ისე დავგეგმო, დავალაგო და ავაწყო, როგორც ჩემი ცხოვრების სხვა სფეროებს ვუვლი.
ამასობაში უკვე ბევრი რამე წავიკითხე, მაგრამ მოდი აქ “მდიდარი მამა, ღარიბი მამით” დავიწყოთ. პირველი, ამ წიგნს სჭირს ერთი დიდი საშინელება. ავტორი ხოტბას ასხავს დონალდ ტრამპს და აღფრთოვანებულია მისი ... ალბათ ჩეკებით. ხოდა ეს მომენტი ჩემთვის იყო ამაზრზენი. მეორე, არის ბევრი ერთიოდაიგივეს გამეორება და ვფიქრობდი, ნეტა რატო ეგონა ავტორს, რომ პირველ სამ ჯერზე ვერ გავუგებდი. ახლა, გადავიდეთ საინტერესო და პოზიტიურ მხარეებზე.
ცხოვრებას არ შეუძლია ჩვენთან ლაპარაკი. ის უბრალოდ გიბიძგებს, გაგდებს სხვადასხვა სიტუაციებში და ამით გეუბნება “გაიღვიძე, რაღაც მინდა რომ ისწავლო ამით.”
ავტორი ყვება, როგორ იზრდებოდა თავის ღარიბ მამასთან და როგორ სწავლობდა მეგობრის მდიდარი მამისგან ცხოვრებუსეულ გაკვეთილებს, რომლებიც თავისი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარნენ. ღარიბი მამა აქცენტს აკადემიურ განათლებაზე აკეთებდა, მისთვის ფულზე ლაპარაკი იყო მიუღებელი, ხშირად არც ჰქონდა უხვად, სამაგიეროდ, მდიდარი მამა ბავშვებს პრაქტიკულობისა და კრეატიულობისაკენ უბიძგებდა.
ერთხელ, ბავშვები ძალიან დიდხანს უფასოდ ამუშავათ. ბავშვებს რომ მობეზრდათ და გაბრაზებულები დაელაპარაკნენ, მდიდარმა მამამ აუხსნათ, რომ ეს ელით, თუ მხოლოდ სხვისთვის მუშაობას აპირებენ ცხოვრებაში. ახლავე მიმხვდარიყვნენ და განეცადათ ეს ყველაფერი ჯობდა, მდიდარი მამის თქმით. კითხვაზე, აბა რა უნდა ვქნათ, პასუხი იყო, მოიფიქრეთ, როგორ იშოვით ფულს და თავად იმუშავეთ თქვენი საქმისათვის.
საინტერესო მდიდარი მამის რჩევებიდან მართლაც ის იყო, რომ ხშირად ჩვენს კარიერას ძველი წარმოდგენებით ვაგებთ. მე მინდოდა ვყოფილიყავი იურისტი, ვიღაცაც უნდა იყოს ექიმი და არც ერთი არ ვფიქრობთ, ფულს როგორ ვიშოვით. ამასობაში გადის წლები. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ჟურნალისტიკურს დაამთავრებთ ან ფილოლოგიურს, ანდაც სხვა რაიმე ფაკულტეტს, რომელზეც ზღაპრული წარმოდგენები გვაქვს და 4-5 წლის წვალების მერე აღმოვაჩენთ, რომ თურმე დახარჯულ ფულს ჯერ კიდევ დიდხანს ვერ დაფარავს ჩვენი ხელფასი.
არანაირი სტრატეგია და წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი, იურიდიულზე სწავლაში ღამეებს რომ ვათენებდი წლების განმავლობაში. მერე, დამთავრებიდან მალევე აღმოვაჩინე, რომ თურმე საერთოდაც არ მდომებია იურიდიული და პიარის კურსის გავლა დავიწყე. მდა, ის წლები რა ძალა მადგა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. წარსულზე წუწუნის მაგივრად, მომავალზე ვიფიქროთ. მართლაც, ამ წიგნმა დამაფიქრა. არა მგონია მილიარდელების უმეტესობა პროფესორები იყვნენ. რატომ ხდება ასე? რატომაა, რომ ფიროსმანი უქონელი კვდება და ვიღაცა ისე-რა-მხატვარი მილიონებს იჯიბავს თითო ნახატში?
ამაზე ორი რამე მახსენდება, პირველი, ვინც რას ეძებს, იმას პოულობს. იურიდიულს რომ ვსწავლობდი და ღამეებს ვათენებდი, ფულზე არ ვფიქრობდი, მარტო გადარჩენაზე. ხოდა ღმერთიც ამას მაძლევდა. ვიღაცა შესაძლებელია იმავე პერიოდში დოვლათის შექმნაზე ფიქრობდა და მიაღწია თავის საწადელს. ფაქტია, რომ რა პრობლემის მოგვარებაზეც ვფიქრობთ ყოველდღიურად, იმ პრობლემის მოგვარებაზე ვპოულობთ პასუხებს. რაც ვინატრეთ, ის მივიღეთ. მე ვინატრე დიპლომი, მეგონა ეკიდებოდა სადმე ოქროს ჩარჩოში და ახლა სადაა არც ვიცი. არც არავის აინტერესებს.
მეორე, რაც მახსენდება არის ფრაზა, მგონი აინშტაინის, რომ ფულის ნაკლებობაზე ყველა წუწუნებს და გონიერების ნაკლებობაზე - არავინო. რამდენიმე თქვენგანი აქ აღშფოთდება: “აუ, რამდენი იდიოტიც გინდა ვიცი, რომ ფულებში იხრჩობიან და რავი”. საქმე ისაა, რომ ამ წიგნშიც, ბავშვის ღარიბი მამა ძალიან გონიერი ადამიანია, ნიჭიერი. უბრალოდ სჯერა, რომ ფულზე არ უნდა ილაპარაკოს და ფულის შოვნაზე არ უნდა იფიქროს. სამყაროში რა თხოვნასაც უშვებს, იმას იღებს.
რა თქმა უნდა, ყველაფრის ბალანსია საჭირო. არც ისაა აუცილებელი, რომ კაპიკების მთვლელ და სხვისი ქონების მიმსაკუთრებელ მაიმუნებად ვიქცეთ, თუმცა თუ, როგორც ბიბლიური ერთი იგავი გვიამბობს, იმ ერთ-ერთი ძმასავით ვიქნებით, რომელიც ქონებას გააორმაგებს და ამით თავის თავს, ოჯახს, მეგობრებს, შთამომავლობას და ეგებ ქვეყანასაც კი ასარგებლებს, რაა ამაში ცუდი?
ავტორის აზრით, რაც უფრო მეტს ვისწავლით, მით უფრო მეტს აღმოვაჩენთ რომ გვაქვს კიდევ სასწავლი. სწავლაში აქ ყოველთვის პრაქტიკული ცოდნა და უნარებია ნაგულისხმევი, რომლებიც კონკრეტული შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებიან. მაგალითისათვის, ავტორმა გადაწყვიტა, რომ უძრავი ქონებით და ინვესტიციებით იშოვიდა ფულს და ამ ორ სფეროზე ამიტომაც ბევრს და მუდმივად სწავლობს.
ყველას გვგონია, რომ ფული ყველა პრობლემას მოგვიგვარებს. სინამდვილეში, ლატარიაში გამარჯვებულების უმეტესობა რამდენიმე წლის თავზე იგივე სიტუაციაშია, როგორშიც თავიდან იყვნენ. საქმე ისაა, რომ თუ ფულის შოვნა და სწორად ხარჯვა არ იცი, ხარ როგორც გახეული ჯიბე, რომელ��აც ვერასდროს ამოავსებ. ფულის შოვნას და სწორად ხარჯვას სამწუხაროდ არავინ გვასწავლის. ავტორის თქმითაც, ფული კი არ აგვარებს პრობლემებს, არამედ გონი. ფული გონიერების გარეშე არის მალე დახარჯული და გამქრალი წარსულში.
“სულელისათვის ფული ერთი დიდი ქეიფია.”
რამდენს შოულობ, ის კი არაა გადამწყვეტი, არამედ რამდენი გრჩება შენ და შენს შთამომავლობას. ბევრს ჰგონია, რომ ბევრი ფული აქვს, მაგრამ არაფრად აგდებს მის და ოჯახის სხვა წევრების მიერ გაწეულ ხარჯებს, ინფლაციას, რომლებიც შემოსავლებს და ქონებას აკლდება. 
ყველაზე ჭკვიანები კი არ აღწევენ წარმატებას, არამედ ყველაზე გამბედავები. ყველაზე ჭკვიანები ამას გაითვალისწინებენ, რომ ჩვენს იღბალს ჩვენვე ვქმნით. ავტორი წიგნში გვიამბობს, როგორ განაგრძო მდიდარი მამის შვილმა მამის ბიზნესები, ხოლო თავად გადაწყვიტა დაბალფასიანი, პატარა, დამწყები კომპანიების აქციების ყიდვა-გაყიდვით და უძრავი ქონებით ვაჭრობით გამდიდრებულიყო.
როცა რამეს აკეთებ, ყოველთვის არის რისკი. გამარჯვებულებს არ ეშინიათ წაგების. წაგება მოგებულებს ინსპირაციას აძლევს და წაგებულებს კი პარალიზებულს ტოვებს. ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. ყველაფრის ერთბაშად გარისკვაც არაა გონიერი, მაგრამ ცხადია, ვინც არაფერს გააკეთებს, ის არაფერს გარისკავს და ყველაზე ბევრს წააგებს. აქ არაა ლაპარაკი თამაშებზე, რომლებიც არის მდიდარი კაზინოების მფლობელების მიერ დაგებული ხაფანგი და წამგებიენი. საუბარია ისეთ გარისკვაზე, როცა ბევრის შოვნის შანსია და წაგების შემთხვევაში ყველაფერს და ბევრს არ წააგებ.
“თუ მიხვდები, რომ ფული მოგონილი ქაღალდია, უფრო სწრაფად გამდიდრდები”, - ამბობს ავტორი.
ჩემთვის ერთი უდაო ფაქტია, რომ განათლება საერთოდ სხვანაირად უნდა იგეგმებოდეს. საქართველოში ახლაც კი ისე ძველმოდურად ეკიდებიან განათლების საქმეს, როგორც ჩემს დროს, დაახლოებით 20 წლის წინ. არადა ამდენ შეცდომებზე და აუხდენელ ოცნებებზე უნდა გვესწავლა გაკვეთილები. შევხედოთ განათლებას როგორც ინვესტიციას. რაში რამდენის გადახდა ღირს? არის უკეთესი ალტერნატივები? განათლება არის ის, რაც სამყაროს დაგანახებს და წარმატებაში დაგეხმარება. ჩემი ნამდვილი განათლება წიგნების კითხვით, დაკვირვებით, და სხვა წარმატებული ადამიანების მოსმენით ხორციელდება. დიპლომები დიდ არაფერ შუაში არაა. მთავარია ნამდვილი ცოდნა - როგორ მუშაობს სამყარო.
პ.ს. იმდენი წიგნები წავიკითხე და იმდენი რევიუები მაქვს კიდე დასაწერი, ყველაფერი რომ მოვასწრო ჩემს აუარება საქმეებთან ერთად, ამ ჩანაწერს და ყველა დანარჩენსაც დავწერ ერთი ხელის მოსმით. ჩემთვის მთავარია, რომ იდეა გაგიზიაროთ და იდეა მოხვდეს ნოყიერ ნიადაგზე. ერთმა აზრმა შეიძლება ცხოვრება შეცვალოს. მე ყოველთვის ასე მივიწევ წინ. თუ რამე კითხვები, გამოუშვით.
