Tumgik
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
მცირედი ჩემს შესახებ...
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ამაოდ ვოცნებობდი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩამეშალა უსახსრობის გამო, რასაც ჩემი ერთ დროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, ჩემი განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ, მე და ჩემს გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ვცდილობდით კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ ჩვენი წამოწყება რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას. ჩემს ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, იმდროინდელი უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. იძულებული გავხდი კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დავსჯერებოდი. ჩემს მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც. ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ცხოვრებას. ჩემს პირად წერილებში ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდანარევი ირონიით გამოვხატე ''მკაცრი ბედისა'' და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა. 1836-დან ვმუშაობდი უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დავინიშნე ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში და წარმაწტებითა და დიდი იმედებით ვუდგები საქმეს. 1845 წ. 
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი...
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი! მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით! მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს! მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს; მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს! მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი! განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, — არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი! დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი! ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!
1841 წ.
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა! რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა; საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო! კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის; შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის! სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი! გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი! დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება; და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს! მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
საყურე
ვითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა აჩრდილს. ნეტავი იმას, ვინც თავისს სუნთქვას შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს! შენის შერხევით, სიო-მობერვით გულისა სიცხეს განიგრილებდეს! ჰოჲ, საყურეო, გრძნებით ამრევო, ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს? მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
სული ობოლი
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას! საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი, ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს..
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე — არ ვეტრფო არ ოდეს ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი მიმიწვევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები — ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს, — მის ნაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა, როს გარს ნისლი მოეცვას — იგიცა შესწიროს ციაგმან ლურჯსა ცას!.
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი..
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!
მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!
მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს; მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!
მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი! განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, — არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი! დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Text
არ უკიჟინო, სატრფოო ..
არ უკიჟინო, სატრფოო ..
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა! მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო. მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი. მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი, რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს, და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს! არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად, იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად! ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ? მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ; მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს. მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები! მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?.. მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი, და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!
0 notes
nikolozbaratashvili · 5 years
Photo
Tumblr media
0 notes