Tumgik
skhvavacamp-blog · 8 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
ლევანი რაჭიდან უკვე სტუმრად ჩამოდის.
ჩამოვა, სურათებს დამიტოვებს და ისევ წავა.
რაც იქ ხდება, მისი მონაყოლიდან ვიცი. და სურათებიდან.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ძალიან ეხმარება. განსაკუთრებული მადლობა იკას, გელას, ვახოს და ზურას.
რომ ჩამოვა, თვითონ უფრო დეტალურად დაწერს ამ ადამიანების გმირობების შესახებ :) გუშინწინ ჩამოვიდა, დღეს ისევ წავიდა :) სამაგიეროდ, ცოტა ხანში სრულფასოვანი ჭა გვექნება.
0 notes
skhvavacamp-blog · 8 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მოგესალმებით :) ბევრი სიახლით ვარ სავსე :) პირველ რიგში, როგორც შეგპირდით, ჭის ამოთხრა დავიწყეთ. მაგრამ სურათების თანმიმდევრობას მივყვებით და გეტყვით, რომ გზა გავწმინდეთ საკემპინგე ადგილამდე, რომ ჯიპით მისვლა იყოს შესაძლებელი. ამაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტრაქტორი და სუპერ მძღოლი დაგვეხმარნენ. ერთი მონაკვეთი საშინელ მდგომარეობაში იყო და საერთოდ ახალი შემოვლითი გზა გავჭერით :)
ამავდროულად, ყოველ დილა-საღამოს ვმუშაობდით ჭის ამოთხრაზე. რამოდენიმე დღე ვთხრიდით და, აი, ის ნანატრი წამიც, როცა ერთ-ერთი გვერდიდან გამოვიდა წყალი. მგონი, მთელს ზემო სხვავას გაუხარდა ამ ამბის გაგება. დაგვჭირდა დახმარება დაახლოებით 3 მეტრის სიღრმის მერე. ბატონი გელა მაჩაიძე, ღვთისნიერი კაცი, რომელიც მუდამ მზადაა ადამიანს დაეხმაროს, ამოვიდა დილაუთენია სხვავა კემპში და ჭის ამოთხრაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ ეტაპზე დაახლოებით 4 მ და 50 სმ-ის სიღმეზე ვართ ჩასულები, კიდევ დაგვრჩა 2 მეტრი ამოსათხრელი. 
წამოსვლამდე შევხვდით ამბროლაურის გამგებელს, ბატონ მალხაზს, რომელმაც პირობა მოგვცა, რომ “სხვავა კემპში” სოფლის წყალიც გვექნებოდა და გზასაც მაქსიმალურად შესაძლებელ ვადებში რეაბილიტაციას გაუკეთებდნენ. ნამდვილი მეგობრული პირობა იყო, ვფიქრობთ, მან მართლაც დაინახა ჩვენი გეგმა და სურვილი, რომ სხვავაში ტურისტული ზონა გაკეთდეს. რაღათქმაუნდა, ჩვენი შვილები გვგულშემატკივრობდნენ. ნემოც სრულად დაესწრო ამ აქტივობებს. 
რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნება მოგვიწია. გზად გორში შევიარეთ, წყლის სინჯები დავტოვეთ და პასუხად მივიღეთ, რომ უპრობლემოდ შეიძლება ამ წყლის სასმელად გამოყებენა. (სინჯებს რომ ვიღებდით, ბოთლები გაიყინა, ზაფხულში კარგი ცივი წყალი გვექნება:) ). წყლის სპეციალისტი, ბატონი გელა, ქალაქ გორიდან, დაგვეხმარა ამ ყოველივეში და მეგობრული  ნახატიც გადმომცა, თუ როგორ უნდა დაბოლოვდეს ჭის სამუშაოები, ფილტრაცია, ეტაპები და ასე შემდე. ორშაბათს ისევ მივდივართ რაჭაში, ბოლო 2 მეტრსაც ამოვთხრით და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გვექნება გადადგმული. 
ბოლო ფოტოთი ნებისმიერმა შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჭის კეთებისას და საერთოდაც, როგორც ვატყობთ, სიკეთით წამოწყებული საქმე სიკეთითვე გრძელდება და, როგორც ზღაპრებშია, სიკეთითვე დამთავრდება, სადაც თავისივე დასაწყისს შეიძენს “სხვავა კემპის” სახით...