1 note · View note
sxva-planeta · 4 years
Text
ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფია
Tumblr media
როცა კანადაში ახალ ბინას ვიყიდი, მინდა ჩემი ბიბლიოთეკა-მისაღები იმ ადამიანების სურათებით გავამდიდრო, რომლებმაც რაღაც მნიშვნელოვანი მასწავლეს და მოახდინეს ჩემზე გავლენა. ესენი არიან: ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, ნოდარ დუმბაძე და მათ სიას მიემატა ჩარლი ჩაპლინი.
ჩარლითი აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ. მის ფილმებზე არასდროს მეცინებოდა, ასე რომ, არც გავეცნობოდი მის პიროვნებას, კანადელ ქალბატონზე რომ არ გავცნობოდი დოკუმენტურს, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა. დოკუმენტურიდან მივხვდი, რომ ჩარლი თავისმიერ შექმნილი გმირით არ შემოიფარგლებოდა და მისი მოღვაწეობა და პიროვნება იმაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, ვიდრე აქამდე მეგონა.
Tumblr media
გადავწყვიტე “ოკეანეა”-ზე გამოწერის ყუთის პირველი თემა ჩარლი ჩაპლინის ფილმი “დიადი დიქტატორი” და მისი პიროვნება ყოფილიყო. არც შევმცდარვარ. წიგნი უნიკალურია ყველაფრით, არამარტო აზრებით, არამედ სიღრმით და ამბის თხრობით. ახლახანს შევნიშნე, რომ ხშირად ვკითხულობ თანამედროვე წიგნებს, თითქოს მომწონს და ბოლოში აღმოვაჩენ, რომ ერთ აზრს ან ციტატასაც არ ამოვწერდი, ყველაფერი უბრალოდ სასიამოვნო საკითხავი იყო. ჩაპლინის შემთხვევაში ასე არაა. იმდენი ფრაზა მქონდა ამოსაწერი, რომ შემდეგ თითო ჩანაწერში 10 სურათს ერთიანად ვდებდი, რომ ამდენი ჩანაწერებით არ შემეწუხებინა ჩვენი ფანები.
ჩაპლინი სერიოზული და უნიჭიერესი ადამიანია. ის ქმნიდა არამარტო ფილმებს, არამედ კომპოზიციებსაც, ზრუნავდა ფილმის ტექსტზე, აზრზე, კამერაზე და ყველაფერზე, რასაც ახლა დიდი გუნდი ასრულებს. მიუხედავად მისი გმირის გულუბრყვილობისა, ჩარლი აზროვნებდა როგორც ბიზნესმენი. ის ახერხებს შეთანხმდეს კინოსტუდიებთან თავისათვის სასარგებლო პირობებზე, აწარმოოს კინოგადაღებები, როგორც ბიზნესი და მიიღოს მაღალი მოგება. ამის წყალობით, ჩარლი, ამერიკაში ინგლისიდან ჩასული იმიგრანტი ხდება უმდიდრესი ადამიანი.
წიგნმა ბევრი რამე მასწავლა. როგორ უნდა მივაღწიო წარმატებას, როგორ უნდა დავეყრდნო ჩემს პრინციპებს, რა შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, და როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ისე გავუმკლავდეთ, რომ შევქმნათ სიკეთე. სიკეთეში აქ ვგულისხმობ იმ დოვლათს, ფინანსურს თუ ხელოვნების ნამუშევრებს, რომლებიც ადამიანებს გამოკვებავენ და აამაღლებენ.
სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, აქ არც ვეცდები ცალკეული თემები გამოვყო ან ციტატები გაგიზიაროთ. საქმეს ასე ამ საუკუნეში ვერ მოვრჩებით. უბრალოდ ახლავე წადით, შეიძინეთ ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფია და ჩაუჯექით საქმეს. ეს წიგნი არის შედევრი, ხელოვნების ნიმუში და სიბრძნით სავსე. გირჩევთ ნელა იკითხოთ და წიგნში მოხსენიებული პირების ბიოგრაფიებს და მოვლენებს გაეცნოთ ინტერნეტზე. ნაწარმოებში ლაპარაკია არამარტო ხელოვნებაზე, არამედ ბიზნესზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სიყვარულზე ... ერთი საოცარი ადამიანის საოცარ ცხოვრებაზე. ისიამოვნეთ!
ს.შ. ჩვენც რამდენჯერმე ვართ მოხსენიებული. გაეცანით ავტობიოგრაფიაში რას ამბობს ჩარლი ჩვენზე.
1 note · View note
sxva-planeta · 4 years
Text
სოფის სამყარო
Tumblr media
დიდი ხანია ეს წიგნი ჩემს სიაზე იყო და როგორც იქნა მოვიცალე წასაკითხად.
ნაწარმოები იხსნება გოეთეს ფრაზით: “He who cannot draw on three thousand years is living from hand to mouth.” ანუ, ის, ვინც 3000 წლის ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს, ცხოვრობს მარტო ჭამისათვის. ფრაზა მოკლეა, თუმცა აზრი - დიდი. ასეთ ადამიანს აკლია ხედვა, სამყაროს შესაძლებლობების და სამყაროში თავისი ადგილის მოძიების უნარი.
წიგნი ფაქტიურად შესავალია ფილოსოფიაში, როგორც ანი და ბანი, მოკლე, გამარტივებული სახელმძღვანელო. რადგანაც ნაწარმოები დაწერილია სკოლის მოსწავლეებისათვის, ისეა შედგენილი, თითქოს ���ოფის ცხოვრებას ვეცნობით, რომელსაც ვიღაც ზრდასრული კაცი, ალბერტო, ფილოსოფიას ასწავლის. 
ფილოსოფიის ნაწილი შეეხება დიდ მოაზროვნეებს, დაწყებული არისტოტელედან დარვინი, ფროიდი, მარქსი და ნიცშეთი დამთავრებული. ერთი შეხედვით მარტივი კითხვებით ვეცნობით სამყაროს: ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რაა ცხოვრების აზრი? რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება, როგორ ქმნიდა ადამიანი სხვადასხვა მითებს, რომელსაც არ შეეძლო მოეძიებია ახსნა, მაშინ როცა ახლა შეგვიძლია ვიცოდეთ, რატომ წვიმს, რატომ ელავს და ქუხს.
უნდა წაიკითხოთ თუ არა წიგნი? აუცილებლად. 
ფილოსოფიის ნაწილი მართლა კარგია. კითხვისას ხშირად მეჩვენებოდა, რომ ამ ფილოსოფოსებს საქართველოში ტყავს გააძრობდნენ, ახლაც კი. ბევრი იდეა, რომელზეც თანამედროვე სამყაროს თამამად შეუძლია ისაუბროს, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ‘კორონავირუსისაგან ეკლესია გვიცავს’, ვერ იარსებებდა.
პირველი, კარგი ისაა, რომ ავტორი მარტივად გადმოსცემს ფილოსოფიის რთულ საკითხებს და ფილოსოფიასთან ერთად, მის ისტორიასაც ვიგებთ. ასე რომ, უკვე მთლიანი წარმოდგენა გვექმნება ყველაფერზე. წიგნი დასაწყისია მომავალში სერიოზულ წიგნებზე გადასვლისათვის. 
ავტორი ხშირად იმეორებს აზრს, რომ კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა და საკითხების შესწავლა მნინშვნელოვანია. ამ მიმართულებით საქართველოში კარგი იქნება რაიმე კამპანია განხორციელდეს, ბრმად მორჩილებას რომ გადავეჩვიოთ და ჩვენი ცხოვრების სადავეები ავიღოთ ხელში.
მეორე, როცა ვინმე გეტყვით, რომ მისი უსაყვარლესი წიგნი ‘სოფის სამყაროა’, უკვე გეცოდინებათ, რა ინტერესების ადამიანს ესაუბრებით. ამასაც აქვს დადებითი მხარეები.
ნაწარმოებში ბევრი საინტერესო ფრაზა და აზრია. ფაქტიურად, თითოეულ მათგანზე უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა და ჩაღრმავება:
Knowing what you don’t know is also a kind of knowledge.
Philosopher - one who loves wisdom
Why would anybody choose to be unhappy?
Man can only achieve happiness by using all his abilities and capabilities
True happiness is not found in external advantages such as material luxury, political power, or good health. True happiness lies in not being dependent on such random and fleeting things.
Only when we are free to develop our inner abilities can we live as free beings.
Everything happens from necessity.
Let’s imagine God, something infinitely wise, and something infinitely good.
One of the main concerns of philosophy is to warn people against jumping to conclusions.
Philosophy should be a regular school subject.
Only when you do something purely out of duty can it be called a moral action.
Man bears the whole universe within himself and comes closest to the mystery of the world by stepping inside himself.
You can therefore never claim that any particular thought is correct for ever and ever. But the thought can be correct from where you stand.
Because something new is always being added, reason is progressive. In other words, human knowledge is constantly expanding and progressing.
It is thus not the individual who form the language, it is the language which forms the individual.
One cannot ‘resign from society’.
Rather than searching for the Truth with a capital T, it is more important to find the kind of truths that are meaningful to the individual’s life.
Our actions are not always guided by reason. Irrational impulses often determine what we think, what we dream, and what we do.
A person who says he doesn’t understand art doesn’t know himself very well.
Imagination gets strangled by reasonable deliberation.
Creativity - a delicate interplay between imagination and reason.
Man must therefore create himself. He must create his own nature or ‘essence,’ because it is not fixed in advance.
Man is condemned to be free, because having once been hurled into the world, he is responsible for everything he does.
Those who thus slip into the anonymous masses will never be other than members of the impersonal flock, having fled from themselves into self-deception.
To exist is to create your own life.
We are not aware of the underlying connection.
სხვათაშორის, წიგნში შავი ზღვაცაა ნახსენები. მოკლედ, ყველა ნაწარმოებში ვახერხებთ მოხვედრას, იქნება ეს პიარის სახელმძღვანელო, თუ ფილოსოფიის. 
ახლა, რა არ მომეწონა. 
მე ნაწარმოებიდან ამოვშლიდი სოფის ამბის ნაწილს და დავტოვებდი ფილოსოფიის მოკლე გამარტივებულ სახელმძღვანელოს, ან ამ ნაწილს საკმაოდ შევამცირებდი. არც სოფის ყუთში აღმოჩენილი ‘საიდუმლო წერილები’ და არც ის მაინტერესებს, რა უნდა ვიფიქროთ ‘დიად ავტორზე’. 
დამაინტერესა, 15 წლის რომ ვყოფილიყავი, მაშინ თუ მომეწონებოდა წიგნის ეს ნაწილი? სავარაუდოდ მაშინაც არა, უკვე დოსტოევსკის ვკითხულობდი და ფილოსოფიის ნამდვილი სახელმძღვანელო წაკითხული მქონდა 7-8 კლასში, უბრალოდ საქართველოში ჩემი ინტელექტუალური მეგობარი ვერ აღმოვაჩინე, ვისთანაც ერთად ვი��სჯელებდი და განვვითარდებოდი.
არც სოფის და ალბერტოს არაბუნებრივი და უცნაური ურთიერთობა მომწონს დამაფიქრებელი მინიშნებებით. ჩემი 12-15 წლის შვილს მაინც წავაკითხებდი, ერთობლივი განხილვებით.
როცა მწერალივით კითხულობ წიგნებს, სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ადვილად აღმოვაჩინე ის წესები და წესების დარღვევა, რასაც კურსზე გავდივარ. მაგალითისათვის, შევნიშნე, რომ წიგნში არის ინფორმაციული დაბომბვა, რასაც information dampfing-ს ეძახიან ინგლისურად და რაც არ უნდა გააკეთოს ავტორმა. ეს მართლა დაბომბვას გავს, თითოქოს სულს ვერ ითქვამ, ისა სწრაფად მოყვება ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა მეორეს.
