Tumgik
Photo
Tumblr media
"შენ ბოზი ხარ! შენ ბოზი ხარ და კლავ (მაგრამ ადამიანებს ვერასდროს) შენ ბოზი ხარ და უსირცხვილოდ იღიმი. შენ ბოზი ხარ და გგონია რომ ,,მორალური ბოზი” შენ ბოზი ხარ, რომელიც მითითებს საითააა სწორი გზა (არადა ელამი ხარ) შენ ბოზი ხარ, მაგრამ მეძავებს მაინც ზემოდან უყურებ. შენ დარწმუნებული ხარ, რომ ანგელოზი ხარ (მერე რა რომ ბოზი) შენ ეწევი ადამიანის ნერვებს, მაგრამ გაკვირვებს სიგარეტის მოწევა. შენ ამაყობ იმ ადამიანებით, ვისიც მე მრცხვენია. შენ ახლა დგახარ და ამ სიტყვებს უხამსობას უწოდებ. შენ ბოზი ხარ, მაგრამ ეს ჯერ არ იცი. შენ ბოზი ხარ და ჩემს ლოთ მეგობარს დასცინი. გგონია, რომ ინტელიგენტი ბოზი, არადა შენ, რომ გკითხო პლანეტებს ფრთები აქვთ და ბავშვები წეროებს მოყავთ. (არა, ეს მეორე წეროების ამბავი კარგად იცი, მაგრამ როცა ასე ამბობ შენი კლდემამოსილი იმიჯი უფრო ფასდება) შენ ბოზი ხარ, იმდენად ბოზი, რომ შენთვის ნატვრის ხე კომედიაა. შენთვის ფეხსაცმლის ფასი პრესტიჟია. ბოზი ხარ, რომლის კაბის სიგრძე კოჭს მაღლა არ ადის. ბოზი ხარ და ბოზობით შოულობ ფულს. შენი ქმარი ლუარსაბ თათქარიძეა, ოღონდ თქვენი მთავარი პრობლემა ხიზილალა - მწვადია. შენი ცოლი დარეჯანია, ოღონდ დიეტაზეა (რადგან ცდილობს სხვა ბოზთან არ გაექცე) თუმცა ვერ ვხვდები რატომ გიჭერს. შენი ბოზობა, შენს წრეში სასირცხვილო არაა. შენ მამაშენის ბოზობით ნაშოვარი ფულით იყიდე დიპლომი. შენნაირმა ბოზებმა გითხრეს, რომ შაგრენის ტყავი უნდა წაიკითხო, რათა თამამად ილაპარაკო ბალზაკის სტილზე. შენ ცდილობ: ჩამიხუთო ჰაერი, მომიწამლო დღეები, მატარო ნიღბებით. შენ არ იცი რომ ბოზი ხარ. შენ არ იცი, რომ დაგცინი. შენ არ იცი, რომ მეძავი შენზე სუფთაა. შენ არ იცი! შენ არაფერი არ იცი შენს შესახებ. შენ არ გაქვს სარკე, ამიტომაც გეუბნები… " - შენ ხარ ბოზი "
ლინო არლი
0 notes