0 notes
skhvavacamp-blog · 8 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media
“სხვავა კემპისკენ” მიმავალი ჭის რკალები
ორი დღის წინ ხდებოდა ის, რასაც სურათებში ხედავთ, როგორც იქნა, ავიტანეთ ჭის რკალები, ამბროლაურიდან სხვავაში. ერთი შეხედვით ადვილი ჩანს მაგრამ რომ იცოდეთ, რამდენ რამეზე მოგვიწია არარეალურად დიდი დროის დახარჯვა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ რაიონულ ცენტრში ყველაფერი რთულდება, თუმცა ჩვენ უკან არ ვიხევთ, ყველაფერს ვაკეთებთ მიზნის მისაღწევად, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ დახმარებისთვის და ჩვენს ბლოგში ვახსენოთ რამდენიმე ადამიანი, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სხვავის გამგებელი, ბატონი ნოდარი, მოგვეხმარა მძღოლის მოძებნაში, კამაზის მძღოლის ბატონი მერაბი, რომელიც ძალიან გამოირჩევა პასუხისმგებლობით საქმისადმი და ეს მის კამაზს ხედავთ სურათებში, მაგრამ სანამ დავიწყებდით ატანას, მძღოლისთვის უნდა გვენახებინა თუ სად მივდიოდით და მას უნდა გადაეწყვიტა, ავიდოდა თუ არა მანქანა იქ, ამბროლაურის ტურიზმის დეპარტამენტიდან, ვახო იაშვილი მოგვეხმარა და გზების ვარიანტები შესთავაზა ბატონ მერაბს, თვითონაც დაათვალიერა ჩვენი “სხვავა კემპის” ტერიტორია და როგორც თქვა ადგილზე მისვლისას, მართლა გაკვირვებული დარჩა - “სუპერ ადგილიაო:)” 
კამაზზე ამწემ დადო ეს რკალები, ამწე კი ბატონმა ჯემალმა გვაპოვნინა, რომელიც უკვე ვახსენეთ წინა პოსტში, იმ ორი სპეციალისტიდან ერთ-ერთია, რომელიც წყლის მოძებნაშიც დაგვეხმარა, მოკლედ დაგვაკავშირა ბატონ ვასოსთან და ამწესაც დიდი პლიუსი დაესვა ჩვენს საჭიროებათა სიაში. აქვე გეტყვით რომ ტრანსპორტი და სხვა პრობლემები იმდენად აქტუალური არ იყო რამდენადაც ამინდი, საერთოდ იმიტომ ჩავედით ორი დღის წინ რაჭაში, რომ გვითხრეს უკვე ერთი დღეა არ უწვიმიაო და იმის იმედად ვიყავით რომ კიდევ 1 დღეც არ იწვიმებდა, მართლა გაგვიმართლა, ჩვენს ბანაკში, ამხელა მანქანით მისვლას ნამდვილად ჭირდება კარგი ამინდი. პირველ ჯერზე 4 რკალი ავიტანეთ და წყაროსთან მეზობ���ები დაგვხვდნენ, ახალგაზრდა ძმები გიორგი და ვასიკო, ილო, გამგებელი ნოდარი და გელა, ალბათ ფიქრობთ რა საჭიროა მათი ხსენება, მაგრამ დამიჯერეთ რომ არა ეს ხალხი საერთოდ ვერ ჩამოვიღებდით მანქანიდან ამ რკალებს. ამწე სოფელში ვერ ადის, ასე რომ ხელით უნდა ჩამოგვეღო, თითოს წონა კი 600 კგ- მდეა, ასე რომ ამ ადამიანებმა იმხელა დახმარება გაგვიწიეს რომ ვერც კი აგიწერთ. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ რკალების ჩამოგდება არ შეიძლებოდა იმიტომ რომ ეგრევე დაიშლებოდა, ილომ გვათხოვა 2 გრძელი რკინის მილი და კამაზის საბარგულიდან დავაგორეთ ეს უზარმაზარი რკალები. დეტალებში მოყოლას ალბათ უამრავ დროს დავუთმობთ:) ერთი რამ კი აღსანიშნავია: შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, ამას ყოველ წამს ვგრძნობდით იქ. სოფელში მაცხოვრებლების პატარა ნაწილსაც იმედი მიეცათ, რომ მალე გამოცოცხლდება იქაურობა.