მეორე, რაც არ მომეწონა, დასასრულია გაწელილი. წიგნი სამარეში არ უნდა გაყვეს თავის გმირს, არამედ დაასრულოს, სადაც ამბავი დასრულდა და დანარჩენი ჩვენს წარმოსახვას დაუტოვოს სააზროვნოდ. ამიტომ, თანამედროვე ეპოქის თავის მერე, რამეს ერთ-ორ პარაგრაფში მოვასრულებდი. ვიღაცას გაეღვიძა და ფიქრობს სიზმარი იყო თუ ცხადი, ან რამე სიმბოლური, რომ ჩვენვე დაგვაინტრიგოს, ნეტა როგორ დამთავრდა ყველაფერი. სწორედ ეს გვირჩია ჩვენმა წერის მასწავლებელმა და მეც გამოვცადე, რა დამტანჯველია კითხვა, როცა იცი, რომ ‘მორჩა კინო!’.
ჯერ კიდევ თუ არ ხართ დარწმუნებული ფილოსოფია ჭირდება თუ არა თქვენს ცხოვრებას ახლა, ამდენ სხვა პრობლემებში გახვეულს, გეტყვით, რომ ადამიანს, რომელსაც ფილოსოფია და ფილოსოფიის ანიბანი არ იცის, ჯერ არსებობა არ დაუწყია. 
ისიამოვნეთ და კითხვის პროცესში თუ მსჯელობა მოგინდათ, სიამოვნებით მოგისმენთ, აქ შეგვეხმიანეთ. 
1 note · View note
sxva-planeta · 4 years
Text
საიდან აღმოვჩნდი საფონდო ბირჟაზე
Tumblr media
პასიური შემოსავლის იდეა ხშირად მაფიქრებს. აი, მე რომ ვხატო, ვწერო, ჩემი საქმე ვაკეთო და ფული თავისით მოდიოდეს, რაღაც ნაწილი მაინც. ასევე, ამ კორონა ვირუსით გამოწვეული სირთულეების დროს უფრო კარგად დავინახეთ, რომ სხვადასხვა შემოსავლის წყაროს ქონა ფანტასტიურია. როცა ძირითადი სამუშაო შენელდა, ჩემს ბიზნესებში იყო გაუმჯობესება და რაღაცნაირად დავბალანსდი. როცა შემოსავლის რამდენიმე და სხვადასხვანაირ წყაროს გაიჩენ, რომელიმე მაინც იმუშავებს.
ინვესტიციებში და საფონდო ბირჟაზე სულ მინდოდა გარკვევა და ბოლო-ბოლო ამ სახლში ჯდომის დროს ამისათვისაც მოვიცალე. ტონი რობინსის წიგნს 6 სთ-ში მოვუსმინე და ახალა საკმარისი საბაზისო ცოდნა მაქვს. შემიძლია საქმეს შევუდგე.
Tumblr media
ვისთვისაა ინვესტიციები საინტერესო?
ნუ, პირველი ვინც თავში მოგვდის, არის წარმატებული მილიონერი, რომელმაც იცის, რომ ფული მუთაქაში ინფლაციით და უსაქმურობით მოუკვდება და რამე საქმეში უნდა ჩადოს, რაც ჩადებულ თანხას გაუმრავლებს. ანუ მილიონს აქცევს ორ მილიონად.
თუმცა ამ მილიონერის ისტორია რომ გადავახვიოთ და ვნახოთ საიდან დაიწყო, უმეტეს შემთხვევაში ვნახავთ, რომ გაჭირვებული ოჯახიდან მოდის და ჯიბეში შეიძლება 10 კუპონიც არ ედო დასაწყისში. სწორედ დოვლათის და ბარაქის შექმნის სურვილმა მოიყვანა აქამდე.
აქედან გამომდინარე, თუ არ გაქვთ მილიონები და ფიქრობთ ოჯახი როგორ არჩინოთ, მაშინ კიდევ უფრო აქვს აზრი იმ 10 ლარის 100-ად ქცევას, 100-ის 1000-ად. 
ღმერთიც გონიერებას აფასებს. გახსოვთ იგავი ბიბლიიდან სამ ვაჟზე? ერთმა მიცემული ფული მიწაში ჩაფლო, მეორემ შეჭამა და მესამემ ქონება გააორმაგა. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ, აი, ბიბლიაც კი ამ მესამეს იხუტებს გულში. შექმენით დოვლათი და სხვების დახმარების მოლოდინის მაგივრად, თავად დაეხმარეთ თქვენს თავს პირველ რიგში და მერე ვისაც გაგიხარდებათ თქვენს გარშემო. 
Tumblr media
როდის უნდა დავიწყო ინვესტიციებზე ფიქრი?
როცა 3-7 თვის თანხა მაინც გაქვს გადანახული. რატომ? ბირჟა რომ დაეცეს, იძულებული რომ არ იყო იაფად გაყიდო აქციები  და დარჩე არაფრით. თუ ჯერ დანაზოგი არ გაქვს, გაეცანი ჩემს ჩანაწერს ბიუჯეტირებაზე და დაზოგვაზე. მერე, რამდენიმე თვეში ამ წიგნს და ჩანაწერს აუცილებლად დაუბრუნდი, იმიტომ რომ ნაშოვნ ფულს სჭირდება მოვლა. შემნახველ ანგარიშზე თანხას აქ მარტო 1%-მდე ემატება. გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ბორბალში გამომწყვდეული ციყვივით უნდა ირბინო, რომ მერე, როგორც კი მუშაობას მორჩები, დარჩე არაფრით.
ზამთარი არაა მოულოდნელი შოკი, ის ჩვეულებრივი მოვლენაა
არ ვიცი ტონიმ ეს წიგნი როდის დაწერა, მაგრამ მე გავეცანი ფანტასტიურ დროს, როცა კრიზისის გამო ეკონომიკა შეიძლება შენელდეს და აქციების ფასები დაეცეს. ტონი არაჩვეულებრივად აღწერს ამ მომენტს, ის ამბობს რომ როცა ყველა პანიკაშია და ეკონომიკას გლოვობს, ის ხედავს სუპერ “სეილს”, როცა კომპანიებში წილების ყიდვა დაბალი თანხებითაა შესაძლებელი. 
ადამიანების უმეტესობა თავს ვარიდებთ ინვესტიციებს, იმიტომ რომ გვსმენია ეკონომიკის დამხობის შესახებ და ეს შიში გვაფერხებს, არადა, მართალია, თუ ყველაფერს დაინახავ როგორც პროცესს - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი - მიხვდები, რომ ზამთრის მერე იქნება გაზაფხული. ტონის თქმით დაახლოებით ყოველ ოთხ წელში ერთხელ მოდის ზამთარი საფონდო ბირჟაზე, მაგრამ თუ მას შეხედავ როგორც ფასდაკლების სეზონს, არ დაპანიკდები.
ჩვენ ამ ციკლების ამოცნობა და შორსმჭვრეტელობა გვეხმარება ყველაფერში. ამიტომ, უნდა იყიდო, როცა ფასები დაბალია და ეკონომიკა ემხობა (იცი, რომ ზამთარს მოყვება გაზაფხული) და გაყიდო, როცა აქცია პიკშია. მიუხედავად ამ ცოდნისა, ბევრი პანიკდება და ინსტინქტი არასწორ ნაბიჯს ადგმევინებს. 
ინვესტიციების სახეობები
Tumblr media
არსებობს რამდენიმენაირი ინვესტიცია:
Stock - Bond - Other
stock/აქცია - დაახლოებით 9%-10% მოგება შეიძლება მოიტანოს წელიწადში. ყოველ ოთხ წელიწადში შეიძლება -15%-20% დაკარგოს. ტონის რჩევით, დამწყები და დაბალბიუჯეტიანებისათვის კარგია ინდექს ფონდებში ჩადება, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი და მარტივია.
Bond/სესხი - სესხის მიცემა კომპანიისა ან მთავრობისათვის. 
სხვა - უძრავი ქონება, private equity funds, master limited partnerships (MLP), ოქრო, hedge funds. ამ ბოლო ორს ტონი არ გვირჩევს.
Tumblr media
იმისათვის, რომ არ წააგო, თანხა ისე უნდა ჩადო, რომ იყოს გადანაწილებული ინდუსტრიებზე, ქვეყნებზე და სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებზე. ამით თავს დაიზღვევ, რომ თუ ერთ-ერთი აქცია ფასს კარგავს, სხვა მოიმატებს. ასევე, ყოველწლიურად უნდა გადახედო შენ “კალათს” და შეცვლილი სიტუაცია დააბალანსო. დეტალებს წიგნში გაეცანით.
4 მნიშვნელოვანი პრინციპი
არ წააგო - ყველაზე ფრთხილად, რომ არ წააგო!
ჯილდოს და რისკის ასიმეტრიულობა - თუ რისკია რომ წააგებ $1-ს, შანსი უნდა იყოს, რომ მოიგებ $5-ს.
იფიქრეთ გადასახადებზე, ხარჯებზე. მოგება არის მხოლოდ ის, რომელსაც თქვენ საბოლოოდ ჯიბეში იდებთ და არა მთლიანად ის, რაც ჩანს. თუ ფასების ცვლით რაღაც პროცენტს თითქოს იგებთ, მაგრამ ამას აკლდება პლათფორმის, სპეციალისტის, სახ. გადასახადები, მაინც მოგებული რჩებით? დათვალეთ.
დივერსიფიკაცია - სხვადასხვა ტიპის ინვესტიცია, სხვადასხვა კატეგორია, სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა დრო.
ფინანსური მრჩევლები
პირადად მე ყველაფერში თავად უნდა გავერკვიო ჯერ და მერე, თუ ამის შესაძლებლობა მაქვს და საჭიროებაცაა, მოვიძიო დამხმარე. ტონი გვაფრთხილებს, რომ მრჩევლების უმეტესობას აქვს არა ჩვენი დახმარების ინტერესი, არამედ აქციების გაყიდვით იღებენ წილს და სარგებელს. ასე რომ, ფრთხილად. წიგნში ჩამოთვლილი აქვს შვიდი კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ სპეციალისტს, სანამ მასთან საქმეს დავიჭერთ. ერთ-ერთია რა აზრისაა ინვესტიციებზე. თუ მიაჩნია, რომ ბაზარს “მოუგებს” და გამოიცნობს რა როდის როგორ შეიცვლება, ასეთი დაბნეულებისაგან თავი შორს დაიჭირეთო. ტონის მიხედვით, მხოლოდ სტრატეგიულობას და დივერსიფიკაციას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა.
გავრისკო?
უცნაურია, ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ყველა წარმატებამდე მიმიყვანა რისკმა. რისკის გარეშე, დივანზე, სახლში, ვერაფერს მივაღწევდი.
რისკი კარგია, თუმცა მხოლოდ გათვლილი და ცოდნაზე დამყარებული რისკი. როცა იცი რას აკეთებ, რას რისკავ, რაა საფრთხე და რამდენად გიღირს. თუ $1-ს გარისკავ, და $5-ის მოგების შანსია, კარგია. თუ მარტო $1 გაქვს და დაკარგავის შემთხვევაში პურს ვეღარ იყიდი, უნდა შეიკავო თავი. ძალიან საშიშია რისკი, როცა ადამიანს გონია რომ რაღაც იცის. ყველა სპეციალისტის აზრს გაეცანით. 
საფონდო ბირჟას მაინც სკეპტიკურად ვუყურებ. ვიმეტებ ჩასადებად მხოლოდ იმდენს, რამდენსაც ვზოგავ ათასი ხარახურის არყიდვით: თმის საღებავი, ტუჩის საცხი, ახალი ბიჟუტერია ყოველ სეზონზე და ა.შ. არის რისკი, მაგრამ ნივთების ყიდვისგან განსხვავებით, არის შანსი, რომ თანხას გავზრდი. მოკლედ, ‘ფრთხილად, მაგრამ თამამად!’ არის ჩემი დევიზი.
საიდან დავიწყო?
