Tumgik
Photo
Tumblr media
83 notes · View notes
Text
მომენტი, როცა სიკვდილის გარდა არაფერი გინდა და ძალა არ გყოფნის თავის მოკვლისთვის....
0 notes
Photo
Tumblr media
799 notes · View notes
Photo
Tumblr media
668 notes · View notes
Photo
Tumblr media
1K notes · View notes
Photo
Tumblr media
Maybe someday we will not be two people meeting again for the first time.
135 notes · View notes
Photo
Tumblr media
untitled by ben giesbrecht on Flickr.
4K notes · View notes
Photo
Tumblr media
15K notes · View notes
Text
...ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... "მოიისფრო", გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... "გავძეხი", და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა "მაშასადამე…"
გურამ დოჩანაშვილი - /კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა/
0 notes
Text
“Expose yourself to your deepest fear; after that, fear has no power, and the fear of freedom shrinks and vanishes. You are free.”
1 note · View note
Quote
როცა ჩემი ადამიანი მაწყენინებს ხოლმე მინდა კიბო დამემართოს და სახლში დაბრუნებულს პირში მივახალო: მე კიბო მაქვს. ის იატაკზე დაემხოს პირქვე და დიდხანს იღრიალოს. და მერე, ყოველ დღე, ყოველ ღამე ჩემ სიკვდილს ელოდეს. ჩემ სუნთქვას ყარაულობდეს. შიშით შემომყურებდეს თვალებში და აკვირდებოდეს ჩემს დნობას, ჩემს ხმობას, ჩემს ქრობას. და ნანობდეს ყოველ წუთს ყოველ წამს უჩემოდ გატარებულს. მე კი ვხარობდე მისი შიშით მისი დარდით. მერე, როცა წავალ ის მოდიოდეს ყოველ საღამოს ჩემ საფლავზე, მიკაკუნებდეს საფლავის კარზე და მე კარს არ ვუღებდე, სახლში არ ვიყო, ან არ მეცალოს მისთვის და ის ბრაზობდეს: როგორ შეძლება მკვდარი სახლში არ იყოს, როგორ შეიძლება მკვდარს არ ეცალოს და ნატრობდეს იმ დროს, როცა ერთად ვუყურებდით ტელევიზორს, ერთად ვბანაობდით, ერთად ვსაუზმობდით და უბრალოდ, ერთად ვისხედით ჩუმად. და შეზიზღდეს ყველა ის საქმე, რის გამოც მე მარტოს მტოვებდა. და ასი წლის მერე, როცა ჩემთან მოვა, მე ვეტყვი, რომ დღეს საქმე მაქვს.ბევრი საქმე. მერე რა, რომ დღეს დასვენების დღეა. საქმემ არ იცის დასვენების დღეები. და ჩამოვიცმევ ჭიების დაჭმულ წინწკლებიან კაბას და წავალ მეგორებში, მარწყვის ტორტის საჭმელად. იმან იტიროს თავისი თავი მეც მიტიროს !
0 notes
Photo
Tumblr media
10 notes · View notes
Quote
ერთი მეგობარი მყავდა. მგავდა. ისიც სხვებისთვის სიცილიანი იყო. ჩემთანა იყო უღიმილო. მე - მასთან. სიცილით დაღლილებს ვგავდით. ერთად შეგვეძლო მოგვეწყინა. მერე შევიცოდეთ ერთმანეთი და ზურგით დავდექით. მის ზურგს ვგრძნობ როცა ვიღლები. ბედნიერებაა ისეთი ადამიანი ვისთანაც მოწყენა შეგიძლია. აი ასე.. მიხვალ დაუდგები ზურგით და მოიწყენ. შენ მის ზურგს გრძნობ - ის შენსას. იცი, რომ არ მოგცემს დაცემის უფლებას. იცის, რომ ხელს შეაშველებ და არა დაეცემა.
0 notes
Text
,,ბევრჯერ მქონია სურვილი, სილამაზესა და ბოროტებაზე მეამბა.მე სიკვდილი ვარ.ადამიანთა მოდგმას ხან არარაობად ვთვლი, ხანაც მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და იშვიათად თუ გამომივა მათი მარტივი შეფასება.მინდა ვკითხო ადამიანებს, როგორ შეიძლება,ერთი და იგივე რამ ერთდროულად შემზარავიც იყოს და დიდებულიც; სიტყვები კი -სასტიკიც და ბრწყინვალეც. მე სიკვდილი ვარ და გეუბნებით: თქვენ მე მოსვენება დამიკარგეთ ადამიანებო!"
(მერკუს ზუზაკი ,,წიგნის ქურდი")
0 notes
Text
ზოგჯერ ხდება, რომ მაგრად არ გინდა, ძალიან მაგრად და მაინც, გაერევი, შენთვის უცხო, გაუგებარ, მიუწვდომელ ხალხში და ნელა აფრენ, ძალიან ნელა, იმდენად ნელა, რომ ნერვოზში გადაგდის, გარედან ინგრევა შენი შინაგანი სამყარო და ეს ზოგჯერ კი არა, ყოველდღე ხდება, საკუთარ სახლში, საკუთარ ქუჩაში, საკუთრ ქალაქში, საკუთრ თავში.
შუშის ნამსხვრევებივით ყრია ადამიანები ასფალტის პლანეტაზე და უცხოპლანეტელები ფეხშიშველი დადიან.
წიგნებიდან დაზეპირებული ცხოვრება, ცხოვრებიდან დაზეპირებული წიგნები.
სისულელეა.
თეორიულად ყველა მკვდრები ვართ.
ისევ ის სიტყვები მიტრიალებში თავში, ,, როგორები ვიქნები, თუ გადავრჩებით.“ თუმცა იმ ფილმში, ყველა მანამდე იღუპება, სანამ მთავრდება.
ვერ უხსნი, ვერ აგებინებ, რომ ცხოვრება შენი საქმე არ არის, რომ სხვებმა იცხოვრონ, რომ შენ მხოლოდ იბრძვი და უნდა იბრძოლო, შიშველი ხელებით, შიშველი თვალებით, შიშველი გულით, რომ ცხოვრება თავისით გაგრძლედება, შენ უფრო მეტის სურვილი გაქვს, სიცოცხლე გინდა.
შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ სიგარეტი ვეღარ გთხოვონ და მოერიდოთ, შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ გზაზე გადასვლისას შუქნიშნის ანთებულ ნიშანს დაელოდო, შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ ხულიგნებმა ხულიგნურად ვერ გაგიმეტონ, შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ თვითმკვლელობა გადაიფიქრო, შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ მოგწყინდეს სიგიჟე, შენ არ იქნები ისეთი ბებერი, რომ სიბერემ მოგლაკს.
ყველა პროტესტი ღმერთისკენ არის მიმართული, ტკივილი მხოლოდ მიზეზია და არა გამართლება.
ყველა ღმერთის გაადამიანურებას ცდილობს, ვისაც განღმრთობა არ შეუძლია, სასაცილოა.
ნუ დაავიწყებ მუხლებს მიწას, ზოგჯერ ხომ სალოცავად დაჩოქილი მუხლები, ცისკენ საოცნებოდ მიმართულ თვალებს გავს, რაღაცით ძვლების სიღრმეში და არა გულის.
ვინ დაგაძალა, სიყვარული, მოთმინება, ან სიმარტოვე.
ახედე ცას და იოცნებე.
შენი ბრალია.
0 notes
Text
opportunity knocks only once, but "if opportunity doesn't knock, build a door" - milton berle
0 notes
Text
"weak desires bring weak results, just as a small fire makes a small amount of heat." - Napoleon Hill
0 notes