მადლობა ყველას დახმარებისთვის და შემდეგ ეტაპზე ნიჩბით ხელში გვნახავთ, მალე ხომ ჭის თხრას დავიწყებთ და შეგეხმიანებით:)
2 notes · View notes
skhvavacamp-blog · 8 years
Photo
Tumblr media Tumblr media
გუშინ ჩამოვედით რაჭიდან, წყალი გვექნება:) 
წაყვანილი გვყავდა სპეციალისტი, რომელსაც იქ დახვდნენ რაჭველი სპეციალისტები, მერე თვითონ სხვავის წყლის სპეციალისტს შევხვდით და 5 სპეციალისთთან ერთად ვიყავით ჩვენს საბანაკე ტერიტორიაზე დასაზვერად ასულები, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვაკეთებთ ჭას, და ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დავიწყეთ მასალების და ხელოსნების მოძიება, თუმცა აღმოჩნდა რომ უძლიერესი სპეციალისტები ვინც იყვნენ ამ სფეროში, სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან:( ამასობაში ისიც გავარკვიეთ რომ ერთი მეტრი ჭის ამოთხრა 150-200 ლარი ღირს, მერე ათასი მასალა ჭირდება და მოკლედ ერთი ჭა დაახლოებით 3000 დან 5000 მდე დაჯდებაო, ამიტომაც მოვიშველიეთ youtube.com :) და აღმოჩნდა რომ ნებისმიერს ვისაც არ ერიდება მიწასთან მუშაობა შეუძლია ჭის გაკეთება, რათქმაუნდა კონსულტაცია უნდა გაიარო მცოდნეებთან და შენი ხელით გაკეთებული, მინიმუმ 2000 ათასით უფრო იაფი იქნება საბოლოო ჯამში, ასე რომ გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი ფინანსებით ვიყიდოთ ჭისთვის აუცილებელი რკინა-ბეტონის რგოლები, ხრეში, ქვიშა, რამოდენიმე განსხვავებული ზომის ბარი, 3 ან 4 სათლი და რაც მთავარია წყლის ტუმბო, რომლის ფასიც ამ წუთისთვის არ ვიცით, იმიტომ რომ არ ვიცით რა სიმძლავრის დაგვჭირდება. ასე რომ დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს შემდეგ სიახლედ გაცნობებთ თუ როგორ მიდის ჭის სამუშაოები, წარმატებები ჩვენს თავს და თუ ვინმეს რამე სასარგებლო რჩევა შეგიძლიათ მოგვცეთ არ მოგერიდოთ ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმერის აზრს, დიდი მადლობა:)
0 notes
skhvavacamp-blog · 8 years
Text
წყარო
დიდი ხანი გავიდა ბოლო პოსტიდან. ბოლო ქმედითი ნაბიჯი ის იყო, რომ ელექტრო ენერგია მივიყვანეთ მომავალ საბანაკე ადგილამდე. იმ დღის მერე ვცდილობთ, ასეთივე წარმატებით მოვაგვაროთ წყლის პრობლემა. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და გვინდა, ავარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური. გვჭირდება ამ საქმის პროფესიონალი, რომ რჩევები ვკითხოთ. მაგრამ ვერ ვნახეთ ასეთი ადამიანი… დღემდე და, აი, დღეს ვიპოვნეთ ამ საქმის მცოდნე, ავწონ-დავწონეთ ყველაფერი. დავსახეთ უახლესი სამოქმედო გეგმები და იმედებით სავსეები ვწერთ ახალ პოსტს. იმედი გვაქვს, მალე წყალი გვექნება და დანარჩენი სამუშაოების დაწყებასაც შევძლებთ. ყველაფერს აუცილებლად შეგატყობინებთ.
0 notes
skhvavacamp-blog · 8 years
Text
27/08/15-ში გვქონდა პირველი პოსტი, ალბათ, ბევრი სკეპტიკურადაც იყო განწყობილი, რაც ჩვენ სტიმულს გვმატებს და, აი, ორთვენახევრის შემდეგ, გვინდა, შევაჯამოთ, თუ რა გავაკეთეთ.
ელექტროენერგია (რომელიც არავის ეგონა, რომ ოდესმე ისევ იქნებოდა იქ), რამაც ჩვენთან ახლოს მიტოვებული უბნის მაცხოვრებლებს გადააწყვეტინა უკან დაბრუნება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.
მანქანა Mitsubishi Delica ვიყიდეთ. ფოთიდან რომ მოგვყავდა, გადავწყვიტეთ, პირდაპირ რაჭაში წავსულიყავით და “დელიკოს” ვაჩვენეთ ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად მოუწევს სიარული.
Tumblr media
შემდეგი და ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია წყლის მიყვანა ბანაკამდე. ამ საკითხზეც ვმუშაობთ და როგორც კი მოვაგვარებთ, შესაძლებელ იქნება ინფრასტრუქტურის შენების დაწყება.
გეგმას მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ 2016 წლის ზაფხულში “სხვავას ბანაკი” უმასპინძლებს სტუმრებს, რომელთაც შეეძლებათ, კარვებით დაბანაკდნენ, მიმდებარე ტერიტორია დალაშქრონ და რაჭა აღმოაჩინონ.
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
ეს კი ჩვენი პირველი ოჯახური ლაშქრობის ფოტოები.