გაეცანით ტონი რობინსის და სხვა ავტორების წიგნებს ინვესტიციებზე, რომ ბევრ აზრს იცნობდეთ. მოინიშნეთ კითხვისას მნიშვნელოვანი დეტალები თქვენს რვეულში.
რჩევების კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბირჟა მსოფლიოში ერთია, მაგრამ ქვეყნებს შორის არის რაღაც განსხვავებები, მაგალითად საგადასახადო სისტემა, ფინანსური მრჩევლების რეგულაციები და ა.შ.
მოიძიეთ პლათფორმა, სადაც შეიძლება შეძენა ფონდების და დიდ თანხას არ ჩამოგაჭრიან. ამის ძებნა-გარკვევაში ძალიან ბევრი დრო დავკარგე. ბოლოს ვიპოვე კანადელებისათვის ერთი, რომელიც 0.5%-ს იღებს მთლიანობაში. რაც ცოტა არაა, მაგრამ არა აქვს თვიური გადასახადი ან რამე სხვა გადასახადები. იდეალური პლათფორმა არაა, მაგრამ უკეთესიც ვერ ვნახე. ბევრი აქებს, ბევრი აძაგებს.
გახსენით/გქონდეთ ანგარიში, სადაც ჩაირიცხავთ თანხას და რომელზეც გადასახადი არ დაემატება. კანადაში საპენსიო ანგარიშს თუ გაიხსნი ან შემნახველს (tax free savings acocunt - TFSA) და ძალიან ბევრი არ გაქვს იქ, სახელმწიფო გადასახადით არ იბეგრება. ვთქვათ იშოვეთ ფული. საწყენი იქნება, თუ დაახლოებით 20% ჩამოგეჭრებათ სახელმწიფო გადასახადების. წინასწარ გაერკვიეთ ამაშიც.
დააკვირდით და გაეცანით ფონდებს “გუგლზე” ან “იაჰუზე”
რამდენი ჩავდო?
რამდენის გარისკვაც შეგიძლია თავის დაღუპვის გარეშე. ვთქვათ გაგიმართლათ, ჩადებული $100 იქცა $200-ად. $10,000-სი $20,000-ად იქცეოდა. უკვე იმჩნევა სხვაობა, მაშინ როცა პატარა თანხით, როგორც ხედავთ, დიდი არაფერი გამოდის. რაც მეტის ჩადება შეგიძლია, მით მეტის მოგებაა შესაძლებელი. 
მოგების გარდა, იფიქრე წაგებაზეც. $100-ის წაგება, $10,000-ის, 1 მილიონის წაგებას მარტივად შეეგუებით? ყველაფერი თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
მოიწერეთ კითხვები. მცოდნეებმა არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ რჩევები და გამოცდილებები.
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
რამდენის გადარჩენა შეგვიძლია?
Tumblr media
✅🇨🇦კანადაში დღესდღეობით 10,543 გამოჯანმრთელებული გვყავს. ამდენმა პაციენტმა რომ მიაკითხოს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რა მოხდება? 
❓🇬🇪მარტივი მათემატიკა და ანალიზია გასაკეთებელი. რამდენი აპარატი აქვს ჩვენს ქვეყანას? 1200.
☠️კანადის სისტემამ მთლიანად 32,412-ი დაავადებულიდან 1,346 ადამიანს ვერაფერი უშველა. 20,523 ადამიანი ახლაც სიცოცხლისათვის იბრძვის. ამავე რიცხვიდან, რამდენს უშველიდა საქართველო ❓❓❓ აბა, ეცადეთ გამოიცნოთ. 
😱როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1200 აპარატი არსებობს. ასე რომ სავარაუდოდ, ამ პირობებში მხოლოდ 1200 ადამიანს. დანარჩენი 31,212 ადამიანი? ვისაც არ გკიდიათ, #დარჩისახლში #საქართველო!
😇🙏ვისაც ღმერთის გწამთ, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისათვის მოგიწონებს ღმერთი, თუ ადამიანების სიცოცხლის არაფრად ჩაგდებისა და გაწირვისათვის? https://www.worldometers.info/coronavirus/
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ღმერთმა გვაჩუქა ტვინი და ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ის იმუშავებს!
Tumblr media
ცდუნება
ამ იზოლაციის პერიოდში ბევრი ფილმის ყურება მოვასწარი. ერთ-ერთი იყო “მოღრუბლული კვირა”. ფილმია მეორე მსოფლიო ომზე. გერმანელები საბერძნეთში შედიან და ნელ-ნელა იქაურ ებრაელებს საშინელ დღეში აგდებენ. თავიდან, იმისათვის რომ ამდენი ხალხი ადვილად დაიმორჩილონ, ჩუმად სასულიერო პირს უკავშირდებიან. რაბაიც ადგენს გერმანელებისათვის ყველა ებრაელის სიას, არწმუნებს იქაურ ებრაელებს, რომ გერმანელების წინააღმდეგობა არაა საჭირო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ სინაგოგიდან ერთ-ერთი, რომელიც რაბაის საწინააღმდეგო აზრებს გამოთქვავს, უნდა მოიკვეთონ და განდევნონ. ხალხიც ასე იქცევა. 
სანამ ებრაელები მორჩილად ასრულებენ რაბაის მოწოდებებს, გერმანელები სიებს შეადგენენ, მოძლიერდებიან, მერე, ხალხს რომ ხელთ იგდებენ, ამ რაბაისაც ერთი გვარიან პანღურს ამოარტყავენ და პირდაპირ დაუფარავად ახორციელებენ თავის გეგმებს, ძალიან სწრაფად. 
ესაა ამბავი ცდუნებაზე. ესაა ამბავი იმაზე, რომ ცდუნება სხვადასხვა სახით გვევლინება უდაბნოში და ღმერთამდე მხოლოდ ჩვენი გონიერება მიგვიყვანს. იესომ შეძლო ცდუნებების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად სხვა სახით ევლინებოდა. შეგვახსენეთ სრულად ეს ამბავი კომენტარებში.
განსაცდელი
მთელი მსოფლიო საფრთხეშია და ყველა ქვეყანა მობილიზებულია, რომ გადაარჩინოს თავისი ხალხი. ის, რომ აქამდე მთავრობის და ჩვენი ექიმების საოცარმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, შეიძლება ერთი ხელის მოსმით ჩაიყაროს წყალში. ეს არაა უბრალო გრიპი. ესეთ პანდემიას მთელი სამყაროს არსებობის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, ნახეთ. იქნებ, ვინც ინგლისური იცით, თარგმნოთ სია კომენტარებში, რომ დავინახოთ, რამდენად იშვიათ და სავალალო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ახლა, ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად იქცევა. ტრამპმა, ვინც დაიხოცება, დაიხოცოსო. ისიც აღნიშნა, რომ 100,000 შეიძლება შეეწიროს ვირუსს მარტო ამერიკაში. ეს ნამდვილი ტრაგედიაა, თუმცა ამერიკას შეიძლება არაფერი დაეტყოს. არ ვიცით. დღესდღეობით მთელს მსოფლიოში უკვე 145,521 ადამიანი შეიწირა ამ ვირუსმა. სხვათაშორის, მარტო ტრამპს ვერ დავაბრალებ გარდაცვალებულებისადმი გულგრილობას. ტელევიზიით აჩვენებენ ამერიკელებსაც, რომლებიც სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ. მათთვისაც, როგორც ამბობენ, მთავარია ბიზნესი, მოგება და ხელფასები. 
კანადაში, და ბევრ სხვა ქვეყანაში პრიორიტეტი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. ჩვენ დაახლოებით 14 მარტიდან ყველანი ვზივართ სახლში, იზოლირებული ყველასგან. არანაირი სტუმრობა შინაურებში.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?
ჩვენთან ამდენი ადამიანი რომ შეიწიროს ვირუსმა, რა დავრჩებით? ან როგორ დავრჩებით და გადავიტანთ ამ ტრაგედიას? თუ აუცილებელი არაა, არ ხართ ექიმი, სურსათის მაღაზიის გამყიდველი, სამართალდამცავები, თქვენი მოვალეობაა დარჩეთ სახლში. 
დღეს მარტო იტალიაში კიდევ 106,607 ადამიანი იბრძვის სიცოცხლისათვის. ჩვენ ისედაც სუსტი ქვეყანა ვართ. ჩვენი ჯანდაცვა, რაც არ უნდა გმირობას იდენდნენ ექიმები, ვერ უშველის დიდი რაოდენობით მომწყდარ პაციენტებს. წარმოიდგინეთ, სად მოვთავსდებით ამდენი? რამდენი ექიმი მოგვხედავს?
ნებისმიერი ადამიანი, ვინც საპირისპიროს გარიგებთ, შეიძლება გახდეს ერის დამღუპველიც. როგორ? აქილევსის ქუსლზე ხომ გსმენიათ? ან ვაჟას “არწივზე”? გაითვალისწინეთ, რომ ისტორიულად, ერთ უბედურებას მეორე და მესამე მოყვება, ამიტომ არ გვაქვს დასუსტ��ბის უფლება. 
ვთქვათ, ვირუსმა გამოიწვია საქართველოს დაუძლურება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გვემუქრებოდეს საქართველოს მტრებისგან? ან ხალხისგან/ჯგუფებისგან, რომლებიც უბრალოდ ხეირის ნახვაზე ფიქრობენ? ჩვენმა დასუსტებამ ჯაჭვური რეაქციით სხვა უბედურებები შეიძლება გამოიწვიოს. გიფიქრიათ ამაზე? არცაა საჭირო, უბრალოდ, დავრჩეთ სახლში!
სამყაროს უჭირს. ყველა გადარჩენაზეა. კანადამაც კი ვალი აიღო, რომ ამხელა პრობლემას გაუმკლავდეს. ახლა, როგორ ფიქრობთ, მთელს მსოფლიოს რომ უჭირს და გადარჩენაზეა, საქართველოში უანგაროდ გამოგზავნიან ფულებს, წამლებს, აპარატურას და ექიმებს?
ნუ ჩაიგდებ თავს ორმოში, საქართველო! შეიძლება იქიდან არავინ ამოგვიყვანოს. დარჩი სახლში! ნუ გაწირავ შენს ერს, ნუ იქცევი საქართველოს აქილევსის ქუსლად. ნუ დაგვცლი სისხლისგან შენი ამპარტავნობით. დარჩი სახლში!
სხვათაშორის, ღმერთმა ჩვენ უკვე დაგვაჯილდოვა ტვინით და ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ის იმუშავებს!!! 🙏გონიერება გვმართებს!
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
გოგონა მატარებელში
Tumblr media
ნაწარმოების მთავარი გმირი მთვრალია, კარგად გამომთვრალი, ყოველ თავში და ფიქრობ, რა დაემართა ამ ახალგაზრდა ქალს ასეთი, რომ ასე დაეცა სულიერად და ფეხზე ვეღარ დგება. ერთ მომენტში რეიჩელი იხსენებს პოპულარულ ადამიანს, რომელმაც სასმელისათვის სექსუალური მომსახურება გაუწია ხალხს და გვამშვიდებს, რომ თავად ჯერ ამ დონეზე არ დაცემულა. აი, აქ არის ჩემი ზღვარიო, ამბობს და აშკარად წუხს და ეშინია.
ეს თრილერი იმდენად კარგად იკითხება, რომ გაგიტაცებთ და წიგნს ვერ გადადებთ. ნელ-ნელა იგებთ რა მოხდა და რის მიღმა რაა. ამბებს დეტალურად თავად გაეცნობით. მე უბრალოდ აქ ჩემთვის მთავარ დასკვნებს გამოვიტან: 
არავის მისცე უფლება არარაობად გაგრძნობინოს თავი, გაგტეხოს და დაგამციროს. შენ თუ არ გაიმეტებ შენი თავისთვის სიყვარულს და დაფასებას, ვიღაცას ეს როგორ უნდა მოთხოვო? თუ ვინმესთვის საზიზღარი ხარ, გაიარე, რას დარჭობილხარ, იპოვე ის, ვისთვისაც საოცრება ხარ და ეს პირველ რიგში შენით დაიწყე. ყვავილმაც კი იცის, რომ მზეს მიეფიცხოს. იპოვე ის, ვინც შენით აღფრთოვანდება.
ჯანსაღი ურთიერთობები შენ იმაზე უკეთეს ადამიანად გაქცევენ, ვიდრე ხარ. თუ გრძნობ, რომ შენი თავით უკმაყოფილო ხარ, იქნებ ეს ურთიერთობების და გარემოს ბრალია? სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს და გვაქციოს უკეთეს ადამიანებად. ესაა მისი მისია.
youtube
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის 80% მომნუსხველადაა დაწერილი და ყოველ ფურცელს მოუთმენლად ვეცნობოდი, ნაწარმოების ბოლო 20%-მა შოკი მომგვარა. მომეჩვენა, რომ ავტორმა აღარ იცოდა როგორ დაემთავრებინა ამბავი და რაღაც სასწაულები დაატრიალა. ბოლოში მეგონა, რომ Family Guy წერდა და პაულა ჰავკინსი სადღაც გაიპარა. ამან ისე გამაბრაზა, რომ “პაულა, სად ხარ! პაულა, დაბრუნდი და დაწერე ეს ბოლო ნაწილი ხელახლა!”-ს ვიძახდი სახლში თუ სამსახურში. 
ნუ, დრო მკურნალია და კორონა ვირუსმა პაულა დამავიწყა. სამაგიეროდ ახლა ვფიქრობ, თუ  ზოგჯერ ძლიერმა ავტორებმაც არ იციან რა ქნან, მაშინ ჩემგან ბევრად არ განსხვავდებიან. ასე რომ, შეიძლება რამე გამოვიდეს ჩემი მწერლობიდან. მთავარია ვწერო. 
ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ფილმიც, ისიამოვნეთ.
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
როგორ ჩაფლავდა 2020 და რა შეგვიძლია
Tumblr media
ჩემი პროექტი “ბედნიერი 2020 წელი” ისე არ წარიმართა, როგორც მეგონა, თუმცა მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე. მართალია, ეს წელი შოკია, მაგრამ გადავხედე ჩემს პირვანდელ სურვილებს და ფაქტიურად გამოდის, რომ #დაეტიესახლში კამპანია ჩემი გეგმების განხორციელების კატალისტია.
Tumblr media
ესაა შანსი, რომ სამსახურში აღარასდროს დავბრუნდე და ჩემსავე ბიზნესებს მივხედო. “ხატია კომუნიკაცია” გამოვაცოცხლე და “ოკეანეა”-ც მიყვება განრიგს. ესაა შანსი, რომ წერისათვის ბევრი დრო გამოვყო ჩემს კალენდარში. ასეც ვიქცევი. მთავარია, რომ ცოცხლები გადავრჩეთ.
წარმატება არ იქმნება ერთ დღეში. ამიტომ ყოველდღიურად ვწერ. ათ წელიწადში ეს შრომა დამიფასდება და რაიმე ღირებულს შევქმნი. წარმოიდგენდით, რომ სტივენ კინგი გროშებზე მუშაობდა მასწავლებლად და დამლაგებლადაც კი? 58 წლის ასაკში გამოიცა მისი პირველი წიგნი, რომელშიც წინასწარ $400,000 გადაუხადეს. სწორედ დღეს მოვუსმინე პოდკასტს ამ თემაზე და ორი რამეა აღსანიშნავი:
ადამიანები, ვინც არ ნებდებიან, აღწევენ ფინიშს.
ყველას ესაჭიროება მენტორი ან დამხმარე, რომელიც კარგ რჩევებს მისცემს და თავისი შეცდომებისაგან იხსნის.
მოკლედ, დავიწყებ ყოველდღიურად ნაწერების გამოქვეყნებას და ველი თქვენს კომენტარებს. 
ალბათ თქვენც შეგეცვალათ გეგმები. რაზე მუშაობთ ახლა, რაც მომავალში გამოიღებს შედეგებს?
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ჭეშმარიტი არჩევანი
Tumblr media
ეს მომენტი გახსოვთ ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას"? სადაც მერლინი ახვედრებს თანამშრომელს, რომ ერთ დროს მათ მიერ შემოღებული და ახლა ნაგავზე გადასროლილი სვიტრი აცვია. "კომიკურია, რომ ფიქრობ შენ მიიღე გადაწყვეტილება, როცა ეს ჯემპრი შერჩეული იყო შენთვის ამ ოთახში მყოფი ხალხის მიერ."
ხოდა, იგივე რეაქცია მაქვს, როცა ვხედავ, რომ რელიგიის ქურქში გამოწყობილი, ირანივით აზროვნებს საქართველოს დიდი ნაწილი. კომიკურია, რომ ჰგონიათ თავის ჭეშმარიტ გზას პოულობენ, მაშინ როცა ილიამ ევროპული განვითარებისაკენ სვლა მოუწოდათ და დღესაც კი სპარსეთის მარწუხებს გონებრივად თავს ვერ აღწევენ. 
თუ სამართლიანი სახელმწიფოს მაგივრად, რელიგურ ქვეყანას ავაშენებთ, ერთ დღეს გავიღვიძებთ და თავს აღმოვაჩენთ "ირანში".
ისწავლე და იფიქრე (სწავლის გარეშე შეზღუდული ხარ ფიქრებში), ვინ გინდა რომ იყო და გახდი ის სახელმწიფო და ადამიანი! ჩვენ წარსული კი არ უნდა ვიპოვოთ, არამედ უნდა შევქმნათ მომავალი! 
youtube
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ყველას შველიან და რატომ ვიჯდე სახლში?
Tumblr media
ჩემს აზრს გიზიარებთ, რაც სპეციალისტების მოსმენით და ამბებზე დაკვირვებით შევიქმენი. საქმე იმაში კი არაა, რომ ვერ გავკურნავთ ხალხს. პრობლემა იმაშია, რომ დიდ რიცხვთან გამკლავება უჭირთ ქვეყნებს და ყველასთვის ვეღარ იცლიან დროის ან რესურსების შეზღუდულობის გამო. 
მოკლედ, თუ 100-ია დაავადებული, მეტი შანსია, რომ უმეტესობას გადავარჩენთ, იმიტომ რომ ყველასთვის იქნება დრო და აპარატურა. ამ ვირუსის ვერაგობა იმაშია, რომ მრავლდება უსწრაფესად. აი, 5000-მა დაავადებულმა პაციენტმა რომ მიაკითხოს კლინიკას, უკვე ყურადღების ვერ მიქცევის და რესურსების სიმწირის გამო ეხოცებათ ხალხი. უფრო გასაგებად, სტუმართმოყვარე ხართ და არცერთ სტუმარს არ უშვებთ სადილის ან ყავა/ჩაი/ნამცხვრის გარეშე. ერთ დღეს 365-მა ადამიანმა მოგაკითხათ. უბოდიშებთ, ყველა სხვადასხვა დღეს, ან თუნდაც ერთი დღით გვიან მოსულიყავით, კიდე მოვასწრებდი მომარაგებას და რამის შეთავაზებას, მაგრამ ახლა მართლა ვწუხვარ, როგორ ცარიელი დავრჩიო. 
ნიუ-იორკელ ექიმს ვუსმენდი. ექიმები ყოველთვის ბოლომდე ყველაფერს ვაკეთებთო, მაგრამ ეხლა სხვანაიარადააო. ყველაფერს ვერ ვაკეთებთ ხალხის გადასარჩენად და ამაზე მიკვდება გულიო. ბევრი იხოცება, ვისი გადარჩენაც შეიძლებაო. გამოდის, რომ დროში უნდა მოვიგოთ. უნდა შევამციროთ ამ ვირუსის გავრცელების შანსი. ამითი გაიზრდება ჩვენი გადარჩენის და ვირუსთან გამკლავების შანსიც.
გასაგებად განვმარტე? კი, ეხლა ყველა გადარჩა და ასე რომ გაგრძელდეს, ვიყოთ სახლში. ამით ჩვენს სპეციალისტებს მიეცემათ დრო კარგად შეისწავლონ ვირუსი და მასთან გამკლავების ეფექტურ მეთოდებს მიაგნონ. 
კანადაში გუშინდელი 6000-დან უკვე 7000-ზე ვართ დღეს. 66 დაღუპულიდან, 89-ზე. ამ რიცხვზე 118-დან 18 დღეში ავედით ყველაფრის მაქსიმალურად დაცვის პირობებში. აქ, ვფიქრობ, რომ ყველას უვლიდნენ, უბრალოდ ვერ აიტანა ალბათ მათმა ორგანიზმმა.
Tumblr media
ამავე ბოლო 18 დღეში ამერიკაში დადასტურებულების რიცხვმა 164,248-ს ხოლო დაღუპულების რიცხვმა 3,164-ს მიაღწია. 
Tumblr media
ეს რაში გვაინტერესებს? ტრენდების დასადგენად. იმედია საქართველოში რა რიცხვიცაა, ამაზე გაჩერდება, თუმცა რეალური ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ 18 დღეში ჩვენთან რა სურათი იქნება დღევანდელი რიცხვიდან და ხალხის მოქმედებებიდან გამომდინარე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმედია ეს სიზმარია, მაგრამ თუ ამდენი ხალხი მართლა იხოცება და სიზმარში არ ვართ, ჩვენთან განსაკუთრებულზე განსაკუთრებული თავდაცვითი ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ:
პატარა ერი ვართ და ჩვენთვის 100 დაღუპულიც კი უდიდესი ტრაგედია იქნება, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხება.
რესურსები შეზღუდული გვაქვს, არ ვართ მდიდრები. ყველას უჭირს და ჩვენთვის ვერავინ მოიცლის.
მხოლოდ ჩვენი გონიერებით შევძლებთ ამ ურთულესი სიტუაციის დაძლევას. დავეხმაროთ მთავრობას და ერთმანეთს ამაში. მოიწერეთ, თუ გაქვთ რაიმე იდეები ან პრობლემები, რომელთანაც მარტო დარჩით. შესაძლებელია ციფრულ სივრცეში მობილიზება და მთავრობასთან შეხმიანება ჩვენი კონსტრუქციული აზრებითა და თხოვნებით. 
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ცუდი სიზმარი? - კორონა ვირუსი
Tumblr media
ირანზე ქონდათ ისეთი მაგარი სიუჟეტი დღეს CBC The National-ზე, 22 მარტი, ვფიქრობდი, უკომენტაროდ, ეგრევე რომ გასულიყო საქართველოში, ბევრი მიხვდებოდა, რამდენად ახლოსაა ამ ქვეყნის აზროვნება ჩვენი ხალხის აზროვნებასთან. რაც ცუდია.
აქაა გადაცემა. ქართულად მოკლე ჩამონათვალს გავაკეთებ:
ირანის მეთაურის თავდაპირველი განცხადება ყოფილა ვირუსის უარყოფა, მოგონილიაო. რეაგირება არ ჰქონდათ.
ცოტა ხანში, უკვე ხალხი რომ იხოცებოდა, მოუწიათ განცხადების გაკეთება და თქვეს, რომ ჩვენი მტრების გაკეთებულია და შემოგვიგდესო.
ჯანდაცვის ხელმძღვანელი ხალხს რომ მიმართავდა და ამშვიდებდა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა, ოფლად იღვრებოდა და აშკარად ავად იყო, კორონა.
ამასობაში უფრო მეტი იხოცებოდა და მთავრობის წევრებსაც ჰქონდათ უკვე მოდებული.
აჩვენეს ასევე იმამები, რომლებიც ხალხს ეუბნებიან, რომ ალა არ გაწირავთ და უნდა განაგრძონ ლოცვა, სადაც ხალხი უფრო ავადდება და კორონა უფრო ვრცელდება. 