0 notes
skhvavacamp-blog · 9 years
Text
ოქტომბრის ბოლო სხვავაში
Tumblr media Tumblr media
შეპირებული მრიცხველის სურათი
Tumblr media Tumblr media
ჩვენი მეზობელი :)
Tumblr media
1 note · View note
skhvavacamp-blog · 9 years
Text
დაე, იყოს სინათლე!
Tumblr media
კიდევ ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი გავიგეთ დღეს:
6 ოქტომბერს ენერგო პრომ ჩვენს საბანაკე ადგილამდე ელექტროენერგია მიიყვანა.
გაბრაზებულები იმით, რომ 20 ოქტომბერს 45 სამუშაო დღე გადის და არავინ შეგვხმიანებია, მივედით ენერგო პროს თბილისის ოფისში, სადაც გავარკვიეთ, რომ 6 ოქტომბერს მრიცხველი დაიდგა ჩვენს ღობესთან. მერე გადავრეკეთ სხვავაში და, თურმე, მართლაც, ერთდღიანი მუშაობის შედეგად ჩვენი სოფლიდან საბანაკო ადგილამდე ჩასვეს ბოძები, გაჭიმეს სადენები და დააყენეს მრიცხველი.
ძალიან გვიხარია, რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ამხელა ნაბიჯი გადავდგით წინ.
დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ, რამხელა ნაბიჯია ეს ჩვენთვის:
საბანაკე ადგილი უნდა იყოს ბაბუაჩემის ყოფილ სათიბში, რომელიც სოფლიდან არის დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით. ანუ ერთი კმ. ცარიელი მინდვრები, თან აღმართი. თითქმის არავის სჯეროდა, რომ იქ ელექტროენერგიას მივიყვანდით, არ სჯეროდათ იმიტომ, რომ თვითონ არ იციან და არც აქვთ სურვილი, იცოდნენ, რის მოთხოვნის უფლება აქვთ, როცა ფულს იხდიან.
ეხლა ბევრად უფრო მოტივირებულები ვართ, თოვლის მოსვლამდე წყლის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. აქაც სულ “არაფერი გამოგივათ” გვესმის, მაგრამ მალე დავამტკიცებთ საწინააღმდეგოს.
ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ტურისტულ რუკაზე რაჭა გაჩნდეს და ყოველ წელს უფრო გააქტიურდეს.
ძალი���ნ დიდი გეგმები გვაქვს და ყველაფერი გამოგვივა :)
2 notes · View notes
skhvavacamp-blog · 9 years
Photo
Tumblr media Tumblr media
დიდი პაუზის შემდეგ სიახლეებით გიბრუნდებით, თან კარგი სიახლეებით:)
პირველ რიგში სხვავაში ელექტრო ენერგიის ამბავს მოგიყვებით.
დავრეკეთ კომპანია “ენერგო პროში”  და მოკლედ და კონკრეტულად გვიპასუხეს რომ 45 სამუშაო დღეში მრიცხველი იქნება თქვენს ეზოშიო. ეს 45 დღე კი ზუსტად 20 ოქტომბერს გადის ასე რომ თვის ბოლოს ელექტრო ენერგია იქნება სხვავის ბანაკში.
ამავდროულად დამთავრდა წყალგაყვანილობა თვითონ სოფელ სხვავაში, მაგრამ ჩვენი ბანაკი სოფლის ზემოთ არის და იქ სხვა საშუალებებლით უნდა ავიყვანოთ წყალი, ამისთვის კი მივდივართ “ექსპოჯორჯიაში” გამოფენაზე რომელიც ზუსტად ამ მიმართულებითაა. ანუ უნდა ვიპოვოთ რაიმე მარტივი გზა, რომ წყალი მივიყვანოთ სოფლიდან ბანაკამდე, ან იქვე მოვიძიოთ წყაროები და თავი მოვუყაროთ ერთად, მერე ჩვენკენ მივცეთ მიმართულება და ბანაკში მთის კარგი წყალი გვექნება.