გადაცემა კანადელებისთვის იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს ინფორმაცია აცრასავით სასარგებლო იქნება:
დავინახავთ, რომ უნიკალურები არ ვართ და ყველა სიშტერე ჩვენი მოგონილი არაა, მოწილეებიც გვყავს.  
ეს მეზობელი ქვეყანაა, რომელიც თავს ვერ ართმევს გამოწვევას და მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ თითოეულ ადამიანს წარმომავლობის, რელიგიის, თუ მოქალექეობის განურჩევლად. ხელი შევუწყოთ მთავრობას დაგვიცვან და ხელს ნუ შევუშლით. ნუ გადავხტებით წყალში "ჩვენ არაფერი მოგვივას" ძახილით.
რა ხდება კანადაში
კანადაში გუშინდლს მერე 1400-ს გადავცდით უკვე და 20 ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას. დღეს სახლში განრიგი გავაკეთეთ ვინ გავა, როდის და რომ დაბრუნდება, როგორ დეზინფექციას გაივლის. ინფორმაციისათვის, არავინ სახლიდან არსად არ გავდივართ. მარტო ერთი ადამიანი გავა კვირაში ერთხელ საყიდლებზე, იცის როგორ ფრთხილად უნდა იყოს და რომ მოვა, გაივლის ტანსაცმლიან, მთლიანად დეზინფექციას. 
ზოგჯერ მგონია, რომ გავაფრინეთ. ყოველ დღე მგონია, რომ გავიღვიძებ მეორე დღეს და სიზმარი აღმოჩნდება ეს ყველაფერი, ან იტყვიან, რომ ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ ყოველდღე ვიღვიძებ და რიცხვები მატულობს, ვარაუდებზე მეტად და ჯერჯერობით სიტუაცია მძაფრდება ყოველდღიურად. ფაქტია.
აქ უკვე ორი მეტრი დისტანციის დარღვევის გამო ჯარიმები დაწესდა. გამყიდველებს დაუმონტაჟეს შუშა წინ, მძოღოლებთან ახლოს ასევე ვერ მიხვალ. კვირაობით ლაითი აფდეითებია ხოლმე აქ, ასე რომ ხვალინდელ ნიუსში გაირკვევა მთავრობის ახალი გეგმები. წინაპირობებიდან ისე ჩანს, რომ 5 აპრილამდე დაწესებული "ყველა ზის სახლში", გადაიწევა კიდევ რამდენიმე თვით... ვნახოთ. არანაირი შეკრება, შეხვედრა, არანაირი სტუმრობა. მხოლოდ სკაიპ ჩართვები თუ ვინმესთან შეხმიანება გვინდა.
რატომ უნდა შევუწყოთ ხელი საქ. მთავრობას და არ გადავხტეთ წყალში ანგელოზები გვიშველიანო? რესურსები და დროა პრობლემა. კანადამ დახმარება გამოყო ამდენი უცებ დაავადებული და უმუშევრებისათვის. სრულად არა, რაღაც საარსებო მინიმუმები. ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა და მაინც, უკვე ძალიან ბევრი განიცდის მომავალზე. საქართევლოში შეზღუდული რესურსები გვაქვს. ამიტომ, მხოლოდ ჩვენი გონიერება დაგვიფარავს. იღბალს არ უყვარს უგუნურები.
ვიმოქმედოთ ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით. ღმერთს და მთავრობას მადლობა, საქართველოში აქამდე მაქსიმალურად გავართვით თავი უდიდეს გამოწვევას. იმედია მალე ეს რთული პერიოდი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ ეხლა მობილიზებაა საჭირო, ყოველდღიური ჭოჭმანისა და ფეისბუქ-დავებისათვის არც დროა და არც ენერგია. ყველა ერთი მიმართულებით! 
ჯობია აღმოჩნდეს, რომ
უფრო მეტად დავიცავით თავი და ყველანი დაცულები ვართ, 
ვიდრე აღმოჩნდეს, რომ ცოტა დაგვაკლდა კარგად დაგვეცვა თავი და ახლა საფრთხეში ვართ ყველანი.
სხვათაშორის, 11 მარტიდან დავიწყე დაკვირვება. მერე დაკვირვების შედეგად გუგლს გამოვაანგარიშებინე სავარაუდო რიცხვი ყოველი მომდევნო დღისათვის, მაგრამ ... რეალური რიცხვი ყოველდღიურად უფრო მეტია. შეგიძლიათ იხილოთ. 
ყველამ იცით რა უსაფრთხოების წესების დაცვა გევალებათ, რომ ერი არ დაღუპოთ?
რა კეთდება ხალხისათვის, ვინც მცირედზე მუშაობდა, ეხლა შემოსავალი დაკარგა და ისიც არ აქვს?
Stay strong! 
1 note · View note
sxva-planeta · 4 years
Text
სტუმრები, რომლებმაც მათი ბედნიერი მომავალი შეიწირეს
Tumblr media
რადგანაც თავად ვაპირებ ფსიქოლოგიური თრილერის დაწერას 2021-ში, გადავწყვიტე ახლა რომელიმე ერთ კარგ წიგნს ჩავჯდომოდი, ინსპირაციისათვის. ცხოვრებაში დრო ცოტაა და შევეცადე კარგად შემერჩია წიგნი. არჩევანი ლიზა ჯეველის წიგნზე “ოჯახი მაღლა სართულზე” შევაჩერე.
საინტერესო ფაქტია, რომ ლიზამ პირველი წიგნი მეგობრის წახალისებით 1999 წელს 31 წლის ასაკში დაწერა. მას შემდეგ ეს ქალბატონი თითქმის ყოველ წელს ახალ წიგნს გამოსცემს, რაც ზოგადად ძალიან რთულია, ზოგიერთი მწერლის თქმით - არასასურველიც. ცხადია, ლიზა მაინც ახერხებს იყოს მკითხველის რჩეული.
პირდაპირ გეტყვით, წიგნს იმედები არ გაუცრუებია ჩემთვის. იმდენად საინტერესო იყო, რომ სამ დღეში წავიკითხე. ნაწარმოები იწყება ახალგაზრდა გოგოს დაბადების დღით, რომელიც ნაშვილებია და 25 წლის ასაკში ნამდვილი მშობლებისაგან დანატოვარს ელის. წერილს მიიღებს და ამბავიც ასე იწყება. ქონებასთან ერთად, ლიბის ოჯახის ამბების გაცნობაც უნდა და ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა მის ბავშვობაში.
პარალელურად, ლიბის ბიძა, ჰენრი, გვიყვება თავისი ბავშვობის ამბავს. ვისაც წერა გაინტერესებთ, საინტერესო შენიშვლა თქვენთვის, თუ ლიბის ამბავი დღეიდან წარსულში მიდის, ჰენრის ამბავი იწყება წარსულში და ცდილობს დღევანდელობამდე მიგვვიყვანოს. ასე რომ, რაც უფრო მეტს კითხულობთ, ორივეს (წარსული და დღევანდელობა) თავსა და ბოლოში მით უფრო მეტს იგებთ და  მოუთმენლად ელით ჩახვიდეთ იმ შუა გადამკვეთ წერტილამდე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტები მოხდა. 
Tumblr media
ჰენრი, ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლიერი ოჯახის შვილი, გვიყვება, როგორ ცხოვრობდა და რა მიზნები ჰქონდა, როცა მათ სახლში დედამისის სტუმრები მოვიდნენ. ისინი აღარ წასულან წლების განმავლობაში. ჰენრი აღწერს როგორ შეიცვალა ცხოვრება ნელ-ნელა უარესობისაკენ, როგორ დაუნგრიეს ოცნებები და რა მდგომარეობამდე მივიდა ოჯახი. დეტალებს არ მოგიყვებით, თავად გაეცანით.
ნაწარმოებს სამი მთხრობელი ჰყავს: ლუსი, ლიბი, და ჰენრი. თავიდან არ იცით, როგორ არიან ეს ადამიანები დაკავშირებული ერთმანეთთან და რა საიდუმლოებებს გაეცნობით. გარდა ამისა, წერით დაინტერესებულებისათვის, გყავთ მთხრობელები, რომლებზეც სრულად დაყრდნობა არ შეიძლება. მწერალს ბევრი საინტერესო ტექნიკა აქვს გამოყენებული, რაც ნაწარმოებს ამდიდრებს და უფრო საინტერესოს ხდის, იმდენად, რომ გუშინ სამსახურიდან დღის ბოლომდე ვკითხულობდი. თქვენ შენიშნეთ ნაწარმოების შექმნის რომელიმე საინტერესო ტექნიკა? სტილი?
ახლა, ვფიქრობ, რომ დავიდის და ბირდის თავშიც საინტერესო იქნებოდა ჩახედვა. ისინი რას ფიქრობდნენ, თუმცა შესაძლოა უკვე კაკაფონიასთან გვქონოდა ადგილი და ცუდი არაა, რომ მხოლოდ სამი მთხრობელით შემოიფარგლა ავტორი.
რას გვასწავლის წიგნი? ძალიან ბევრს რამეს. როგორ უნდა შევნიშნოთ და დავძლიოთ ჩვენი შინაგანი სისუსტეები, როგორ შეიძლება ერთ არასწორ ნაბიჯს მეორე, მესამე და მეოთხე მოჰყვეს თან. მიუხედავად ამისა, როგორ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება და ცხოვრების კურსის შეცვლა თუ ადამიანს ხედვა გაქვს.
არა მგონია ქართულად იყოს წიგნი უკვე ნათარგმნი, მოიკითხეთ. მე ბიბლიოთეკიდან გამოვიწერე ონლაინ ვერსია და ასე წავიკითხე. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
დაწერე.
Tumblr media
წერაზე დიდიხანია ვკითხულობ და აუარება წიგნები მაქვს წაკითხული. ზოგიერთს უკვე ხელმეორედაც ვეცნობი, რომ წერის პროცესი გამიადვილდეს.
თუნდაც არ გაინტერესებდეთ მწერლობა, გირჩევთ კრეატიული წერის საფუძვლებს გაეცნოთ. რატომ? პირველ რიგში ჩვენ ყველანი ჩვენი თავის და ცხოვრების ავტორები ვართ. როგორ გვინდა ვიცხოვროთ?  როგორც მწერალი შეისწავლით ნაწარმოების გმირის შექმნის პრინციპებს და მიხვდებით რომელი გმირია საინტერესო, რომელი მოსაწყენი, რომელი წარმატებული, რომელი წარუმატებელი. როგორც ავტორს, შეგიძლიათ მოიგონოთ და შექმნათ თქვენი გმირი.
ამას რომ გაიაზრებთ, რომ ცხოვრება იცვლება ჩვენი ქმედებებიდან, დროიდან და ადგილიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ პირველ რიგში ჩვენ ყველანი ჩვენი ცხოვრების შემოქმედი ავტორები ვართ. ჩვენ შეგიძლია გადავწეროთ, გადმოვწეროთ, შევცვალოთ, გავაახლოთ ჩვენი ცხოვრება ყოველ ჯერზე იქიდან გამომდინარე, რა როლი გვინდა შევასრულოთ ამ ცხოვრებაში. 
ამიტომ, კრეატიული წერის საფუძვლები იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ჩემი შვილები პირველ რიგში ამბის და პერსონაჟების შექმნას დაეუფლებიან, თუნდაც ფიზიკოსები უნდოდეთ რომ გახდნენ. ეს პროცესი 2-3 წლიდანვე შეიძლება დაიწყოს. უბრალოდ, ბავშვს თხრობისას თავად დაუსვავთ კითხვებს და თავად შეათხზევინებთ იმ ზღაპარს, რომელსაც უამბობთ.
დავუბრუნდეთ თემას. დღეს განვიხილავ write. - ს. თითოეული თავი დაწერილია სხვადასხვა ცნობილი მწერლის მიერ, რომელიც გაგვაცნობს წერის სხვადასხვა ასპექტს. ეს ციცქნა წიგნი იმდენად კარგადაა დაწერილი და იმდენად ღირებული რჩევებითაა გაჯერებული, რომ ორჯერ უკვე გავეცანი ბიბლიოთეკაში და ახლა მინდა შევიძინო, რომ სამუდამოდ ჩემს თაროზე მქონდეს, ახლოში.
პირველ თავში ჯილ დაუსონი ბიძგს გვაძლევს, რომ დავიწყოთ წერა დღეს. მისი თქმით, იდეალური დრო და იდეალური აზრები არასდროს მოგვივა, თუ წერას არ შევუდგებით. მისი თქმით, როგორც წესი, ნაწარმოები პირველი უხეში ვერსიის დაწერის შემდეგ იქმნება. 
ანდრეუ ვილერის თქმით, ყველაზე მთავარი ძლიერი პერსონაჟის შექმნაა. იქნებ ამიტომაც არ მომეწონა “ორმაგი მოქალაქეები”, რომ ასეთ მოსაწყენ მთავარ გმირს ‘დავდევდი’ იმედით, რომ რაიმე საინტერესოს მოიმოქმედებდა ცხოვრებაში. ეს რჩევა მეხმარება “გესმით ჩემი?”-ს მთავარი გმირის მოფიქრებაში. შეიძლება ის უბრალო ადამიანი იყოს, მაგრამ არაორდინალური გახდეს ახალ სიტუაციაში არაორდინალური რეაგირებით. როგორც “მამაცი გული”. ეს ადამიანია, რომელსაც თავისი ცხოვრების მოწყობა უნდა და სულაც არაა მოწადინებული “თავდადებისათვის”. უბრალოდ, ის მოხვდება სიტუაციაში, რომელშიც გმირივით იმოქმედებს. ამბავიც სწორედ საინტერესო პერსონაჟის გამო გვაინტერესებს.
ეხლა ხვდებით, ხომ, როგორ შეიძლება იგივე პრინციპით ცხოვრებაში ჩვენი როლის გაანალიზება? ერთის მხრივ, არავის არ გვინდა ჟანა დარკივით სიკვდილამდე ვიბრძოლოთ რეალურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიური პერსონაჟია. თუმცა, ღმერთო, ლარკივით მოსაწყენ ადამიანადაც ნუ მაქცევ. 
შემდეგი ნაბიჯია ჩვენი ხმის პოვნა, რომელიც შეგნებით მხედარია და ქვეცნობიერით ცხენი თურმე. ჰმმ, აი, ეს არ ჩანს ადვილი. თუმცა თუ დავაკვირდებით კონტრასტულ პერსონაჟებს და მათ “ხმას”, მივხვდებით, რაზეა ლაპარააკი. მეგ როზოფის მიხედვით, უნდა ვიცხოვროთ სრულად, ვწეროთ და ხმაც შეგვექმნება. ოქეი, მივენდობი, რადგან უკეთეს გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ ქვეცნობიერის გაჭენებასთან დაკავშირებით. 
დიალოგს რაც შეეხება, ის რაღაცას უნდა სძენდეს ნაწარმოებს. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი პარაგრაფი შეიძლება დიალოგად უკეთესად გადმოიცეს, ზოგჯერ კი პირიქით. დიალოგი მკითხველს, როგორც ჩანს, აფხიზლებს, მარტივია წასაკითხად, აზრს და პერსონაჟს უკეთესად გადმოსცემს. ხშირად მახსენდება ნოდარ დუმბაძის გმირების დიალოგები. აი, ერთ-ერთი:
- ნათესავებო და მოყვრებო, - დავიწყე მე, - დღეს ჩვენმა საამაყო შვილმა, როგორც იქნა, მოახრჩო თერთმეტი კლასი. ხუმრობა როდია 14 წელიწადი ისწავლოს ახალგაზრდამ. ახლა ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა, გამოვძებნოთ პროტექტორი. 
- რად უნდა პროტექტორი ოქროს მედალოსანს?!
- გასაუბრება ხომ იქნება, მაინც საჭიროა!
- მოგვჭრის თავს გასაუბრებაზე!
რათქმაუნდა, შეიძლებოდა მთელი აზრის მოკლედ გადმოცემა, რომ ოჯახმა შვილის მოწყობისათვის ნათესავები შეკრიბა და ერთად განიხილეს საკითხი, თუმცა, დუმბაძის ნაწარმოებების კითხვა სწორედ ამ დიალოგებითაა სახალისო. პერსონაჟები ცოცხლდებიან, ხორცს ისხამენ, თითქოს ხედავ როგორ იცინის ზურიკელას ბებია:
- სად ნახა, ამ ჩემი ცოდვით სავსემ, ჩემი ბროლივით კბილები? (ზეპირად ვიხსენებ ამას და მომიტევეთ უზუსტობა.)
მოკლედ, პიერმა, შესძინოს დიალოგმა ნაწარმოებს რამეო. ნუ ვაწყენინებთ.
შემდეგი ნაბიჯია ამბის შექმნა. ბედნიერ ადამიანებზე და მათ ბედნიერ ცხოვრებაზე კითხვა არავის აინტერესებს. ვამაყობ, რომ არასდროს არ მქონია ასეთი ბედნიერი ცხოვრება და, ასე რომ, არ მოგაწყენთ. თურმე მეხივით უნდა დავეცეთ ჩვენს გმირებს და ათას ხათაბალაში გავატაროთ, რომ ფურცელი გადაიფურცლოს და შემდეგ თავს მოუთმენლად ჩაუჯდეს მკითხველი. 
ასევე, პერსონაჟებს ზრდის და ცვლის პრობლემებთან გამკლავება. ხვდებით, ხომ რა დანიშნულება ჰქონია პრობლემებს ჩვენს რეალურ ცხოვრებაში? ისევე, როგორც ტალღებია სურფერისათვის აუცილებელი, რომ მეტი შეძლოს ყოველ ახალ ჯერზე და დახელოვნდეს. 
აღმოჩნდა, რომ იშვიათად იწერება შედევრი პირველივე დაწერაზე. პირველი ვერსია მნიშვნელოვანია, როგორც ინგრედიენტი კერძისათვის, რომელიც უნდა მომზადდეს და დამუშავდეს. კარგი იდეაა მოაყოლოთ ამბავი ყველა პერსონაჟს ცალ-ცალკე და მერე ნახოთ, ვისი ნაამბობი გამოდის უფრო საინტერესო. თურმე “დღიური და სკანდალი” რომ იწერებოდა, თავიდან ავტორს საერთოდ არ ჰყავდა ასაკოვანი ქალი პერსონაჟი. იდეას დიდხანს რომ უტრიალა და სხვადასხვა ვარიანტად წერა, აღმოაჩინა, რომ ბარბარას პერსონაჟი და მის მიერ ამბის მოთხრობა, გაამდიდრებდა ნაწარმოებს. ასეცაა. ბარბარას გარეშე რა პრიმიტული იქნებოდა სიუჟეტი. 
წიგნის მეორე ნაწილში თითოეული მწერალი დამატებით რჩევებს გვაძლევს. ყველას სათითაოდ არ განვიხილავ, მაგრამ რამდენიმეს მოგაწვდით:
წაშლა - ყველაფერს, რასაც დავწერთ, ნუ მოვახვედრებთ საბოლოო ვერსიაში. რამდენიმე წიგნი წავიკითხე, რომლებმაც დამტანჯეს: “აღიარება ხელისგულზე”, “The Art of Slow Writing” ... რუსთაველმაც თქვა, გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ითქმის. საქმის ხელოვნება იმაშია, რომ მიხვდე, რაა ამოსაღები და რა დასატოვებელი. სამაგიეროდ, ბაბლუანის წიგნი “მზე, მთვარე და პურის ყანა” მოცულობის მიუხედავად 2-3 დღეში წავიკითხე. 
ბევრი არ ნიშნავს კარგს. ეს წიგნი, რომელზეც ახლა გწერთ, ციცქნა ფორმატის და 150 გვერდიანია, თუმცა მოცულობით დიდ წიგნებზე მეტად ღირებული. 
დღიური - დღიურის წარმოება და მისი მუდამ თან ტარება აუცილებელია იდეების დროულად დასაფიქსირებლად. ბევრი ფიქრობს თურმე, რომ მისი ცხოვრება საინტერესო წიგნი იქნებოდა და ალბად, იქნებოდა კიდევაც, კალამს და რვეულს რომ იღებდნენ და წერდნენ. წლები გავა და ჩვენ მათზე ვერაფერს გავიგებთ. 
ყოველდღიურობა - ჰმმ, სადღაც ვკითხულობდი ახლახანს, რომ რამდენიმე დღე რომ არ ვიაროთ, სიარულს გადავეჩვევით. აა, ჰო, იმ სიტყვებით გადაჭედილ წიგნში ეწერა “The Art of Slow Writing”. უნდა დავეთანხმოთ ამაში და წერაც ასეა. ჩემი გამოცდილებით, ხატვაც და ყველაფერი. რასაც აღარ საქმიანობ, ივიწყებ. რასაც ყოველდღიურად აკეთებ, იმაში ხელოვნდები. აქედან გამომდინარე, კითხვაა, რაში გინდა დახელოვნდე? გააკეთე ის ყოველდღე.
გასეირნება - ბუნებაში გასეირნებით ათასი ახალი იდეა შეიძლება აგვეკვიატოს ნაწარმოებისათვის. “იცხოვრე”-ში გასეირნება აუცილებლად შედის.
ნუ დაელოდები შთაგონებას - ვინც შთაგონებას ელოდება, თურმე კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი. თურმე წერა იწყება წერით. წარმოიდგენდით?
იკითხეთ - წიგნების კითხვა, განსაკუთრებით იმ ჟანრში, რომელშიც წერთ, დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ნამუშევარი. Home Sweet Home-ით ხალხის დაფრთხობა მინდა და ამიტომაც ახლა ფსიქოლოგიურ თრილერებს დავეწაფები. რამე წიგნის ან ფილმის რჩევები თუ გაქვთ, მომწერეთ.
წიგნის ბოლო და მესამე ნაწილში, ყოველი ავტორი იხსენებს როგორ შექმნეს თავისი წარმატებული ნაწარმოები.
იმედია შემოქმედებითი წერით დაინტერესდით და გაეცნობით. რაიმე კითხვები ან რჩევები?
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ნაწარმოების გმირებმა მისია დაკარგეს?
Tumblr media
ალიქს ოჰლინის “ორმაგი მოქალაქეების” კითხვა დიდი აღტაცებით დავიწყე. წიგნი კარგად იკითხება, რადგანაც ალიქსი მართლაც მომხიბვლელად წერს დებზე, ლარკსა და რობინზე, რომლებიც ფაქტიურად თავისით გაიზარდნენ, რადგანაც დედა სითბოს და ყურადღებას საერთოდ არ იჩენდა მათ მიმართ, არც ახალგაზრდობაში და არც სიბერეში. 
ალიქსის წერის სტილმა მართლაც გამიტაცა და ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ რაიმე საინტერესო მოხდებოდა, მაგრამ წიგნში ისე ჩვეულებრივად მიედინება ცხოვრება, როგორც ზოგის ცხოვრებაში - მდორედ და მოსაწყენად. იქნებ არა ავტორი, არამედ ლარკია, რომელიც ამბავს გვითხორბს, ასეთი მოსაწყენი და სენტიმენტალური? 