მეც კი გამიჩნდებოდა კითხვა, ეს მანქანის სურათები რა შუაშია ამ პოსტთანთქო, და აი გეტყვით, ეს ჩვენი ახალი პიპია, როგორც იესო და სონია ეძახიან, პიპია კი სინამდვილეში ძალიან დიდია, კომფორტული და რაც მთავარია, ჩვენია:) დღეს ვიყიდეთ, გზაშია იაპონიის წყლები გამოიარა და მალე თურქეთშიც იქნება და მერე უკვე ფოთში, იმედი გვაქვს თვის ბოლოს ჩამოვიყვანთ და კარგადაც დავბრენდავთ, “მოგზაურ ბავშვთა კლუბის” ლოგოთი. მანქანის ყიდვა დიდხანს გაგრძელდა, არჩევა არ იყო ადვილი, ძალიან სამწუხაროა მაგრამ ყველას გამდიდრება უნდა, ბიზნესის ადამიანურად წარმართვა კი საერთოდ არცკი სმენიათ რა არის, გაფუჭებულ და იაფიან მანქანებს ძალიან ძვირად ყიდიან, ასაღებენ როგორც ახალს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ბევრი ვეძებეთ იაპონურ აუქციონებზე, საქართველოშიც, ბოლოს კი აი ამ ვერცხლისფერს გადავაწყდით. მფლობელთან ხელშეკრულებაც გავაფორმეთ მანქანის მდგომარეობასთან და ფასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს კარგი მანქანა ჩამოვა, რომელსაც მთლიანი დატვირთვით გამოვიყენებთ “სხვავის ბანაკისთვის”
ჯერ-ჯერობით ეს არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები და როგორც კი რამე ახალი იქნება, ისევ დავწერთ.
1 note · View note
skhvavacamp-blog · 9 years
Photo
Tumblr media Tumblr media
ამ წუთას ვართ ყაზბეგში, კერძოდ გერგეთზე. კარავში თბილა და გვგონია რომ ყველვან თბილა. 😄 იმდენი რამ აღმოვაჩინეთ და მოვინიშნეთ ჩვენი "სხვავასთვის". სანამ დღვენადელი პოსტის მთავარ ეტაპზე გადავიდოდეთ, გეტყვით რომ აქ ძალიან კარგია, ულამაზესია აქაურობა. სოფელ ჯუთაში არ წავედით რადგან "ზეთა კემპმა" გვითხრა რომ ქორწილს მასპინძლობენ და ადგილები არ აქვთ. ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ ყაზბეგის მთები გვენახა. ხვალ ვაპირებთ სოფელ სნოს გადასახვევთან რომ ჩანჩქერებია ისინი დავლაშქროთ და დავბრუნდეთ თბილისში. მანამდე გეტყვით რომ როგორც აქ, ისე ალბათ სვანეთში და სხვა მაღალმთიან რაიონებშიც ყველგან შეხვდებით მანქანა Mitsubishi Delica-ს. სწორედ ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ამ პოსტში. ჩვენ 2012 ში გვყავდა ეს მანქანა და შემოვიარეთ ნახევარი საქართველო, ასეთი კმაყოფილი არცერთი ავტოთი არ ვყოფილვართ და აი ზუსტად აქ ყაზბეგშიც შეხვდებით უამრავ დელიკას. გადავწყვიტეთ თბილსში ჩასვლისთანავე საბოლოოდ დავიწყოთ ამ მანქანის ყიდვაზე ზრუნვა, საბოლოოდ იმიტომ რომ აქამდეც გადაწყვეტილი გვქონდა, სხვავაში ასასვლელად და მითუმეტეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს მანქანა წყალივით და ელექტროენერგიასავით საჭიროა. ამ საკითხშიც გადავდგით რამოდენიმე ნაბიჯი, გავყიდეთ ჩვენი მოტოციკლეტი, დავამატეთ ცოტა ფული მაგრამ კიდე სულ ცოტას დამატებაა საჭირო, რომ ვიყიდოთ მაქსიმალურად ახალი, პატარა გარბენით და უბრალოდ ისეთი მანქანა რომელიც გვეყოლება დიდი ხნის მანძილზე. ახლა კი რატომ Mitsubishi Delica?! 1. ეს არ არის სახუმარო მანქანა რომელიც ბევრის აზრით გავს მიკრო ავტობუსს. 2. არის ძალიან მაღალი, ძლიერი გამავლობის. 3. ტევადობით არის უზარმაზარი / 7 სკამი - ეს თავისუფლად, ბარგიანად რომ დაჯდეს ადამიანი 4. კომფორტული, 2 კონდინციონერით და ძალიან მოხერხებული სკამებით, გადახრის კუთხის მაჩვენებლით. კომპასით და ა. შ. 5. ყველაზე მთავარი: ეს არის საუკეთესო ოჯახის მანქანა. წარმოიდგინეთ სკამები ტრიალებს და იკეცება როგორც გინდათ და ჩვენ შემთხვევაში უკანა სკამების აკეცვისას ნემო, ჩვენი გერმანული ნაგაზი თავს სასახლეში გრძნობს. 6. არ ჭირდება ხშირად რემონტი და თუ დაჭირდა არ ღირს არარეალური ფასები მისი ნა��ილები. მოკლედ ვყიდულობთ ამ მანქანას და უპრობლემოდ დავდივართ საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ. დამიჯერეთ ბევრი სხვა წვრილმანი პლიუსებიც აქვს უბრალოდ ყველას ჩამოთვლას ვერ აუვალ😄.