რა ისწავლა ლარკმა? რა პრობლემები გადალახა, როგორ და რითი გაიზარდა შინაგანად? დედათი უკმაყოფილოა, გააჩინა ბავშვი და გადაუღო ვიდეო. მე უფრო ძლიერი, ყოჩაღი, თამამი გმირები მხიბლავენ, გმირები, რომლებიც დადებით ცვლილებას ახდენენ თავის ან ვინმეს სამყაროში და are not just getting by. (ქართულად: დინებას არ მიყვებიან)
სათაურზეც ვფიქრობდი, რომ მოხდენილად ექნებოდა შერჩეული და რამე დამაკავშირებელ იდეას ვიპოვიდი ნაწარმოებში, თუმცა იმედები გამიცრუვდა. “ორმაგი მოქალაქეობა” ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით ვერაფერთან დავაკავშირე.
მიუხედავათ ასეთი მკაცრი შეფასებისა, მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა წაიკითხოს. ლარკის თავგადასავალში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემებს უმკლავდებიან ან ვერ უმკლავდებიან და საინტერესოა ამ ყველაფერზე დაფიქრება.
ზოგადად, ასეთი მოსაწყენი გმირები თუ არიან გმირები, ყველანი გმირები ვყოფილვართ. მინდა წავიკითხო ჩემზე ძლიერ და კრეატიულ ადამიანზე, რომელიც შთამაგონებს ახალ მწვერვალებს მივაღწიო ცხოვრებაში. 
რადგანაც თავად ვწერ, წიგნმა დამაფიქრა ნაწარმოების დანიშნულებაზე. რატომ ვწერთ? ნაწარმოებს ალბათ სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. ილია ჭავჭავაძე წერდა კლასთა თანასწორობისათვის, აძლევდა ხმას გლეხებს. ასევე, წერდა იმისათვის, რომ საქართველოს უკეთეს მომავალზე საჯაროდ ემსჯელა. ნოდარ დუმბაძე წერდა იმისათვის, რომ ის ადამიანობა და სამყარო გადმოეცა ჩვენთვის, რომელიც თავად გამოცადა.
ჰმმ, ესე იგი, ჩემი ყოველდღიურები რომ გავასწორო და შევკრა ერთ ამბად, გამოდგებოდა ნაწარმოებად? ვშიშობ, რომ არა. პრინციპში, ალბათ გააჩნია რა გვაქვს მიზნად. “გესმით ჩემი?” მინდა დისკომფორტი შეგვიქმნას, დაგვისვას კითხვები, რომლებზეც პასუხების მოძიება არ იქნება ადვილი, დაგვავალდებულოს კომფორმისების ნაცვლად ვიყოთ კრიტიკულად მოაზროვნეები და თამამები. სამაგიეროდ, მეორე ნაწარმოების იდეა მაქვს, რომლითაც მინდა უბრალოდ წერაში გავივარჯიშო და “Home Sweet Home”-ით ხალხი კარგად შევაშინო. არანაირი ღრმა აზრი არა მგონია მქონდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
არ ვიცი "ორმაგი მოქალაქის” მიზანი რა იყო. გაეცანით ნაწარმოებს? თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ? რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ მასში? ამის მერე რომელი წიგნის წაკითხვას მირჩევდით და რატომ?
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
ნაწარმოები “გესმით ჩემი?”
Tumblr media
აღარ მახსოვს ეს როგორ მოხდა, მაგრამ ნაწარმოების იდეა თავისით მოვიდა ჩემთან. იდეიდან რაიმეს შ���ქმნამდე რთული გზა ყოფილა გასავლელი, ამიტომ ჩემი კალენდარი შევცვალე და ყველა არასამსახურეობრივი აქტივობა წერით ჩავანაცვლე. მოტივაციისათვის, ამ ბლოგზე პროგრესის გრაფაც დავამატე და შევუდექი საქმეს. შეაფასებდით გზადაგზა ნაწარმოებს?
0 notes
sxva-planeta · 4 years
Text
პროექტი “ბედნიერი 2020 წელი”
Tumblr media
დრომ დაარაზგონა. ახალი წლის დადგომამდე ტრადიციისამებრ, ვაანალიზებ გასულ წელს და დამდეგი წლის გეგმებს ვადგენ, რადგანაც “მიზანი მხოლოდ ოცნებაა გეგმის გარეშე”. თქვენ რა შუაში ხართ? ვიმედოვნებ, რომ ჩემი ტრადიცია ინსპირაცია იქნება თქვენთვის და უკეთეს გეგმებს დაისახავთ. 
წარმატება მუშაობის შედეგია. რას მივაღწიე? ამ წელს არც არაფერს. 2019 წელი აღმოჩნდა ახალი საძირკვლის შენების პერიოდი. მომავალ გაზაფხულს ნერგები გაყვავილდება. იმედია რაიმეს მიღწევის პროცესი თქვენც ისეთივე სიამოვნებას განიჭებთ, როგორც შედეგების მომკვა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ შედეგებს დრო და შრომა სჭირდება. 
რამდენიმე სიახლე:
კანადაში დავარეგისტრირე “ოკეანეა”, რომელიც იანვრიდან აღაფრთოვანებს პროდუქტიულობით და კრეატიულობით დაინტერესებულ კანადელებს. როცა ბიზნესი მომძლავრდება, ქართველი მეწარმეების ჩართვაზეც ვფიქრობ. გაქვთ კომპანიისათვის შესაფერისი და საინტერესო პროდუქტი? შემოგვთავაზეთ. საჭიროების/როცა-დრო-მოვა შემთხვევაში, გამოგეხმაურებით. გაითვალისწინეთ, არაა აუცილებელი მასიური მწარმოებელი იყოთ. ხელნაკეთი ნივთების პრომოციაც შეიძლება.
“ხატია კომუნიკაცია” საქართველოში მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტებით შემოიფარგლება. პატარ-პატარა საქმეებისათვის აღარ ვცდები. სამაგიეროდ, სიამოვნებით ვერთვები საინტერესო პროექტებში და დავეხმარებოდი ქართულ კომპანიებს კანადურ ბაზარზე შედეგების გასაუმჯობესებლად.
ამჟამად, ვმუშაობ გამომცემლობის მარკეტინგში და ჩემი სახელი და წყნეთური გვარი ყოველ ჟურნალში რჩება კანადის ისტორიას.😁 
გუშინ წლის კალენდრის აწყობას მოვრჩი. ყველაფრის დრო განსაზრვრულია. თუ თქვენც დაინტერესებული ხართ 2020 მაქსიმალურად გამოიყენოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
ჩამოწერეთ 2020-ში რას გინდათ მიაღწიოთ. ამ სიაზე მხოლოდ 2-3 რამე უნდა დაიწეროს. ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანესი რამეები და არა “ახალი საპოჟკები”, რიჰანას რო აქვს, ისეთი.” ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახურის პოვნა, მოგზაურობა, რაიმეს შესწავლა, ოჯახური ჰარმონიის აღდგენა და ა.შ. თითოეულ მათგანს მიაწერეთ რიცხვი, როდის ხდება ეს ყველაფერი?
ეხლა ჩამოწერეთ სხვა ფურცელზე ყველაფერი დანარჩენი, რაც გინდათ. "საპოჟკები” არც ამ სიაზე ხვდება. 
ნივთებისა და კონსიუმერიზმისათვის ერთი ცალკე სია გააკეთეთ. ჩამოწერეთ, რისი ყიდვა გინდათ. რამე რომ მოგინდებათ, ყიდვის მაგივრად, ჯერ ამ სიაზე მიაწერეთ. მერე, როცა მოიცლით, სია დაათვალიერეთ და კარგად მოიფიქრეთ რა და როდის გჭირდებათ. მე, როგორც წესი, არაფერს არ ვყიდულობ, თუ ამ სიაზე უკვე თვეები არ წერია და 10-ჯერ მაინც არ დამჭირდა. ყველაფერი თქვენს შესაძლებლობებზე (რამდენად ამოუწურავი რესურსები გაქვთ?) და მსოფლმხედველობაზეა (რამდენი ნაგავით გინდათ სამყარო დატვირთოთ?) დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ ნივთებს ადამიანები და გამოცდილებები ჯობია. ეწვიეთ მეგობრებთან ერთად მუზეუმს, ისწავლეთ რამე ახალი, რაიმე თავად შექმენით.
მოიფიქრეთ რას აკეთებთ ამ წელს თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის? გაითვალისწინეთ, დღეგამოშვებით მინიმუმ 30 წუთი ვარჯიშია საჭირო, რომ ჯანსაღი ორგანიზმი შეინარჩუნოთ.
მოიფიქრეთ, რას გააკეთებთ ამ წელს თქვენი მენტალური მდგომარეობისათვის? 
სულიერი მდგომარეობისათვის?
სოციალური?
Tumblr media
არის კიდევ რამე, რაც ამ წელს გინდათ რომ გააკეთოთ? ჩემი მაგალითები:
სამსახურეობრივი წინსვლა (ჩემთვის უფრო ზუსტად და კონკრეტულად ვიცი რაც მინდა)
“ოკეანეა” rocks პროექტის განხორციელება და ერთი ფიზიკური ლოკაციისთვის მზადება.
მართვის მოწმობის განახლება და მანქანა
24 წიგნის წაკითხვა (აუცილებლად წაიკითხეთ The 7 habits of highly effective people და ცხოვრების სწორად დაგეგმვაზეც იფიქრეთ)
ტოსტმასტერების ჯგუფში მონაწილეობა
კრეატიული წერა
ქართული ენის სასწავლო წიგნის განახლება
კანადაში სანაცნობო წრის გაფართოება
წიგნების განსახილველად ქართულენოვანი პოდკასტი გავაკეთო, რომ სწრაფად მოვასწრო ხოლმე შთაბეჭდილებების გაზიარება.
ა.შ.
საბოლოო სიას რომ შეადგენთ, თავში ძირითადი 2-3 მიზნით დაიწყეთ და ბოლოში ყველაფერი დანარჩენი მიაწერეთ. გვერდზე თითოეულს მიაწერეთ კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად:
კანადაში სანაცნობო წრის გაფართოება >> ყოველკვირეულად მინიმუმ ერთი ღონისძიების დასწრება და ყველა საინტერესო პირის გაცნობა. IABC-ში მოღვაწეობა.
კალენდრის აწყობა
როცა მზად გექნებათ, გახსენით გუგლ კალენდარი და დაიწყეთ თქვენი პროექტის “ბედნიერი 2020 წელი” აწყობა. რა უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად ამ წლის განმავლობაში, რომ ყველაფერი განახორციელოთ?
პირველ რიგჩი მონიშნეთ მუშაობის ბლოკი კალენდარზე. გაითვალისწინეთ, რომ ძილი გჭირდებათ. 24სთ-8სთ (ძილი)-8სთ (მუშაობა)=დაგრჩათ კიდევ 8 სთ დღის განმავლობაში. ხომ ასეა?
ახლა, ამ დარჩენილ დროებში მონიშნეთ როდის, რას და როგორ გააკეთებთ წლის განმავლობაში, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ. ერთი კვირის განმავლობაში გადაკეთება-გადმოკეთების შემდეგ, ჩემი კალენდარი მზადაა წლისათვის. გაითვალისწინეთ რომ ნაკლები უფრო მეტია. ფოკუსი მნიშვნელოვანია და თუ ბევრი რამის კეთებას მიჩვეული არ ხართ, ჯობია ისეთი კალენდარი ააწყოთ, რომელიც რთული იქნება, მაგრამ გაართმევთ თავს. 
საბოლოოდ, შეადგინეთ ძირითადი მიზნებისაგან შედგენილი მოზაიკა კანვასზე, ამობეჭდეთ და გადააკარით ტელევიზორზე და ფბ-ზე, რომ დროის ფლანგვის მაგივრად, საქმეს მივხედოთ. 😅😜ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ და განახორციელოთ. აქაა ნიმუში:
Tumblr media
წარმატებულ 2020 წელს გისურვებთ! თუ რაიმე კითხვები, მოიწერეთ.
0 notes