0 notes
skhvavacamp-blog · 9 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media
ჩამოვედი ბათუმიდან და სასიხარულოდ თუ არა, მაგრამ გამოვკითხე ყველა და 2 დღის მანძილზე, ვორქშოპზე თუ ფესტივალზე, ერთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვე ვინც რაჭაშია ნამყოფი. ამამვდროულად ყველას ოცნებად აქვს იქ მოხვედრა. ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ერთ ჩემს ძალიან კარგ მეგობარს და მუსიკოსს მოვუყევი გეგმების შესახებ და მოყოლის, თუ მთელი საღამო ამ პროექტზე საუბრის შემდეგ მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით წამოვიდოდა რაჭაში და ჩემს გვერდით დასახლდებოდა.
ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე და ბოლოს შევთანხმდით რომ სექტემბერში უნდა წავიდეთ ერთად რაჭაში და მისთვისაც მოვძებნოთ სამეზობლოში მიწის ნაკვეთი. ძალიან მაგარი იქნება წლების მე���ე ხელოვანთა პატარა სოფელი რომ შეიქმნას სხვავაში!
თბილისისკენ გზაზე შემხვდა ესტონელი ტურისტი, რომელმაც, აღმოჩნდა, რომ ყაზბეგიც იცოდა, სვანეთის და კახეთიც, მაგრამ რაჭა? წარმოდგენაც არ ქონდა. მოვუყევი რაჭაზე და როგორც შევატყე აღფრთოვანდა თუმცა მე დიდი გადმოცემის უნარი არ მაქვს. ვფიქრობ რაც მეტი უცხოელი და რაც მთავარია ქართველი მოინახულებს რაჭას და დაისვენებს. 
ამასობაში ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა რაჭიდან, დასვენებული შვილებიც ჩამომიყვანა და ბლოგის დაწერაშიც მომეხმარება ხოლმე.
მომიყვა რომ კომპანია “ენერგო პრო”- დან დაუკავშირდნენ და მონაცემები დააზუსტეს, ასე რომ იმედი მაქვს 1 თვეში ანთბულ ნათურას ან მრიცხველს მაინც გაჩვენებთ ფოტოზე:) 
და რაც ყველაზე მთავარია, თავისით გაუჩნდა ამ ბლოგს სახელი “სხვავის ბანაკი” ანუ “Skhvava camp” ალბათ მეც კი ვიფიქრებდი, სხვას რომ დაეწერა რომ, ფანტაზია ნოლითქო, მაგრამ დამიჯერეთ იმისათვის რომ სხვავაში ადამიანმა დაისვენოს თუ უბრალოდ მოიაროს რაჭა ტურისტული ზონის სახელი ბოლოს დგას მნიშვნელოვანი რაღაცების სიაში:) და დარწმუნებული ვარ მალე ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი, მოგზაურობის მოყვარული, მოლაშქრე თუ უბრალოდ დამსვენებელი რომელიც დაინტერესდება საქართველოში მოგზაურობით, გაიგებს “Skhvava camp”-ის შესახებ.
ახლა კი გეტყვით რომ უკვე ვისწავლე DIY გრილის გაკეთება სხვავის ეზოსთვის, ასევე დაგეგმილი გვაქვს DIY საცეცხლეების და ქართულად არ ვიცი როგორ არის მაგრამ “ბესეტკის” გაკეთება და რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩვენი ხელით. თუმცა პირველ რიგში სექტემბერში ჩავდივართ რომ ზუსტად მოვნიშნოთ ტერიტორია გამჭვირვალე ღობისთვის.
და მომავალ კვირაში ვაპირებთ ვესტუმროთ “zeta camping”-ს ვინც არ იცით აი თქვენ ლინკი    http://zeta.ge/ ან https://www.facebook.com/zetacamping
შევთანხმდით რომ გავცვლით ინფორმაციას, ვიმეგობრებთ და ვითანამშრომლებთ. დარწმუნებული ვარ მათი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება სხვავაში.
1 note · View note
skhvavacamp-blog · 9 years
Text
სად არის სხვავა - “მოგზაურ ბავშვთა კლუბის” სამომავლო ბანაკი
https://www.google.com/maps/d/edit?mid=z7EA_S9LUEs0.kks35vyBgbH4&usp=sharing
ამ ლინკზე გადასვლით ნახავთ სხვავის მდებარეობას.
ბლოგის დაწყებამდე გადავწყვიტე, პატარა კვლევა ჩამეტარებინა, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობს რაჭას წელიწადში და რომელი ქვეყნის მაცხოვრებლები არიან, გამოვითხოვე სხვადასხვა საჯარო მონაცემები და აღმოვაჩინე რომ ძალიან ძალიან ცოტა ადამიანი სტუმრობს რაჭას, ციფრებს არცკი გეტყვით რომ გული არ გაგისკდეთ, მათ შორის ქართველებიც კი ისე ცოტანი არიან რომ თქმაც კი არ ღირს, ახლა თბილისში ვარკვევდი ჩემს გარშემო რამდენი ადამიანია ნამყოფი რაჭაში, და ხვალ ბათუმში გავარკვევ.
ბათუმში მიწევს ჩასვლა workshop-ი მაქვს
https://www.facebook.com/events/1672763486272092/
და მეორე დღეს ანუ ზეგ პატარა კონცერტი
https://www.facebook.com/events/848418301919996/
იმედი მაქვს ამ ორ დღეში იქაც მოვიძიებ ინფორმაციას რაჭის პოპულარობაზე თუ პირიქით და რადგან ეს პოსტი ლინკებს დაეთმო აქვე გეტყვით ვინც არ იცის რომ მე და ჩემმა მშვენიერმა შეყვარებულმა, (https://www.facebook.com/photo.php?fbid=10201065197385731&set=t.1642101248&type=3&theater) რამოდენიმე თვის წინ, შევქმენით “მოგზაურ ბავშვთა კლუბი”,
https://www.facebook.com/kidshikingclub
რომლისთვისაც ვეძებდით საზაფხულო ბანაკს, და აი სწორედ შემდეგ წელს ვგეგმავთ რომ ჩვენი კლუბის წევრები დავასვენოთ სხვავის ბანაკში.
ჩამოვალ და გეტყვით დაახლოებით რამდენმა ბათუმელმა მოიარა ან აპირებს რომ მოიაროს რაჭა.
0 notes
skhvavacamp-blog · 9 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
სოფელი სხვავა - უფრო სწორედ ზემო სხვავის კიდე უფრო ზემოთ სადღაც სათიბებში.
ესეიგი ახლა ვფიქრობდი რომ ამ სურათებით ალბათ ადამიანს წარმოდგენას ვერ შეუქმნი, მაგრამ აუცილებლად გვექნება უფრო ხარისხიანი სურათები, თუმცა მეორეს მხრივ კარგია, რომ არაფერი ჩანს განსაკუთრებული, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში დავდებ სურათებს როგორ ვავსებ დასალევად წყალს იგივე ადგილას, როგორ ვაშენებთ და როგორ ანთია აქვე პირველი ნათურა.
აი პირველი ნაბიჯი სწორედ ნათურის ანთებაა. ამით დავიწყეთ, თუმცა თავიდან დიდი იმედებით ამბროლაურის გამგეობაში ვარკვევდი რაღაცებს, მოვუყევი, რომ ვაპირებთ ტურისტული ზონის გაკეთებას და ასე შემდეგ მაგრამ ბოლოს ხომ იცით როგოგრც არის, “თუ რამე გინდა გააკეთო კარგად უნდა გააკეთო შენით” .
აი ჩვენც ავიღეთ და დავიწყეთ ჩვენით ყველაფრის კეთება. მოკლედ გავარკვიე რომ თურმე არსებობს კომპანია ენერგო პრო რომელიც ელექტროენერგიის, გაყვანას, მონტაჟს და მრიცხველის დადგმასაც უზრუნველყოფს. მივედი ამბროლაურის ოფისში და ვითხოვე ინფორმაცია თუ რა უნდა გამეკეთებინა რომ კონკრეტულ ადგილას მრიცხველი დაედგათ.
საბუთების პატარა ნუსხა:
1. რეესტრიდან ამონაწერი ნახაზით
2.. პირადობის მოწმობის ასლი
3.. განაცხადი
4. და ჯადოსნური 400 ლარიანი ქვითარი:)
თუმცა ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ბოლო წერთილიდან სადაც უკვე არის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ბოძი მიყვანილი, ჩემს მიერ მითითებულ ადგილამდეარ იქნება 600 მეტრზე მეტი.
ბევრი გადაზომვის და სხვადასხვა მეტრაჟის ვერსიბის მერე, ჩამოვედი თბილისში და “ენერგო პროს“ თბილისის ოფისსში მეუბნებიან რომ თურმე 800 მეტრის მანძილზე ყველაფერს თავიდან ბოლომდე აკეთებენ და დიდი სიამოვნებით:) და თავიდან 200 ლარს იხდი და რომ მორჩებიან მერე 200 ლარს, ხოლო სამუშაოებმა 30 სამუშაო დღეს არ უნდა გადააცილონ.
ახლა იმ ეთაპზე ვართ რომ გადავიხადეთ ეს პირველადი შენატანი, მივიტანეთ ყველა საბუთი და ველოდებით მათგან მოქმედებას.
ეს თავიდან ერთიანად დამიგროვდა ბევრი რამ დასაწერი, თორე მომავალში ამხელა პოსტებს აბათ ვერ დავწერ, მაგრამ სულ საქმის კურსში იქნებით რა ეტაპზე ვართ, როგორ ვაქტიურობთ და როგორ მივიღწვით მიზნისკენ:)
0 notes
skhvavacamp-blog · 9 years
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
ესეიგი მინდა აქაურობას გაგაცნოთ ჩემი მშვენიერი ოჯახი ვისთვისაც წამოვიწყე ეს პროექტი:
პირველ სურათზე არის პატარა იესო, პატარა სონია, მერე მთელი ოჯახი, ჩვენი გერმანული ნაგაზი (სუპერ ტვინით) სახელად ნემო და ბოლოს უმშვენიერესი და ულამაზესი ჩემი შეყვარებული ნინო.
იმისათვის რომ ეს მხიარული ადამინები იყვნენ ბედნიერები დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება.
გაგაცნობთ ჩემს გეგმას რომელიც უნდა შევასრულო შემდეგ წლის ზაფხულის დადგომამდე.
1. მოვაწესრიგო ინფრასტრუქტურა:) მომავალი ტურისტული ზონის ადგილას მივიყვანო წყალი და ელექტროენერგია.
2. ავაშენო აბაზანა-ტუალეტები (მინიმუმ 2.)
3. მოვაწესრიგო საკარვე ადგილები
4. და ბოლოს შემოვღობო.
ესეიგი განმარტებისთვის გეტყვით რომ ეს ულამაზესი მიწის ნაკვეთი ჩვენს საკუთრებაშია ასე რომ ამაზე ბევრი სირბილი და წვალება არ იქნება საჭირო, მაგრამ რაც შეეხება წყალს და ელექტროენერგიას აი აქ უკვე დაიწყო პრობლემები. შემდეგ პოსტში განახებთ მომავალი ტურისტული ზონის სურათებს და დავიწყებ ეტაპობრივად იმის აღწერას თუ რა ეტაპებს გავდივართ და რამდენად ადვილად ან რთულად.
0 notes
skhvavacamp-blog · 9 years
Text
პირველი პოსტი 27/08/2015 (შესავალი)
მოგესალმებით ყველას ვინც წაიკითხავთ თუ დაათვალიერებთ მომავალში ჩემს ბლოგს.
პირველ რიგში გეტყვით რომ არასოდეს ვაკეთებდი იმას რასაც ახლა ვშვები მაგრამ მივხვდი რომ ძალიან გამომადგებოდა აქამდე ვინმეს რომ ზუსტად ასეთი რამ გაეკეთებინა ანუ აეღწერა თავისი ცხოვრების პროექტი.(ყოველშემთხვევაში ჩემს გარშემო არავინ ვიცი ასეთი)
მოდით დავარქმევ ამას ცხოვრების პროექტს და ნელ-ნელა გაგაცნობთ ჩემს გეგმას რომელიც შე��ხება საქართველოში, კერძოდ რაჭაში, უფრო ზუსტად კი ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში ტურისტული ზონის შექმნას.
იდეა რამოდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა მე და ჩემს მეუღლეს რომელიც ზუსტად ისევეა ჩართული ამ პროექტში როგორც მე, და გადავწყვიტეთ რომ ამ ყველაზე მაგარ და ულამაზეს ადგილას რამე შეგვექმნა. სწორედ ახლა ამ რამოდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და გადავდგით პირველი ნაბიჯები.
უფრო ზუსტად გეტყვით რას ვაპირებთ
1. სოფელ სხვავაში ტურისტული ზონის შექმნას.
2. საკარვე ადგილები, პატარა კოტეჯები, კულტურული თუ ექსტრემალური ტურები და ასე შემდეგ...
3. რაც ყველაზე მთავარია აქ ვაპირებთ გადმოსვლას საცხოვრებლად და ეს უკანასკნელი ყველაზე მომხიბვლელია ამ პროექტში.
ჩემი მიზანია, რომ აქ ამ ბლოგის საშუალებით ავღწერო თავიდან ბოლომდე თუ რა გზას გაივლის ოჯახი ალბათ წლების მანძილზე რომ ქალაქის მტვერს მოშორდეს და ულამაზეს რეგიონში დასახლდეს. ააშენოს სახლი თუ კოტეჯი, დაიწყოს ბიზნეს საქმიანობა და ეს ყველაფერი ხელოვნებასთან და კულთურასთან შერწყმით და რაღათქმაუნდა თავისი სირთულეებით.
P.S. ამდენის წაკითხვა მეც კი დამეზარებოდა ასე რომ გავაგრძელებ შემდეგ პოსტში:)
1 note · View note